13 მარტს ქართველი მოკრივე სპორტის სასახლეში პოლონელ მარიუშ სენდროვსკის შეებრძოლება
პროფესიონალი ქართველი მორკივე - ავთანდილ ხურციძე უკრაინიდან 9 მარტს კიევი-თბილისის რეისით 17:30 წუთზე საქართველოში ჩამოფრინდა და აეროპორტში დამხვედრ ჟურნალისტებს გაესაუბრა. ხურციძესთან ერთად ჩამოვიდა, მისი მთავარი მწვრთნელი ანდრეი სინეპოპოვი და სხვა მომსახურე პერსონალი.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს ავთანდილ ხურციძე სპორტის სასახლეში საერთაშორისო კრივის ორგანიზაცია IBO-ს ვერსიით, საშუალო წონით კატეგორიში მსოფლიოს ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებელ ორთაბრძოლას პოლონელ მარიუშ სენდროვსკისთან გამართავს. შეხვედრის ორგანიზატორები უკრანიული საპრომოუტერო კომპანია - Elite Boxing Promotion-ი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა.

13 მარტს სპორტის სასახლეში ორთაბრძოლები 20:00 საათზე დაიწყება და ჯამში სულ 6 დაპირისპირება შედგება. მთავარი ხურციძე-სენდროვსკის დაპირისპირება კი 22:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით იქნება.

ავთანდილ ხურციძე:"თბილისში გაორმაგებული პასუხისმგებლობის გრძნობით ჩამოვედი, რადგან ჩხუბი ქართველი გულშემატკივრის თვალწინ მომიწევს. მეტოქე შესწავლილი მყავს, როგორც ყველა სხვა კონკურენტი, ისიც ჩემზე მაღალია, გრძელი ხელები აქვს და ტექნიკურია, თუმცა მჯერა, რომ გავიმარჯვებ. ამ ორთაბრძოლისთვის სამი თვეა, რაც ვემზადები, კარგ ფორმაში ვარ და წარმატების იმედიც მაქვს."

ანდრეი სინეპოპოვი (ხურციძის პირადი მწვრთნელი):"ავთო ბრძოლის უმაღლეს დონეზე ჩასატარებლად მზადაა. ქართველი გულშემატკივრების თვალწინ, საჩემპიონო ქამარი აუცილებლად უნდა მოიპოვოს. მას აქვს არანორმალურად შემტევი პოტენციალი. შეუძლია, მეტოქე მუდმივად საშინელი ზეწოლის ქვეშ ჰყავდეს. მაგრამ თუ რინგზე აგრესიულია, რინგს მიღმა აბსოლუტურად მშვიდი და კეთილი ადამიანი ხდება. ძალიან ძლიერი სპორტსმენია და ამას კვირას კიდევ ერთხელ დავინახავთ."

ავთანდილ ხურციძის მონაწილეობით 13 მარტს გასამართ კრივზე დასასწრები ბილეთები სპორტის სასახლის სალაროებში 11:00-18:00 საათამდე უკვე იყიდება.

ფასი 5, 7, 10, 12, 15, 20, 30 ლარია.

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე