ბრიტანეთი მხოლოდ ენდი მარეით არ იწონებს თავს
მაიამიში ქალთა ფინალი ერთი დღით ადრე გაიმართა. გადამწყვეტ მატჩამდე კაროლინ ვოზნიაცკიმ და იოჰანა კონტამ მიაღწიეს. ფავორიტად დანიელი მიიჩნეოდა, რომელიც უფრო გამოცდილია და ბევრი მნიშვნელოვანი ფინალი ჩაუტარებია. გარდა ამისა, ორი თვის წინ, ვოზნიაცკიმ ძალიან იოლად მოუგო ბრიტანელს ავსტრალიის ღიაზე - 6:3, 6:1.

მაგრამ, ამჯერად, მათი მორიგი დაპირისპირების სცენარი სხვანაირი აღმოჩნდა. ვოზნიაცკიმ ფინალის წინ განაცხადა, რომ ღრმად ითამაშებდა, რადგან კონტა - ძალიან შემტევი მოთამაშეა. მართლაც, კაროლინმა სცადა - არ მიეცა საშუალება იოჰანასთვის სრულად გაეკონტროლებინა მატჩის მსვლელობა, მაგრამ არ გამოუვიდა. მთელი მატჩი კონტამ შეტევაში გაატარა.

მას ჰქონდა შეცდომები, თუმცა, მეტოქე გაცილებით მეტს ცდებოდა. პირველ სეტში მან სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება, თან ბრიტანელი პირველივე ბრეიკ-პოინტს იყენებდა, რომელსაც გამოიმუშავებდა ხოლმე. დანიელმა ორჯერ შეძლო დაკარგული მოწოდების დაბრუნება, მაგრამ 5:4-ზე კონტამ მოახერხა სეტზე ჩაწოდება.

მეორე პარტიაში არაფერი შეცვლილა. ვოზნიაცკი მეორე ნომრად თამაშობდა, მაგრამ მაინც ბევრი უზუსტობა ჰქონდა. მან მხოლოდ რვა "ვინერსი" შეასრულა, ამასთან, 16 უნებლიე შეცდომა დაუშვა. კონტას მიერ პირველივე გეიმში შესრულებულ ბრეიკს ვოზნიაცკიმ პასუხი გასცა, მაგრამ 3:2-ის შემდეგ, ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო.

კონტამ 33 "ვინერსითა" და 19 უნებლიე შეცდომით დაასრულა მატჩი. 6:4, 6:3 და ბრიტანელმა კარიერაში პირველი ტიტული მოიგო Premier Mandatory-ის კატეგორიაში. კონტა კარიერაში პირველად გახდება რეიტინგის მეშვიდე ნომერი. ვოზნიაცკიმ კი უკვე მესამე ფინალი წააგო წლევანდელ სეზონში, თან ყველა ორ სეტში.

ფინალი

იოჰანა კონტა (ბრიტ, 10)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 12) 6:4, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რეიტინგები: ამიერიდან, ბრიტანეთი მხოლოდ მარეით არ იამაყებს
ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი იწვნია
მაიამის "მასტერსი": კერბერი და ჰალეპი გამოსწორდნენ
როლან გაროსი. III დღე: კონტა კერბერის გზას გაუყვა
უიმბლდონი. VII დღე: ახალი ისტორიები
მაიამის "მასტერსი": კერბერი დამაჯერებელი იყო