პიპიტა ამბობს, რომ იტალიაში თამაში უფრო ძნელია, ვიდრე ესპანეთში
სეზონი გადამწყვეტ ფაზაშია შესული, "იუვენტუსს" კი წინ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელოდება. ტურინული გრანდი სამი ტურნირის მოსაგებად იბრძვის და შეუძლია ტრიპლეტი შეასრულოს. ბრწყინვალე ფორმაშია 29 წლის არგენტინელი ფორვარდი გონსალო იგუაინი, რომელმაც ჯერ იტალიის თასზე შეასრულა დუბლი "ნაპოლისთან", შემდეგ კი ორი გოლი "კიევოსაც" გაუტანა სერია A-ში.

ექსრეალელი "ბარსელონასთან" მატჩს კარგი განწყობით ხვდება, მის საინტერესო ინტერვიუს კი ქვემოთ გაეცნობით...

- თქვენი ტრანსფერი "ნაპოლიდან" "იუვენტუსში" ჯერ კიდევ აქტუალურია. რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ტურინში გადაბარგდით?

- ნეაპოლში დაუვიწყარი წლები გავატარე, რის შემდეგაც ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. ჩემთვის სასურველი იყო შედარებით მშვიდ ქალაქში ცხოვრება და ამასთან, ისეთ გუნდში თამაში, რომელიც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. ამ დროს გამოჩნდა "იუვენტუსის" ვარიანტი და ბევრი აღარ მიფიქრია. აქამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არასდროს მინანია მიღებული გადაწყვეტილება და ბედნიერი ვარ, რომ დღეს "იუვენტუსში" ვასპარეზობ.

- რა არის მთავარი განსხვავება "იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის?

- მოვხვდი გუნდში, სადაც გამარჯვებულის მენტალიტეტია დამიკვიდრებული. "იუვენტუსში" ყველამ იცის, რომ თითოეულ შეხვედრაში და თითოეულ ტურნირზე მხოლოდ გამარჯვებაა მიზანი. ტურინში გავიცანი ძალიან კარგი ხალხი, რომლებიც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. ეს არის ერთი დიდი მანქანა, რომელიც მოგებაზეა დაგეშილი.

- რით განსხვავდება იტალიური ფეხბურთი ესპანურისგან?

- ესპანეთში უფრო გახსნილი თამაშია და ამიტომ ბევრი გოლიც გადის. "იუვენტუსი" ობიექტურად ყველაზე ძლიერი იტალიური გუნდია, მაგრამ იშვიათად რომ დიდი ანგარიშით მოვიგოთ. მიზეზი მარტივია: აქ თამაში ძალიან რთულია, რადგან სერია A-ს ყველა გუნდი ორგანიზებულად დგას დაცვაში და ტაქტიკურად კარგად არის განსწავლული. მეტოქის საჯარიმოში თავისუფალი სივრცეების მოძებნა ძალიან რთულია. ამიტომ ფორვარდებს იტალიაში განსაკუთრებით უჭირთ. შემიძლია ვთქვა, რომ იტალიაში თამაში უფრო რთულია, ვიდრე ესპანეთში.

- როგორი განწყობა გაქვთ "ბარსელონასთან" მატჩის წინ?

- საბრძოლო და ოპტიმისტური. კარგად მესმის, რომ ჩვენ წინააღმდეგ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი ითამაშებს, მაგრამ "იუვენტუსს" ნებისმიერი ბარიერის გადალახვა შეუძლია. "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის უმთავრესი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ კატალონიელები შევაჩეროთ. მთავარია საკუთარი თავის რწმენა და ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე.

- არადა, დიდი იყო იმის შანსი, რომ "ბარსელონას" ნაცვლად, მეოთხედფინალში პსჟ-სთან გეთამაშათ...

- პარიზში "ბარსას" ცუდი დღე ჰქონდა, რაც აღარ მგონია, რომ გამეორდეს. ლუის ენრიკემ და მისმა გუნდმა დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთული ვითარებიდან შეუძლიათ გამოსვლა. ვერავინ იფიქრებდა, თუ პსჟ ასეთ ფორას გაანიავებდა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რაც მოხდა. ამიტომ ბრძოლა გრძელდება არა 90 წუთის, არამედ 180 წუთის განმავლობაში.

- ხომ არ გაქვთ იმის შიში, რომ რა ანგარიშითაც უნდა მოუგოთ "ბარსელონას" საკუთარ მოედანზე, საპასუხო შეხვედრაში მეტოქე ერთით მეტს გაგიტანთ?

- არა, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. შეიძლება "ბარსელონას" მოუგო ოთხი ბურთის სხვაობით და გამოვარდე ტურნირიდან, მაგრამ შეიძლება შინ ფრედ დაასრულო შეხვედრა და "კამპ ნოუზე" მოიგო. ეს ფეხბურთია, რომელიც ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკუთარ კედლებში სასურველ შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ შემდეგ ესპანეთში გაძლებაზე ვიყოთ. თამაშია საჭირო ორივე შეხვედრაში და არა გაძლება.

- რა არის "ბარსელონას" ძლიერი მხარე?

- რა თქმა უნდა, თავდასხმა. ჩემი აზრით, "ბარსელონას" საუკეთესო შეტევა ჰყავს მსოფლიოში. ლიონელ მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი მოედანზე სასწაულებს სჩადიან. ჩვენს დაცვას დიდი ჯაფა დაადგება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "იუვეს" კოზირი უძლიერესი უკანა ხაზია.

- 2015 წელს "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგო. მზადაა გუნდი, რომ ეს შედეგი გააუმჯობესოს?

- სწორედ იმიტომ მოვედი "იუვენტუსში", რომ დიდი ოცნება ავიხდინოთ და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე გამარჯვება ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. რაც მთავარია, ჩვენ გვყავს ის გუნდი, რომელსაც ამ მიზნის მიღწევა ხელეწიფება.

- "იუვეს" აქვს შანსი, რომ ტრიპლეტი შეასრულოს?

- როდესაც ვამბობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი ოცნებაა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკუდეტოს ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ. "იუვენტუსს" შეუძლია ზედიზედ მეექვსედ გახდეს ჩემპიონი, რაც აქამდე არავის გაუკეთებია და ეს ისტორიული შანსია. ბუნებრივია, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არავის უნდა. ამასთან, ჩვენ შეგვიძლია ზედიზედ მესამედ მოვიგოთ იტალიის თასი, რაც ასევე მიუღწეველია აქამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წავაგეთ, არავინ მელაპარაკებოდა. იცით, მესიმ რა გააკეთა?" - გონსალო იგუაინი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა