საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ირაკლი სიხარულიძე და მამია გავაშელიშვილი თავიანთი შთამბეჭდავი შედეგიანი სერიის გაგრძელებას
დღეს, 12 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VII ტური ერთი მატჩით გაიხსნება, რომელშიც სატურნირო ცხრილის ლიდერი თბილისის "ლოკომოტივი" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გორის "დილას" უმასპინძლებს.

ტურის კიდევ ოთხი შეხვედრა 13 აპრილს ჩატარდება.

ლოკომოტივი-დილა

ჩემპიონატის ლიდერი რომ უპირისპირდება ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდს, ასეთ შემთხვევაში, ფავორიტის სტატუსიც, რაღა თქმა უნდა, სწორედაც ლიდერს უნდა ჰქონდეს! მით უფრო, რომ "ლოკომოტივი" ამ ტურს სამმატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება, მაშინ, როცა "დილამ" თავისი პირველი (და, ამასთან - უკანასკნელი) მატჩი თითქმის ერთი თვის წინ მოიგო.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ეროვნულ ლიგაში ყველაზე შედეგიანი გუნდი "ლოკომოტივია", მაშინ, როცა "დილას" (ისე, როგორც - "სამტრედიას") ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გატანილი. თუმცა, უკვე რამდენჯერ აღვნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ, რომ მიმდინარე სეზონში პროგნოზის გაკეთება, ფაქტობრივად, ნებისმიერი მატჩის წინ კარგავს აზრს!

არადა, ერთი შეხედვით, მასპინძელთა შანსები ბევრად მეტი უნდა იყოს: გიორგი დევდარიანის დამოძღვრილმა "ლოკომოტივმა" ხომ ბოლო ორი გასვლითი მატჩი ერთნაირი და, რაც მთავარია, შთამბეჭდავი ანგარიშით (5:0) მოიგო.

ჰოდა, როგორ გინდა ასეთი "ტემპაკრეფილი" გუნდის შეჩერება, მით უფრო, რომ "დილას" თავკაცი, ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ერთადერთი უცხოელი სპეციალისტი ივ ზარიე (ისრაელი) კვლავაც ოპტიმალური შემადგენლობის ძიების პროცესშია.

სხვათა შორის, რაც სეზონი დაიწყო, "დილას" ძირითადი შემადგენლობა, ფაქტობრივად, ყველა მატჩში იცვლება და დიდი ალბათობით, წინა ტურის მატჩისგან განსხვავებით, გორელთა გუნდში ამჯერადაც რამდენიმე გადაადგილება უნდა ვიხილოთ.

სხვა საქმეა, თუ რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ძირითადი შემადგენლობის უკვე ტრადიციად ქცეული ეს როტაცია და ეს ყველაფერი უშუალოდ მატჩის მსვლელობისას გაირკვევა.

თუმცა, ლიდერისა და ერთ-ერთი აუტსაიდერის მატჩს სხვა ინტრიგაც ახლავს: მართლაც საინტერესოა, შეძლებენ თუ არა მასპინძელთა ფორვარდები, ირაკლი სიხარულიძე და მამია გავაშელიშვილი თავიანთი შთამბეჭდავი შედეგიანი სერიის გაგრძელებას: პირველმა მათგანმა ბოლო ორ ტურში ზედიზედ ორი "დუბლი" შეასრულა, მეორემ კი - ჰეთ-თრიკი და "დუბლი"!..

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. VII ტური

12 აპრილი

თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 16:00

ლოკომოტივი-დილა

ურთიერთშეხვედრები

25: +14 =7 -4, 34-14

დისკვალიფიკაცია

რომარიკ ეტუ (დილა)

13 აპრილი

ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00

კოლხეთი-სამტრედია

ურთიერთშეხვედრები

33: +16 =8 -9, 52-33

დისკვალიფიკაცია

გიორგი ბუხაიძე (კოლხეთი)

თბილისი. "დინამო არენა". 16:00

დინამო (თბ)-შუქურა

ურთიერთშეხვედრები

6: +5 =1 -0, 13-2

თბილისი. "მიხეილ მესხი". 18:00

საბურთალო-დინამო (ბთ)

ურთიერთშეხვედრები

4: +1 =1 -2, 3-4

დისკვალიფიკაცია

თორნიკე თარხნიშვილი (დინამო ბთ)

ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 20:00

ტორპედო-ჩიხურა

ურთიერთშეხვედრები

14: +3 =5 -6, 13:19

დისკვალიფიკაცია

შოთა კაშია (ჩიხურა).

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 6

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 5

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 4

გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3

ნ. საბანაძე (ტორპედო) 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Jango
გოგი ქუთაისელი რა ვთქვი არასწორი? ფრინავდა დღეს ლოკომოტივი? თუ მატჩი მოიგო? დამთავრდა მათი ტრენდი 22-ში კი გასვლა სამტრედიაში აქვთ,არა მგონია იქედან 3 კი არა 1 ქულაც წამოიღონ.
გოგი ქუთაისელი
ჟანგო კარგი ანალიტიკოსი ხარ!
jangos
ლოკომოტივს საუკეთესო შემადგენლობა ყავს უმაღლეს ლიგაში საუკეთესო დაცვა ღონღაძე ჭანტურია რეხვიაშვილი უბილავა. + ზამენაზე ხიდეშელი და თომაშვილი ყავს ნახევარდაცვაში დიასამიძე ნოდარ ქავთარაძე კომახიძე ყველა ნიჭიერი ბიჭია და ფორვარდებსაც მომენტს თუ შეუქმნი გამტანები არიან ამიტომ ლოკოს პირველი ადგილი ლოგიკურია და ნაღდად არაა გასაკვირი :)
Jango
კარგი რა გია , რეებს წერს. ლოკომიტივის ეს ფრენა იგივეა რაც ახალგადმოსული "მერანი"-ს ფრენა იყო და მერე უცბად მიუჩინეს ადგილი. დილასთან თუ არა შემდეგ მეტოქესთან დაეწყება ლოკოს გრძელვადიანი წარუმატებელი სერია, ეს როგორც კანონი და აქსიომა გამოწერილია მათთვის.
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
მამია გავაშელიშვილი "სამგურალში" გადავიდა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
მამია გავაშელიშვილმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გუნდისთვის ეროვნულ ლიგაში
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება