"საბურთალო" მსაჯებით უკმაყოფილოა
"საბურთალომ" VI ტურში საჩხერის "ჩიხურასთან" ზესტაფონში 1:2 წააგო. საინტერესოა, რომ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი მკვეთრი სათაურით - "საბურთალო" ზესტაფონში მსაჯების "დახმარებით" დამარცხდა".

- ჩიხურა-საბურთალო 2:1 - ვინც მოითმენს, ის მოიგებსო... [VIDEO]

"ჩვენ მსაჯებისკენ ხელის გაშვერა არ გვჩვევია, მიზეზებს საკუთარ თავში ვეძებთ ხოლმე, მაგრამ დღეს გამონაკლისის სახით ვიტყვით, რადგან მსაჯებსა და მსაჯობას გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით - ნაწილობრივ სწორედ მათი "დამსახურებაა", რომ "საბურთალო" "ჩიხურასთან" დამარცხდა.

ვიდეოგამეორებაც არ სჭირდება იმ ეპიზოდს, როცა მე-5 წუთზე მასპინძელი შოთა კაშია სიჩქარეაკრეფილ გიორგი ხარაიშვილს ფეხში ურტყამს და საჯარიმოში აქცევს. რატომღაც, იქვე ახლოს მყოფმა არბიტრმა ბაკურ ნინუამ პენალტი არ დანიშნა...

ჩვენი კლუბის სასარგებლოდ ნინუამ თავი შეიკავა მატჩის მიწურულს საჩხერელთა საჯარიმოს ხაზთან მეტოქის დაჯარიმებისგან, როცა ხარაიშვილი ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა წააქცია...

შეუცდომელი არავინაა, მაგრამ სამწუხაროა, რომ მსაჯმა, რაც უნდა შეცდომა დაუშვას, არ ისჯება. ფეხბურთელის, მწვრთნელის, ხელმძღვანელის ან კლუბის დაჯარიმება კი უმალ ხდება", - ვკითხულობთ წერილში.

"ლელო" კომენტარისთვის "საბურთალოს" აღმასრულებელ დირექტორ კახა კაშიას დაუკავშირდა.

"მუდმივად ლაპარაკობენ, რომ "საბურთალო" განსაკუთრებულ პირობებშია. მაგალითად, ბევრი ქილიკობდა, რომ "შევარდენთან" სათასო მატჩში ცნობილი დარღვევის გამო გათამაშებიდან არავინ მოგვხსნიდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ჩვენ შეცდომა ვაღიარეთ...

რაც შეეხება "ჩიხურასთან" შეხვედრას, კონკრეტულ ეპიზოდებზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მიმაჩნია, რომ რამდენჯერმე არბიტრი შეცდა.

ამისგან დაზღვეული არავინაა და მეც კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ნინუა ტენდენციური იყო, რადგან ბოლო დროს ამ მხრივ მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორდა. მსაჯებს შეცდომები ან უნებლიეთ მოსდით, ან მიზეზი კვალიფიკაციის ნაკლებობაა.

ხარისხის ამაღლება აუცილებელია, რადგან დიდწილად ამაზეა დამოკიდებული საქართველოს ჩემპიონატის დონე", - ამბობს კახა კაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kolxa
ეხლა ნახეტ საბურტალოს როგორ დაეხმარებიან .
nukri
გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო.საბურთალო კაცო?
gortan rato ar amoige xmaa
gors ro waartvit 3 qula is rogor iyo.. mashin sad iyavii>>>????? gaixsene da uyure pirs sharshan samtredia ro gigebdat da mere dzalit ro gaatanines 2 goli da plius penali ar daudes samtredias... uchirda mashin saburtalos vardebodaa kargad maxsovs.. mashin sad iyaviii>>>???
v
სამაგიეროდ დილასთან მატჩში საბურთალოს კარში არ დანიშნეს პენალტი და ორი ქულა აჩუქეს, მაშინ რატომ არ აპროტესტებდნენ?
dila
ეგრეა როცა აგებ, თავი ხოუნდა იმართლო, დილასთან არ დადებული პენალტი და არ ჩათვლილი გოლი ხო სამართლიანი იყო?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სერბი მწვრთნელი და გადახალისებული გუნდი - "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი სიახლეებს ახმოვანებს
კახა კაშია: ევროტურნირებზე ერთმატჩიანი თამაშები დადებითი კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ
კახა კაშია: "საბურთალო" ესპანეთში ცსკა-სა და "ზენიტს" შეხვდება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
კახა კაშია "საბურთალოს" დაემშვიდობა
U19. ბურსასფორი-საბურთალო 0:1 - რაც ყაზახმა არბიტრმა იკადრა... [VIDEO]
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
უეფას ახალგაზრდული ლიგა: საბურთალო ბურსასფორს დაუწყვილდა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"