მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსმა გაიტანა, ტელევიზორი გავტეხე...
ჟერარდ პიკეს საშინლად სძულს მადრიდის "რეალი". სხვადასხვა დროსა და შემთხვევაში "ბარსელონას" სიმბოლოს არაერთხელ დაუმახსოვრებია თავი "სამეფო კლუბის" მიმართ გამოთქმული ორიგინალური და მწარე აზრებით. ერთი შეხედვით, ეს იმ სერიალს ჰგავს, რომელიც არასოდეს დასრულდება.

ჩვენს წერილში თავს მოვუყრით ყველაფერს, რაც ოდესმე ჟერარდს "რეალის" თაობაზე უთქვამს.

მოურინიოს დაუსჯელობის შესახებ

2013 წლის 14 იანვარი

"მახსოვს, როცა "რეალი" იგებდა, მოურინიო საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა ხოლმე. ერთხელ მან ვილანოვას თვალში თითიც კი ატაკა და ამ საქციელის გამო მისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციაც კი არ მიუციათ. ახლა, როცა კასილიასს გადაეკიდა, ჟურნალისტები და ხალხი აკრიტიკებს მას, მაგრამ საქმე ისაა, რომ გუნდში მისვლის პირველი დღიდანვე ის ასეთი იყო."

როგორ ანგრევდა მოურინიო ესპანეთის ნაკრებს

2013 წლის 16 ივნისი

"ესპანეთის ნაკრებში მე ყოველთვის მჯეროდა ჩემი პარტნიორების, მაგრამ ერთხელ სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ჩვენ ყველამ კინაღამ გადავაბიჯეთ ხაზს. გუნდში ვითარება ძალიან დაიძაბა და ყოველივე ამაში დამნაშავე იყო მოურინიო. ბოლოს ჩვენ ვთქვით, რომ საკმარისი იყო და უნდა შეგვეწყვიტა. ოღონდ ეს გააკეთეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც აღიარეს, რომ ზედმეტად გაცხარდნენ და არა მოურინიომ. ისე, პატარა წვლილი ამ არეულობაში ჩემიცაა. ერთხელ მე ვთქვი, რომ ჩვენ უკეთესები ვართ "რეალის" ფეხბურთელებზე, რადგან მათზე მეტ ტიტულს ვიგებთ."

სპონსორების თაობაზე

2013 წლის 17 სექტემბერი

"მე წავიკითხე, რომ 2002 წლიდან "რეალმა" ფეხბურთელების შესაძენად 1,2 მილიარდი ევრო დახარჯა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვყიდულობთ ფეხბურთელებს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ბანკი, რომელიც შემჩნეულია "ბარსელონას" ტრანსფერების დაფინანსებაში. ჩვენი გუნდის ლიდერები არიან ისინი, ვინც "ბარსელონას" ნული ევრო დაუჯდა. კი, იყო იბრაჰიმოვიჩის, ვილიასა და ნეიმარის ტრანსფერები, მაგრამ გუნდში ყოველ წელს მხოლოდ ერთი ასეთი ფეხბურთელი მოდიოდა."

"ელჩესთან" გამარჯვების თაობაზე

2013 წლის 26 სექტემბერი

რონალდომ გამარჯვების გოლი 97-ე წუთზე შეაგდო თერთმეტმეტრიანიდან, არადა, მსაჯმა თითქოს მხოლოდ სამი წუთი დაამატა ძირითად დროს:

"ესპანეთის ჩემპიონატში მაგარი კომედია ვნახე. ასეთი კომედიების ყურება განსაკუთრებით კარგი საღამოობითაა."

საკადრო პოლიტიკის თაობაზე

2013 წლის 24 ოქტომბერი

"ლა მასიამ" ფეხბურთელების უნიკალური თაობა აღზარდა - მესი, ინიესტა, პუიოლი, ჩავი, ვალდესი, პედრო... "ბარსელონას" მათ სანაცვლოდ არაფერი გადაუხდია. "რეალმა" კი მხოლოდ ერთ ზაფხულს დახარჯა 160 მილიონი ილიარამენდის, ისკოსა და ბეილის შესაძენად".

იმის თაობაზე, რომ "რეალი" ვერაფერს მოიგებს

2013 წლის 2 ნოემბერი

"წარმოიდგინეთ, რას იტყოდნენ ჩვენზე, ბოლო ხუთ წელიწადში მხოლოდ ესპანეთის თასი და ჩემპიონობა რომ მოგვეგო. მჯერა, "რეალის" ეს სერია მომავალშიც გაგრძელდება."

"რეალთან" მეტოქეობის შესახებ

2013 წლის 10 ნოემბერი

"ჩვენ მსოფლიოს უმდიდრეს კლუბს ვუპირისპირდებით. მათთან მეტოქეობის საშუალებას მხოლოდ გუნდის აღზრდილების დიდებული თამაში გვაძლევს".

"სევილიასთან" სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ

2015 წლის 13 აგვისტო

"მოდი, ვიზეიმოთ, ბიჭებო. ეშმაკსაც წაუღია "რეალი". დაე, უყურონ, როგორ ვზეიმობთ".

საკუთარ ობსტრუქციაზე

2015 წლის 10 სექტემბერი

"მე ყოველთვის პოზიტიურად ვუყურებ ცხოვრებას. მაგალითად, გუშინ სამი კალათა სოკო მოვაგროვე და ბედნიერი ვარ ამის გამო. ნაკრების ბოლო თამაშზე მე მისტვინეს და მგონია, რომ ეს მოხდა "ბარსელონასა" და "რეალის" მეტოქეობის გამო. სერხიო რამოსმა მე დამიცვა. ჩვენ ახლა შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ნაკრები სხვა თემაა. არ მსიამოვნებს, როცა მისტვენენ. აი, "ბერნაბეუს" ტრიბუნების სტვენა კი ჩემთვის ნამდვილი სიმფონიაა."

არბელოას თაობაზე

2015 წლის 13 დეკემბერი

"არბელოამ თქვა, რომ ის ჩემი მეგობარია, მაგრამ მე მას მეგობრად არ ვთვლი. ის შეიძლება ჩემი ნაცნობია, მაგრამ მეგობარი არ არის."

კლუბზე, რომელშიც არასოდეს გადავა ნეიმარი

2016 წლის 29 თებერვალი

”მზად ვარ, ნებისმიერს დავენაძლევო, რომ ნეიმარი არასოდეს გადავა "რეალში". მას უყვარს ჩვენი კლუბი და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებს "ბარსელონაში". მას ყველაფერი აკმაყოფილებს კატალონიაში. მისი შესაძლო ტრანსფერი ერთი დიდი ჭორია."

რატომ გატეხა ტელევიზორი

2016 წლის 26 მარტი

"მახსოვს, როგორ გავუტანე იკერს "ბარსელონაში" ჩემს პირველ სეზონში და ჩვენ 6:2 მოვიგეთ. მაშინ ფინალს ლოს-ანჯელესში ვუყურე და რამოსის გოლის შემდეგ ტელევიზორი დავამტვრიე."

მესისა და რონალდოს თაობაზე

2016 წლის 5 აპრილი

"ორივე დიდებული ფეხბურთელია. ჩემი აზრით, ჩვენ შეიძლება ვლაპარაკობდეთ

ფეხბურთის ისტორიაში ორ საუკეთესოზე. და მაინც, ჩემი აზრით, მესის დარი ტალანტი არავის აქვს. მას ბურთი წარმოუდგენელი სისწრაფით მიაქვს. ის ორი მეტრის იქით არ უშვებს მას. რონალდო დიდებული ფეხბურთელია. მას ხშირად გააქვს გოლები პენალტებიდან და ჯარიმებიდან. ის საუკეთესოა ადამიანებს შორის, მესი კი საერთოდ არ არის ადამიანი."

"რეალის" გზაზე ჩემპიონთა ლიგის ფინალისაკენ

2016 წლის 24 აგვისტო

"იოლი ჯგუფი. მერვედფინალში იტალიის მესამე გუნდი. მეოთხედფინალში გერმანიის მერვე კლუბი. ნახევარფინალში ინგლისის მეოთხე გუნდი. ასეთ გზას "ბარსელონასთვისაც" ვინატრებდი. თანაც, ყველა საპასუხო მატჩი შინ რომ ჩაგვეტარებინა."

"ოქროს ბურთის" თაობაზე

2016 წლის 7 ნოემბერი

"ოქროს ბურთს" ყოველ წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს რომ აძლევდნენ, 2009 წლიდან ლიონელ მესის ერთი სეზონიც კი არ უნდა დაესრულებინა მის გარეშე. სულ სხვა დონეა."

ესპანეთის ჩემპიონატში მსაჯობაზე

2017 წლის 27 თებერვალი

"ერთსა და იმავე გუნდებთან შეხვედრაში "რეალმა" ოთხი ქულით მეტი დააგროვა ჩვენზე და ამის ერთადერთი მიზეზი არის მსაჯობა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tat
შეიძლება ბევრი ლანძღავს ასეტი თამამი გამოსვლებისთვის, მაგრამ უნდა აღიაროს ყველამ, რომ ეს კაცი უმეტეს შემთხვევაში სიმართლეს ამბობს (მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ზედმეტიც მოსდის). გამბედავია ძალიან, იმას ამბობს, რაზეც სხვა ხმას ვერ იღებს.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
ვანდა ნარას ურთიერთობა იკარდის ყოფილ თანაგუნდელთან აქვს, პიკემ ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა - საფეხბურთო ვარსკვლავების პირადი ცხოვრების ამბები [PHOTO]
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ერთ თვეში სექსი რამდენჯერ გაქვთ?" - პიკემ ამ კითხვას უპასუხა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ბოიან კრკიჩი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
პიკე: ასე ფეხბურთი უფრო საინტერესო გახდება
"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი