რასელ უესტბრუკი სეზონში 42-ე სამმაგი დუბლამდე ავიდა
რასელ უესტბრუკი ზედიზედ ორ მატჩში ვერ ახერხებდა სამმაგი დუბლის შესრულებას, მაგრამ მესამე ცდაზე შეძლო ფენომენალური რეკორდის დამყარება - 42 სამმაგი დუბლი ერთ სეზონში, რაც აქამდე არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია.

"ოკლაჰომას" ლიდერმა ეს შეძლო "დენვერთან" მატჩში. უესტბრუკი ორმაგ დუბლამდე მალე მივიდა, მეათე შედეგიანი გადაცემა კი საფინალო სირენამდე დაახლოებით ხუთი წუთით ადრე შეასრულა და ამის შემდეგ, მხოლოდ ქულების დაგროვებით იყო დაკავებული.

"ოკლაჰომა" ახლოს იყო წაგებასთან - სამი წუთით ადრე ათი ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ უესტბრუკმა იზრუნა თამაშის გადარჩენაზე. თავისი გუნდის ბოლო 13 ქულა სწორედ მან ჩააგდო, რაც მთავარია, სირენასთან ერთად დაახლოებით ცხრა მეტრიდან ბაზერ-ბიტერი მოათავსა კალათში და თავის გუნდს ერთი ქულით მოაგებინა - 106:105.

უესტბრუკმა შეხვედრა 50 ქულით, 16 მოხსნითა და 10 შედეგიანი პასით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ სეზონში სამმაგი დუბლების რაოდენობით წინა რეკორდი ოსკარ რობერტსონს ეკუთვნოდა - 41 ტრიპლ-დაბლი 1961-62 წლების სეზონში.

გუშინდელი სამმაგი დუბლი კარიერაში 79-ე იყო 28 წლის კალათბურთელისთვის. ამ მაჩვენებლით უესტბრუკი ყველა დროის სიაში სუფთა მეოთხე ადგილზე გადავიდა - გაუსწრო უილტ ჩემბერლენს (78). ოკლაჰომელზე წინ არიან მხოლოდ ჯეისონ კიდი (107 სამმაგი), მეჯიქ ჯონსონი (138) და ოსკარ რობერტსონი (181).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რეგულარული: ჰარდენი "ხიპიშობს", "დალასმა" "მილუოკის" 18-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
ჯა მორანტი - გვერდით, ლეგენდებთან?
NBA. რეგულარული: ჰარდენსა და უესტბრუკს ვერ აჩერებენ [VIDEO]
NBA. რეგულარული: ბითაძის 8 წუთი, ჰარდენის 59 ქულა და სტეფ კარის მძიმე ტრავმა [VIDEO]
NBA. რეგულარული: დონჩიჩის მორიგი მიღწევა, მხსნელი ლებრონი და უიღბლო უესტრბუკი [VIDEO]
NBA. რეგულარული: ლოს-ანჯელესში "კლიპერსმა" იმარჯვა, "უორიორსი" "ჰიუსტონს" მოერია [VIDEO]