"ვოივოდინას" და საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა სერბეთის ჩემპიონატის მეორე წრე კარგად დაიწყო
სერბეთის ჩემპიონატის მეორე წრე მშვენივრად დაიწყო გიორგი მერებაშვილმა. "ვოევოდინამ" მეორე წრის პირველი შეხვედრა "იაგოდინასთან" გასვლაზე ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.

ნოვისადელთა ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო: "იაგოდინასთან" მატჩში გიორგიმ ანგარიში 30-ე წუთზე პენალტით გახსნა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

"ვოევოდინასა" და საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კმაყოფილია როგორც გუნდის წარმატებით, ასევე საკუთარი თამაშითაც.

"სეზონი კარგად დავიწყეთ. პირველი თამაში ყოველთვის მიჭირს ხოლმე და თან რთული შეხვედრა იყო, რადგან "იაგოდინა" სერბეთში ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ითვლება. ამიტომ უფრო მიხარია, სეზონი გამარჯვებით, გოლით და საგოლე გადაცემით რომ დავიწყე.

მატჩი კარგად დავიწყეთ, საწყის 30 წუთში მეტოქე საკმაოდ დავჩაგრეთ. 3-4 რეალური საგოლე მომენტი კი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მერე პენალტი გავიტანე.

მასპინძლებმა გაგვითანაბრეს და დაცვაში ჩაჯდნენ. მეტოქის კარისკენ მხოლოდ ჯარიმებითა და სტანდარტულებით მივიწევდით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე წესების დარღვევისთვის გვაჩერებდნენ, მაგრამ ერთ მომენტში კონტრშეტევაზე დავიჭირეთ, თავდასხმელი ერთი-ერთზე გავიყვანე და დავწინაურდით. გოლზე მეტად ეს საგოლე გადაცემა გამიხარდა", - გვითხრა მერებაშვილმა.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა