გერმანულ ARD-ზე ჟურნალისტ ჰაიო ზეპელტის ახალი ფილმი გავიდა იამაიკელ სპრინტერებსა და დოპინგზე
ახალ ფილმში ამტკიცებენ, რომ პეკინის თამაშების დოპინგ-სინჯების გადამოწმებისას, იამაიკელი სპრინტერების ტესტებში აკრძალული პრეპარატი კლენბუტეროლი აღმოაჩინეს.

ამასთან, ARD-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) გადაწყვიტეს - არ დაეწყოთ გამოძიება ამ საქმეზე, ხოლო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარემ რიჩარდ ბაჯეტმა, რომელიც პასუხისმგებელია ლოზანაში სინჯების გადამოწმებაზე, აუკრძალა თავის თანამშრომელებს კლენბუტეროლის აღმოჩენის ფაქტის დადასტურება.

ARD აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტშიც და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოშიც იცოდნენ მომხდარის შესახებ, მაგრამ შეგნებულად არ მისცეს საქმეს მსვლელობა.

ასევე ფილმში მოყვანილია WADA-ის გენერალური დირექტორის ოლივიე ნიგლის სიტყვები, რომელიც ადასტურებს, რომ კარგად იცის იამაიკელთა სინჯებში კლენბუტეროლის უმცირესი დოზების შესახებ.

თავად საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ARD-ის კითხვას ასე უპასუხეს - კლენბუტეროლის მინიმალური შემცველობა უპოვნეს არა მხოლოდ იამაიკელ სპრინტერებს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის სხვა სპორტსმენებს. ოლიმპიურ კომიტეტში იმ დასკვნამდე მივიდენ, რომ კლენბუტეროლი ორგანიზმში მოხვდა ცხოველური წარმოშობის დაინფიცირებული პროდუქტებისგან, რომელიც სპორტსმენებმა, სავარაუდოდ, პეკინში მიირთვეს.

ამასთან, ARD აღნიშნავს, რომ 2008 წლის ოლიმპიადის დასრულებისთანავე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დისკვალიფიკაცია მისცა პოლონელ ნიჩბოსანს ადამ სეროჩინსკის, რომლის სინჯშიც სწორედ კლენბუტეროლი აღმოჩნდა. ARD-ის აზრით, დღეს, ოლიმპიური კომიტეტი წესებს სხვანაირ ფორმულირებას უკეთებას.

ფილმში ასევე ნაჩვენებია ინტერვიუ ფიზმომზადების მექსიკელ მწვრთნელთან ანხელ ერედიასთან, რომელიც თავისი შავბნელი სადოპინგო წარსულით არის ცნობილი. ერედიამ განაცხადა, რომ იამაიკის ნაკრების მწვრთნელები თამაშების დაწყებამდე მიმართავდნენ მას თხოვნით - კონსულტაცია მიეცა კლენბუტეროლის თაობაზე.

დაბოლოს, ფილმის ავტორი ინტერვიუს იღებს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამაარსებელთან რიჩარდ პაუნდთან, რომელმაც გააკრიტიკა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კლენბუტეროლზე ჩავარდნილი სპორტსმენების გვარების დამალვის მცდელობისთვის.

მოგვიანებით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის პრეს-რელიზში დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იამაიკელ სპრინტერებზე გამოძიება შეაჩერეს სინჯებში კლენბუტეროლის დაბალი შემცველობის გამო.

"პეკინის ოლიმპიადაზე აღებული სინჯების გადამოწმებისას, ლაბორატორიამ სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ათლეტის სინჯში აღმოაჩინა კლენბუტეროლის დაბალი დონე. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განიხილა ამ საქმის გაგრძელების მიზანშეწონილობა.

კერძოდ, კონსულტაცია გავიარეთ WADA-სთან, რომელიც სრულად იყო ჩართული ამ პროცესში და გადაწყვეტილების მიღებაში. კლენბუტეროლის კონცენტრაცია იყო ერთ ნანოგრამზე ნაკლები ერთ მილიმეტრზე, სინჯში კი ის გაჩნდა ინფიცირებული ხორცისგან დამზადებული კერძით", - წერია განცხადებაში.

ამ ამბავს ასევე გამოეხმაურა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო: "კლენბუტეროლით ინფიცირებული ხორცის ისტორია აღიარა მსოფლიოს ყველა ანტისადოპინგო ორგანიზაციამ. როცა ამგვარი სიტუაცია წარმოიშობა იმ ქვეყნის სპორტსმენის დადებით ტესტთან დაკავშირებით. სადაც ამგვარი ხორცია გავრცელებული, ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად დამატებით ვამტკიცოთ, რომ პროდუქტი მოწამლული იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ლაპარაკია რვა წლის წინანდელი მოვლენების შესახებ".

იმავე ოლივიე ნიგლის თქმით, წარუმატებელი იქნება გამოძიება იმ სპორტსმენების მიმართ, რომლებსაც სისხლში აკრძალული პრეპარატის დაბალი დონე აქვთ და იმ ქვეყნებს წარმოადგენენ, რომლებშიც არსებობს ხორცის ინფიცირების მნიშვნელოვანი რისკი.

პეკინის ოლიმპიადაზე იამაიკელმა უსაინ ბოლტმა ოქროს მედლები მოიგო 100 და 200 მეტრზე. მისმა თანამემამულეებმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა და ვერონიკა კემპბელ-ბრაუნმა მოიგეს 100 და 200 მეტრი დისტანციები. შერონ სიმპსონმა და კერონ სტიუარტმა გაიყვეს ვერცხლი 100 მეტრზე.

სტიუარტი აგრეთვე მესამე იყო 200 მეტრზე. მამაკაცთა ნაკრებმა გაიმარჯვა 4x100 მეტრზე ესტაფეტაში, მაგრამ წელს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იამაიკელებს ეს მედალი წაართვა გუნდის ერთ-ერთი წევრის ნესტა კარტერის დადებითი დოპინგ-სინჯის გამო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯონდო
რუსების.მიერ დაფინანსებული ვიღაც ჟურნალისტის ფილმის და იდეების რირაჟირებას რატომ ეწევით?
"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა