ფედერერმა 2017 წელს მესამე დიდი ტურნირი მოიგო
როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ამ სეზონში მესამედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ავსტრალიის ღის ფინალში როჯერმა ხუთ სეტში მოიგო, დაახლოებით სამი კვირის წინ, ინდიან უელსის "მასტერსის" მერვედფინალში კი გაანადგურა ესპანელი - 6:3, 6:2.

ისე ჩანდა, რომ, ამჯერად, ნადალს უფრო მეტი შანსი ჰქონდა. ფედერერი თითქოს დაღლილი ჩანდა, განსაკუთრებით, ბოლო ეტაპებზე, რამაც გამოიწვია ურთულესი ბრძოლები ჯერ ტომაშ ბერდიხთან და შემდეგ, ნიკ კირგიოსთან. ორივე მატჩის მოსაგებად, შვეიცარიელს სამი სეტის ჩატარება დასჭირდა, კირგოისთან კი სამივე პარტიაში ტაი-ბრეიკი გათამაშდა და მატჩი სამი საათი გაგრძელდა. ნადალს კი ბოლო ორ მატჩში იოლი გასეირნება ჰქონდა ჯეკ სოკისა და ფაბიო ფონინის წინააღმდეგ. შესაბამისად, ესპანელს უფრო მეტი ენერგია შემორჩა ფინალისთვის.

პირველი ბრეიკ-პოინტებიც მატჩში ნადალმა გამოიმუშავა - პირველივე გემში ორი შანსი მიიღო, მაგრამ ფედერერმა კარგად დაიცვა თავი. ბრეიკ-პოინტები ჩოგბურთელებს პრაქტიკულად ყველა გეიმში ჰქონდათ - საწყის პარტიაში ნადალს ოთხჯერ შეეძლო მეტოქის მოწოდების აღება, ფედერერს - ექვსჯერ. საბოლოოდ, ამ ათი შანსიდან მხოლოდ ერთი გამოიყენეს, კერძოდ, როჯერმა მერვე გეიმში და მეცხრეში უპრობლემოდ ჩააწოდა სეტზე - 6:3.

მეორე სეტის პირველი ნახევარი პირველისგან განსხვავებული იყო. საწყის ექვს გეიმში მეტოქეებმა ისე შეინარჩუნეს საკუთარი მოწოდებები, რომ საქმე "თანაბრამდეც" არ მისულა. პირველმა მოწინააღმდეგის გეიმში გაბრძოლება ფედერერმა შეძლო, როცა 3:3-ზე პირველი ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა,მაგრამ ნადალმა გეიმი გადაარჩინა.

თუმცა, მოსახდენი მეცხრე გეიმში მოხდა. ფედერერმა კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ნადალს მეორე სეტში მეტოქის მოწოდებაზე შანსი არ ჰქონდა - "თანაბარ" ანგარიშამდე ერთხელაც ვერ მივიდა და წელს, მესამედ დამარცხდა ფედერერთან. როჯერმა ზედიზედ მეოთხედ მოუგო რაფას და მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში გახდა 23:14 ნადალის სასარგებლოდ.

ამ ფინალის შემდეგ, ფედერერი მეოთხე ჩოგანი გახდება, ნადალი კი მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებს.

1/2 ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 4)-ნიკ კირგიოსი (შვეიც, 12) 7:6(9), 6:7(9), 7:6(5); რაფაელ ნადალი (ესპ, 5)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:1, 7:5.

ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 4)-რაფაელ ნადალი (ესპ, 5) 6:3, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის