ქართველმა ცენტრმა ჰიუსტონელებთან 12 წუთი ითამაშა და შეხვედრა 2 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა
თბილისის დროით 1-ელ აპრილს, გამთენიისას, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი საკუთარ არენაზე "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 107:98 დაამარცხა.

ჰიუსტონელები დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე არიან, შესაბამისად ლიგის ერთ-ერთ ფავირიტადაც ითვლებიან. ოკლენდში "როკეტსმა" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში მასპინძლებმა ჩვეული შეუპოვრობა გამოავლინეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. გარდამტეხ მომენტში შედეგიანად ითამაშეს სათადარიგოებმა - ანდრე იგუდალამ და იან კლარკმა. ჯავალ მაკგის კი 11 წუთში 13 ქულა და 5 დაფარება დაუგროვდა.

ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო ოკლენდელთა ქართველი ცენტრი. ფაჩულიამ 12 წუთი ითამაშა და 3-დან 1 ორქულიანი მიითვალა. ზაზამ შეხვედრა 2 ქულით და 1 მოხსნით დაასრულა.

რაც შეეხებათ გოლდენსტეიტელთა სხვა სასტარტოებს, სტეფ კარი 24 ქულით ბომბარდირი გახდა, კლეი ტომპსონმა კი გუნდს 20 ქულა მიაშველა. დრეიმონდ გრინმა და მეტ ბარსნმ 6-6 ქულა მიითვალეს.

62 მოგებითა და 14 მოგებით "გოლდენ სტეიტი" მთელ ლიგას ლიდრობს. მდევარ "სან ანტონიოს" 4 მოგებით ნაკლები და 3 წაგებით მეტი აქვს. რეგულარულ ჩემპიონატში ოკლენდელებს დარჩნილი აქვთ 7 მატჩი და ამ უპირატესობას, დიდი ალბათობით, არ გაანიავებენ, რაც მათ ლიგის პირველ ადგილს და პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობას მიანიჭებს.

მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს 3 აპრილს, შინ "ვაშინგტონთან" ელის.

მ.მ
მოუკლოო ვთქვი და დამეტაკა ვიღაცა.. კარის უცრო მეტი მოხსნა რატო უნდა ქონდეს თუნდაც წუთობრივად რო შევხედოთ როცა ერთად არიან პარკეტზე
mixo
ზაზას 2 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება!!! ესეთი სათაურები არ გინდათ რაა. 4-5 ბურთი ერთ თამაშში გააქვთ რონალდოს და მესის.
Vaxo-ს-s
დუ-დუუუუ ასიანი შენ ხარ.
zurabas
ადრე უაზრო ორაზროვნების დიდოსტატი იყავი, ეხლა მოგიმატებია. რისი თქმა გინდა თქვა ტროლი, იქნებ ახსნა? ზაზაო, ღობეგლეჯიაშვილებიო, ყელყელაობაო, ფეხბურთიო? სად ნბა და სად ფეხბურთი? ან აქ რა შუაშია კოლმეურნეების გუნდი? მოკლედ, მსქროლაობამ მთლად ტვინი აგირია.
Vaxo-ს
შენ რასაც "სტენკად" იხსენებ, ანუ სკრინის დაყენება ყველა კარგი ცენტრისთვის აუცილებელია, რადგან ამ დროს მსროლელს მეტ დროს აძლევს რომ მოემზადოს და კარგი ტურცნა გამოუვიდეს. ეგ პირიქით ზაზას მაღალ სათამაშო ინტელექტზე მეტყველებს.
Vaxo
ერთ მომენტში, შეტევისას, გოლდენ სტეიტმა ლამის სტენკის პონტში გამოიყენა.
zurab
განა ზაზას წინააღმდეგი ვარ, მაგრამ რა მოხდა? რანაირ სათაურებს იყენებთ. სირცხვილია, ვიღაცა ღობეგლეჯიაშვილი, რომელსაც ადრე კოლმეურნეობის გუნდშიც არ ათამაშებდნენ ფეხბურთს, დღეს თქვენს საიტებზე ყელ-ყელაობს. რამდენი სახელოვანი სპორტსმენი გვყავს სხვა სახეობებში, მათზეც დაწერეთ!
"გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსაც" მოუგეს
ცოტა მყვირალა სათაური ხომ არაა? ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსაც" მოუგეს.

ოდნავ გვიან გამეღვიძა, სასწრაფოდ ჩავრთე ნოუტი, შევედი საიტზე, თამაშის პირველი წუთები იყო დაწყებული და კაკ რას ზაზა იმ მომენტში ფარქვეშ შემოტრიალებით ისროდა, ვერ ჩააგდო, გავბრაზდი, გამოვრთე ნოუტი და გავაგრძელე ძილი. ძალიანაც კარგიც მიქნია, გამთენიიდან ცუდ ხასიათზე მაინც არა ვარ.
svan
ზაზა რახდება?! ვნახოთ ვაშინგტონთან გორტატის წინააღმდეგ რამდენ ხანს ითამაშებ
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] კარის 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "პორტლენდთან" დამარცხდა
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
კარის 27 ქულა და სამმაგი დუბლი "მემფისის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ძალიან დიდი რიცხვები - ტომპსონმა მძიმე ტრავმის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთლიანად 7 წელში
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა, თანაც, როგორ?! [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"სელტიკსმა" "უორიორსს" ჯოჯოხეთი მოუწყო - "ბოსტონი" სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
"გოლდენ სტეიტის" ტრიოს შესანიშნავი თამაში და მე-3 გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]
ტომპსონმა დონჩიჩს აჯობა - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს სუპერფინალშია [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]