ტეპლიცეში გამართულ ჭაბუკთა "ევროპის თასზე" მარიამ ჭანტურიამ - ოქრო, სოფიო სომხიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა
ფოტოზე: სოფიო სომხიშვილი, მწვრთნელი კახა მოცრაძე და მარიამ ჭანტურია

ჩეხურ ტეპლიცეში ამ უქმეებზე ჩატარებულ ჭაბუკთა "ევროპის თასზე" საქართველოდან მხოლოდ გოგონების ნაკრები გამოდიოდა, რომელმაც წარმატებითაც იასპარეზა - 2 მედალი (თითო ოქრო და ბრინჯაო) მოიპოვა, რითაც საერთოგუნდურ ჩათვლაში მე-10, ხოლო ცალკე გოგონებში მეხუთე ადგილზე გავიდა. ჩემპიონი მარიამ ჭანტურია (63) გახდა, მესამეზე კი მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი გავიდა.

ჭაბუკებში ევროპის მესამეპრიზიორი ჭანტურია წლეულს ანტალიაშიც კარგად გამოვიდა, თუმცა მაშინ ბრინჯაო მოიპოვა, ახლა კი გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა. ცხადია - ჭიდაობის ხარისხიც, შედეგად კი ხუთიდან სამი შეხვედრა იპონით მოიგო.

ტეპლიცეში მან პირველივე შეხვედრა ძალიან ძლიერად ჩაატარა - გერმანელ მარაიკე რედიგს ჯერ ორი გდება გაუკეთა, ბოლოს კი პირდაპირ დააიპონა. უკრაინელი კარინა სარქისიანი ბევრად კი გაუძალიანდა, თუმცა წმინდა გდების და იპონისგან თავი მაინც ვერ დაიხსნა. სამაგიეროდ, ამ ხვედრს ბრიტანელი ემილი კოპერი გადაურჩა მეოთხედფინალში, ვისაც ჭანტურიამ ვაზარით მოუგო, ნახევარფინალში კი ქართველმა ძველებურად გაილაღა და ისევ წმინდა მოგება მიითვალა ლუქსემბურგელ ანეტა მოსრთან.

ფინალი შედარებით ფრთხილი გამოდგა გერმანელ ანაბელ ვინზიგთან და მსაჯმა გაფრთხილებებიც არიგა, მომგებიანი გდება კი ისევ ჭანტურიამ მიითვალა, რამაც ვაზარი და ოქროს მედალი მოუტანა.

ჭანტურიას მსგავსად, სომხიშვილიც ქართული ძიუდოს უახლოესი მომავლის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია და ისიც ამართლებს ამ იმედებს.

ამ ასაკში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ტეპლიცეში შარშანაც მესამე იყო, ამჯერად კი უკეთესი სინჯის მედლის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ნახევარფინალში თურქ მინე კალენდერთან მარცხი უფრო უიღბლობას ან, იქნებ, გამოუცდელობასაც უნდა დავაბრალოთ. სომხიშვილი ყველანაირად ჩაგრავდა მეტოქეს და ორი გაფრთხილებაც მიაღებინა. შეხვედრის მიმდინარეობა თურქს სულაც მოხსნას უქადდა, რადგან ჩვენი სპორტსმენი აქტიურად უტევდა და იქნებ სწორედ ეს იყო მისი შეცდომა - რაკი დრო იწურებოდა, აჯობებდა, შეტევებით არ გაერისკა დროის გაყვანაზე, ანგარიშის შენარჩუნებაზე ეჭიდავა. დასრულებამდე სულ რაღაც 3-4 წამი რჩებოდა, როცა კონტრილეთზე მოჰყვა - თურქმა კისრულით ვაზარზე დააგდო.

იქამდე ჩვენმა ლიდერმა ორი შეხვედრა მოიგო წმინდად, თუმცა საიპონე გდებამდე უნგრელ ჟილვია ფარკაშსაც და ესპანელ სარა კამპილო ფერნანდესსაც ორ-ორი ვაზარი აართვა. საბედნიეროდ, თურქთან წაგებამ ქართველი ვერ გატეხა და მისი ჯავრი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მეორე უნგრელ პეტრა ფარაგოზე იყარა - ვაზარი და იპონი.

მთლიანობაში, სომხიშვილმა ყველა მოგებულ შეხვედრაში ილეთები შეასრულა, რაც მისასალმებელი ფაქტია. მან სამი პაექრობა მოიგო და 8 გდება შეასრულა - 3 იპონი და 5 ვაზარი.

თუმცა უილეთოდ ჭიდაობას ქალებს ვერ დავაბრალებთ - ვერც ერთ ასაკში. პირიქით - ყველანი ძალიან ლამაზად და ტექნიკურად ჭიდაობენ. მაგალითად, სალომე ბლიაძე (48) უმედლოდ დარჩა, მაგრამ ერთ შეხვედრაში ჰაერში ისეთი მტკივნეული გაუკეთა მეტოქეს, თქვენი მოწონებული.

ამავე წონაში საკმაოდ კარგად გამოვიდა დებიუტანტი მარიამ გულედანიც, ვინც ორი შეხვედრა მოიგო.

ჩვენი გუნდიდან ტეპლიცეში მარიამ გურგულიანი, ეკატერინე ტატუნაშვილი (ორივე - 52), თინათინ რევაზიშვილი (57), ინდირა სილაგაძე (63) და სალომე მაყიშვილიც (+70) გამოდიოდნენ, თუმცა მედალოსნების შემდეგ, შედარებით წარმატებით რევაზიშვილი გამოვიდა.

მან ჯგუფში სამი შეხვედრა წმინდად მოიგო - ავსტრიელ სარა შმორანცსა და თურქ ჰაბიბე აფიონლუს ერთნაირი ანგარიშით აჯობა: ვაზარის შემდეგ დააიპონა, ბრიტანელ დარციე ჰანკოკს კი ვაზარი გაუქვითა და მესამე იპონი მიითვალა. რევაზიშვილი მეოთხედფინალში გერმანელ კაროლინე ფრიტზესთან ასევე წმინდად დამარცხდა და სანუგეშოში კი გადაერთო, მაგრამ პირველივე ბრძოლა წააგო ბელგიელ მანონ ლეხსარლისთან. ჩვენებური საბოლოოდ მეცხრეზე გავიდა.

მთლიანობაში, ტეპლიცეში გამოჩნდა, რომ ქალთა ძიუდოში კარგი თაობა მოდის, თუმცა იქვე მათი ნაკლიც ცხადად დავინახეთ - გამოუცდელობა, რასაც ხშირი სატურნირო პრაქტიკა უშველის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია
ონანას ისევ "მანჩესტერში" უნდა, "იუნაიტედს" აღარ - კამერუნელი ინგლისურ გრანდს დაემშვიდობება
ისევ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "ალვერკას" ადვილად მოუგო
ავტობუსს, რომლითაც "მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრები "უემბლიზე" მიდიოდნენ, ცეცხლი გაუჩნდა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტიდან" უნდა წავიდეს - მერსონმა ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მატჩი, რომელიც გულიაშვილმა და "რასინგმა" სწრაფად უნდა დაივიწყონ
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ბრაიტონთან" მატჩში?
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა
სუპერ-ლიპარტელიანი! - ინტერვიუ გია თენაძესთან
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები დიორში გადახალისებული გუნდით გამოვა
რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: კაპანაძის ვერცხლით დავიწყეთ
ჩემპიონთა დუეტი - რას ჰყვებიან ოლიმპიური ფესტივალის გმირი გოგონები
ევროპის ჩემპიონატი. III დღე: 3 ქართველი ძიუდოისტი ოქროსთვის, ხოლო 2 ბრინჯაოსთვის იბრძოლებს!
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
თუშიშვილი VS ტასოევის ფინალის მოლოდინში - მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე დღეს ორი ქართველის მოლოდინში
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ვერცხლს წაგებები მოჰყვა
ქართველი ძიუდოისტი გოგონების ტრიუმფი მსოფლიოს თასზე!
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: შორეულ ჩილეში, ნაცნობი მეტოქეები
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]