დიდი 10. XVII ტური
ქუთაისის "აია" მიმდინარე გათამაშებაში დამაჯერებლად ასპარეზობს და რეგულარული ჩემპიონატის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს. თუმცა, რიონისპირელთა კონკურენტებიც ყოჩაღობენ და ბექა ყურაშვილის გუნდს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ.

ქუთაისელებს "აკადემიასთან" ქულების დაკარგვის უფლება არ ჰქონდათ. მათ შეხვედრა დიდი შემართებით დაიწყეს და სწრაფი ლელოთი დაწინაურდნენ. მე-6 წუთზე ქუთაისელებმა მარცხენა ფლანგზე შეუტიეს, სტუმრებმა გელა შალამბერიძის შებოჭვა ვერ მოახერხეს და მანაც ბურთი "აკადემიის" ჩათვლის მოედანში დაამიწა. გიორგი ბაბუნაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა - 5:0.

შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით გაგრძელდა. "აია" შერკინებაშიც უფრო მძლავრად თამაშობდა და ხელით თამაშიც უკეთ გამოსდიოდა. მე-13 წუთზე ქუთაისელებმა კარგი შეტევა განახორციელეს, იოსებ კიკვაძე მეურვეებს დაუსხლტა და ზურაბ ძნელაძეს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა. ქუთაისელთა ფულბეკსაც ლელოს გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა -10:0.

ცოტა ხანში სოსო მათიაშვილმა საჯარიმო დარტყმით შეამცირა ანგარიში. მან მოგვიანებით მეორე ჯარიმაც გაიტანა, თუმცა იქამდე ბაბუნაშვილმაც ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. მასპინძლებმა შეტევები გაამწვავეს და 35-ე წუთზე მესამე ლელო გაიტანეს. მათ მეტოქის 22-მეტრიან ხაზთან ახლოს კარგად გაშალეს "მარაო". შეტევის მესამე ფაზაში სტუმრებს გელა შალამბერიძემ გაუჭრა ხაზი და ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა. ბაბუნაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა, ტაიმის ბოლო წუთზე კი ერთი საჯარიმო დარტყმაც მიაყოლა და პირველი ნახევრის ანგარიში დააფიქსირა - 23:6.

მეორე ტაიმი აკადემიელებმა გაცილებით აქტიურად დაიწყეს. ისინი ხელდახელ თამაშით ცდილობდნენ ქუთაისელთა ხაზის გაჭრას. ერთხელ ლელოს გატანასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ არ გაუმართლათ. სამაგიეროდ, 64-ე წუთზე ქუთაისელებმა მორიგი ლელო გაიტანეს, მათი შეტევა მარცხენა ფლანგზე შეცვლაზე შესულმა ბადრი დანგაძემ დააგვირგვინა. ბაბუნაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა.

ქუთაისელები ამის შემდეგაც არ მოდუნებულან და შეხვედრის დასრულებამდე მეტოქე კიდევ ერთი ლელოთი "დასაჯეს", აკადემიელებს ხაზი გელა შალამბერიძემ გაუჭრა და ჰეთ თრიკი შეასრულა.

ქუთაისელებმა პრემიალური მოგებით რეგულარული გათამაშების პირველობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. ბოლო ტურში ისინი თანაქალაქელ "ბაგრატს" დაუპირისპირდებიან და დიდწილად სწორედ ქუთაისურ დერბიში დაფიქსირებულ შედეგზე იქნება დამოკიდებული პირველადგილოსნის ბედი.

დიდი 10. XVII ტური

02.04. ქუთაისი. "აია არენა", ხელოვნური.

აია-აკადემია 35:6

აია: (15-9) ძნელაძე, ი.კიკვაძე, ჩხიკვაძე, ირემაძე (ლაღაძე), აბრამიძე, გ.ბაბუნაშვილი, თუთბერიძე (გ.კიკვაძე); (1-8) მღებრიშვილი (დანგაძე), ლოსაბერიძე (ვარდანიძე), რევიშვილი, შალამბერიძე, მ.ბაბუნშვილი (ჩიტეიშვილი), წაქაძე (ხარებავა), გ.ტრაძე (ერემეიშვილი), რატიაშვილი (ლომსიანიძე)

მწვრთნელი: ბექა ყურაშვილი

5ლ: შალამბერიძე (3), ძნელაძე, დანგაძე

2გ: ბაბუნაშვილი (2)

2ს: ბაბუნაშვილი (2)

აკადემია: (15-9) მათიაშვილი, სიჭინავა, ხელაია, ჭუაძე, ლაზარიშვილი (ახობაძე), დავითაშვილი, მაზმიშვილი; (1-8) ქადარია (გვარამია-ქადარია), ლომაური ტიტვინიძე (რ.მაზმიშვილი), ზოიძე, ბერიკაშვილი, ლუარსაბიშვილი (გოგოლაძე), შუბითიძე, გოგლიძე

მწრთნელი: ლევან ობოლაძე

2ს: მათიაშვილი (2)

რეფერი: გია ამირხანაშვილი.

სხვა მატჩები

ჯიქი-ლელო სარასენსი 17:13

ყოჩები-არმაზი 17:17

ლოკომოტივი-ბაგრატი 64:14

ბათუმი-არმია 40:7

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
გმადლობთ შენიშვნისთვის. აუცილებლად.
დავით კოხეიძეს
ბატონო ავტორო: რაგბზე სტატია სარაგბო ტერმინებით წერეთ და პატივი ვცეთ მათ ჩათვლის მოედანი - ლელო ლელოს გატანა - ლელოს დამიწება გარდასახვის გატანა - გარდასახვა/გარდასახა გარდასახვის დარტყმა - გარდასახვა/გარდასახა ფლანგი - ფრთა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ᓐᓘᓐ-ᓣᓜᓘᓕᓔᓠᓡᓘᓢᓔᓢᓘ 26:23 - ᓥᓣᓗᓐᓗᓣᓠᓔᓑᓡ ᓓᓔᓑᓘᓣᓢᓐᓜᓢᓗᓐᓜ ᓒᓐᓣᓭᓘᓠᓓᓐᓗ
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "აია" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
დიდი 10: "ლოკომოტივმა" ქუთაისში "აიას" 4 ლელო გაუტანა
შესანიშნავი ქვეყანა, ადამიანები რაგბით სულში - ირლანდიელების შეფასება საქართველოში მოგზაურობის შემდეგ
რაგბის დასავლეთ აკადემიას ნუგზარ ძაგნიძის სახელი მიენიჭა
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო გუნდი გახდნენ
დიდი 10-ის ფინალი - ისტორია მეორდება