საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. VI ტური
რკინიგზაზე მატარებელი როგორ მოძრაობს, ყველას გვინახავს, მაგრამ გიორგი დევდარიანის ხელში უკვე "დაფრინავს" კიდეც.

ხუმრობა იქით იყოს და, თბილისის "ლოკომოტივი" შეუჩერებელი გამოდგა ქობულეთის "შუქურასთვისაც". თბილისურმა კლუბმა ბოლო ორ შეხვედრაში 10 გოლი (ზედიზედ ორი 5:0!) გაიტანა და შესანიშნავი შედეგიანობის გარდა, აზრიანი და ლამაზი ფეხბურთითაც ასიამოვნა გულშემატკივარი.

დევდარიანს საქმის კეთების საშუალება ისევ რომ მიეცა, მისმა დღევანდელმა "ლოკომოტივმა" 13 წლის წინანდელი "თბილისი" გაგვახსენა. კარგი იქნება, თუ ასეც გაგრძელდება, რადგან ქართულ ფეხბურთს რაც შეიძლება მეტი ძლიერი გუნდი სჭირდება. "ლოკომოტივის" მაგალითზე ასეთი კონტურები აშკარად გამოიკვეთა...

დისკვალიფიკაციის გამო თამაშს ქობულეთელთა ორი მოთამაშე ტოვებდა - ბორის მახარაძე და შერმადინ ართმელაძე. მასპინძელთა შორის პირველად ითამაშა უზბეკეთის ნაკრების ყოფილმა წევრმა, 31 წლის ალექსეი კლეცკოვმა (10 მატჩი, 3 გოლი).

უდანაკარგოდ არც სტუმრები იყვნენ - დისკვალიფიცირებული დავით სამურკასოვის გარდა, არ უთამაშია ტრავმირებულ გეგა დიასამიძესაც.

უფრო მეტი, ვიდრე 8 გუნდმა...

მათ არყოფნაში კი ირაკლი სიხარულიძემ სეზონში მესამე დუბლი შეასრულა (სულ 6 გოლი). მას არც მამია გავაშელიშვილი ჩამორჩა, რომელმაც წინა ტურის ჰეთ-თრიკს ახლა დუბლიც მოაყოლა და ბომბარდირთა დავაში 5 გოლით მეორე ადგილზეა. ამ ორმა შემტევმა ერთად უფრო მეტი გაიტანა, ვიდრე 8 გუნდმა.

ერთი გოლი გაიტანა ნოდარ ქავთარაძემ და თან დაახლოებით ისეთი, მარკო ვან ბასტენმა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საბჭოთა კავშირს რომ შეუგდო.

რატი და ვატო

აღსანიშნავია რატი არდაზიშვილის თამაშიც. ამ 19 წლის ბიჭმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ის მხოლოდ ორი საგოლე გადაცემის გამო დაგვამახსოვრდა. კარგი ტექნიკა, სწრაფი აზროვნება, თამაშის ხედვა და მომენტის შექმნის ნიჭიც გამოარჩევს.

ორი სიტყვით ვატო არველაძეზეც (რევაზ არველაძის ვაჟი). შეცვლაზე შესულმა 19 წლის ტექნიკურმა ფეხბურთელმა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. ცხადია, ის ჯერ "ჭყინტია", ძალისმიერ ორთაბრძოლებში ჯერაც მოიკოჭლებს, მაგრამ ბოლო ერთ წელიწადში აშკარად გაიზარდა და ასე თუ გააგრძელა, ქართული ფეხბურთი კარგ ცენტრალურ ნახევარმცველს შეიძენს.

საერთოდ, ამ "ლოკომოტივს" ნახევარდაცვის სწრაფი და აზრიანი თამაში გამოარჩევს და ამაში თავისი წვლილი საყრდენად გადაკვალიფიცირებულ ნიკა ჭანტურიას მიუძღვის, ბოლოს და ბოლოს, მომჯობინდა და ნიჭს გასაქანს აძლევს.

წაგების მიუხედავად, ქობულეთელებსაც ჰყავდათ ფეხბურთელი, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა - ირაკლი კლიმიაშვილი, ვინც მეკარე რამდენჯერმე სერიოზულად შეაწუხა. მაგრამ ხომ გაგიგონიათ - მარტო კაცი ჭამაშიც ბრალიაო...

მატჩის სტენოგრამა

8' - კუტალიამ გადაცემა ჩაჭრა, კარისკენ მთელი სისწრაფით დაიძრა, შორეულ კუთხეში დაარტყა და მიზანს მცირედით ააცილა.

12' - გოლი! რეხვიაშვილმა გადაცემა ჩაჭრა, სამ მცველს ეფექტურად გასცდა და მეკარესთან პირისპირ დატოვა სიხარულიძე, რომელმაც შანსი გოლად აქცია - 0:1.

14' - არდაზიშვილმა შორეული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა გავაშელიშვილი, რომელმაც "მოჭრილი" დარტყმით მიზანს ოდნავ ააცილა.

20' - კლიმიაშვილმა ჯარიმა კარში "ჩაახვია" და ქურდაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

23' - ისევ კლიმიაშვილი! შორიდან მის უძლიერეს დარტყმას ისევ ქურდაძე იგერიებს.

30' - გოლი! ქავთარაძის კუთხური. სიხარულიძე თავით კარის წინ გავაშელიშვილს უგდებს ბურთს და 0:2!

38' - კლიმიაშვილის კუთხური. კარისკენ წასული ბურთი ძელს ხვდება. "ლოკომოტივი" გადარჩა.

42' - უსწრაფეს შეტევას სიხარულიძე აგვირგვინებდა, მაგრამ მეკარე ჯიოევს ვერ აჯობა, ხოლო დამატებაზე ქავთარაძემ ხელსაყრელი შანსი დაკარგა.

52' - სიხარულიძემ მცველს აართვა ბურთი და მეკარესთან პირისპირ დატოვა გავაშელიშვილი, რომლის დარტყმულზე ჯიოევმა საოცარი რეაქცია გამოავლინა.

55' - გოლი! მეორე ტაიმში შანსი გამოიყენა ქავთარაძემაც, ვინც ჭანტურიასგან მიიღო უგრძესი პასი და ულამაზესი დარტყმით ქობულეთელები კიდევ ერთხელ დაამწუხრა - 0:3!

63' - არდაზიშვილი მეკარესთან პირისპირ ტოვებს სიხარულიძეს, რომელიც შანსით ვერ სარგებლობს.

83' - გოლი! არდაზიშვილმა კიდევ ერთხელ დატოვა მეკარესთან პირისპირ სიხარულიძე, რომელმაც დუბლი მიითვალა - 0:4!

87' - ისევ არდაზიშვილი! მისი გამჭოლი გადაცემა საჯარიმოში და კიდევ ერთი დუბლი - ამჯერად, გავაშელიშვილისგან - 0:5!

ეროვნული ლიგა. VI ტური

08.04. ქობულეთი. "ჩელე არენა"

შუქურა-ლოკომოტივი 0:5

გოლები: 0:1 სიხარულიძე (12. რეხვიაშვილის პასით), 0:2 გავაშელიშვილი (30. სიხარულიძის პასით), 0:3 ქავთარაძე (55), 0:4 სიხარულიძე (83. არდაზიშვილის პასით), 0:5 გავაშელიშვილი (87. არდაზიშვილის პასით)

შუქურა: ჯიოევი - ჩაჩუა, გოგიტიძე (65. მალაზონია), კალანდაძე, მამულაშვილი (69. ცეცხლაძე) - ჟეფინიო, გურული (82. ჭანუყვაძე) - კლეცკოვი, კლიმიაშვილი, საბაძე - კუტალია.

სათადარიგოები: ი. სტურუა, არქანია, ჭეჭელაშვილი

მწვრთნელი: გია გურული

ლოკომოტივი: ქურდაძე - თ. ღონღაძე (60. ჩიტეიშვილი), ხიდეშელი, რეხვიაშვილი, უბილავა - ნ. ჭანტურია - ნ. ქავთარაძე (71. გაბაძე), გავაშელიშვილი, არდაზიშვილი, კიკნაძე (58. არველაძე) - სიხარულიძე.

სათადარიგოები: თევდორაძე, ბუღრიძე, არველაძე, თომაშვილი

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილებები: ღონღაძე (50), არდაზიშვილი (59), გოგიტიძე (61), რეხვიაშვილი (65)

არბიტრი: ჯ. ხორავა.

მომდევნო ტური

12 აპრილი

ლოკომოტივი-დილა

13 აპრილი

კოლხეთი-სამტრედია

დინამო (თბ)-შუქურა

საბურთალო-დინამო (ბთ)

ტორპედო-ჩიხურა.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 6

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 5

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 4

გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3

ნ. საბანაძე (ტორპედო) 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

loco loco
ქურდაძე კარგი მეკარეა მაგრამ ლოკომოტივისგან თევდორაძე არ იმსახურებდა ზამენას, მეკარე რო გაგაქაჩინებს ამდენს და მერე უბრალოდ ზამენაზე სვავ უაზროდ თეხავს, არ აფასებენ ფეხბურთელებს :(
giorgi
ალბათ თევდორაძის თამაშები არ გინახავთ ლოკოში თორემ ეგრე ნაგდათ არ იტყოდი
kinki
ქურდაძე ბევრად კარგი და პერსპექტიული მეკარეა ამ დროს ლევან და დამსახურებულად ზის თევდორაძე ზამენის სკამზე :)
Levani
Bravo lokomotivi!!! Samcuxaroa tevdoradzis nairi mekare ro skamze zis bolo turebia . Ert erti sauketesoa chempionatshi !!!
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
მამია გავაშელიშვილი "სამგურალში" გადავიდა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
ნოდარ ქავთარაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
რატი არდაზიშვილს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ნოდარ ქავთარაძე "მეზოკოვეშდის" ფეხბურთელი გახდა
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
მამია გავაშელიშვილმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა [VIDEO]
ლოკომოტივი-დილა 3:3 - თამაში, რომელმაც ფეხბურთი გაგვახსენა [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
ვატო არველაძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა და ვარჯიშს შეუდგა
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
ვატო არველაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს
საჩხერის "ჩიხურა" ევროპა ლიგამდე ნახევარმცველით გაძლიერდა
არდაზიშვილმა "რუხთან" კონტრაქტი გააფორმა და კლუბის დირექტორი აქებს
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის ეროვნულ ლიგაში
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "დინამომ" ამსტერდამის "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ვატო არველაძე: ვეცდები შოთაზე უფრო მაგარი გავხდე
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ნოდარ ქავთარაძე: "გაბალა" არაა ის გუნდი, რომელსაც "დინამო" ვერ მოუგებს
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ვატო არველაძე საბა კვირკველიას თანაგუნდელი გახდა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ვატო არველაძემ თურქეთის თასზე გოლი გაიტანა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური: "ლოკომოტივი" "საბურთალოსთან" დამარცხდა [VIDEO]
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება