დღეს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VII ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება
დღეს, 13 აპრილს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის VII ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება.

დღის პირველი თამაში ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ჩატარდება, სადაც 14:00 სთ-ზე ერთმანეთს ფოთის "კოლხეთი" და "სამტრედია" დაუპირისპირდებიან. 16:00 სთ-ზე თბილისის "დინამო" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს, ხოლო 18:00 სთ-ზე "მიხეილ მესხზე" "საბურთალოსა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრა დაიწყება. ტური 20:00 სთ-ზე, ქუთაისში "ტორპედოსა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირებით დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, რაც სავსებით მოსალოდნელია, თბილისის "დინამო" მიმდინარე ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველად გალიდერდება.

შეგახსენებთ, რომ ტური წინა დღეს, თბილისის "ლოკომოტივისა" და გორის "დილას" მატჩით გაიხსნა.

- ლოკომოტივი-დილა 3:3 - თამაში, რომელმაც ფეხბურთი გაგვახსენა [VIDEO]

კოლხეთი-სამტრედია

ამ ჩემპიონატში თუ რომელიმე გუნდ(ებ)ზე ითქმის, არასტაბილურად ასპარეზობსო, სწორედ "კოლხეთი" და "სამტრედიაა"! არადა, წინა, გარდამავალ ჩემპიონატში ხომ სწორედ ეს ორი გუნდი გვთავაზობდა ლამის ყოველ ტურში სასიამოვნო სიურპრიზს.

შეგახსენებთ, რომ ერთობ მოკრძალებული ადამიანური თუ ფინანსური რესურსის მქონე "კოლხეთს" სულ ცოტა დააკლდა "ბრინჯაოს პლეი ოფში" მონაწილეობის მისაღებად, "სამტრედია" კი სულაც ჩემპიონი გახდა და თავის ისტორიაში პირველად დაეუფლა ოქროს მედლებს.

თუმცა, ამ ახალ სეზონში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე გუნდი არასტაბილურად ასპარეზობს და ამის ნათელი დადასტურებაა სატურნირო ცხრილიც: ათგუნდიან ჩემპიონატში მერვე-მეცხრე ადგილებზე ყოფნა ნამდვილად არ უნდა აკმაყოფილებდეთ "კოლხეთისა" თუ "სამტრედიის" გულშემატკივრებს.

განსაკუთრებით "სამტრედიის" წარუმატებელი ასპარეზობაა მოულოდნელი, თუმცა მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობა ამ სეზონის დაწყების წინ იმდენად გადახალისდა, რომ შეთამაშების პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქტუალურიც უნდა ყოფილიყო...

ამ გუნდებს შორის ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში "კოლხეთს" კი აქვს უპირატესობა, მაგრამ ლამის უკვე მარადიულ "დევნილობაში" მყოფი ფოთელთა გუნდი უკვე 7 წელიწადია ვერაფრით ახერხებს "სამტრედიის" დამარცხებას.

ეგ კი არა, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, "სამტრედიამ" ზედიზედ 4 მატჩი მოუგო გელა სანაიას დამოძღვრილ "კოლხეთს"...

დინამო (თბ)-შუქურა

ამ ტურის, ალბათ, ერთადერთი წყვილი, სადაც უნდა "გავბედოთ" და ერთ-ერთ გუნდს ფავორიტის სტატუსი მივანიჭოთ! თანაც, ამ შემთხვევაში არც მეტოქეთა შორის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაა აქტუალური და არც ამ გუნდების წარსული: ახალ სეზონში ხომ ერთადერთი მოუგებელი გუნდი "შუქურაა", მაშინ როცა თბილისის "დინამომ" მართლაც მშვენიერი სერია შესთავაზა თავის ერთგულ ქომაგებს და ზედიზედ 3 მოგებით მეორე ადგილზე აღზევდა!

ისე, ცოტა არ იყოს, უცნაურადაც გვეჩვენება ის ფაქტი, როცა თბილისის "დინამოს" ზედიზედ სამ მოგებაზე ვამახვილებთ ყურადღებას. მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინათ ამბობდნენ - ჩვენს "დინამოს" ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლაო!..

მაგრამ ამ ერთ თვეში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ერთმანეთზე ურთულესი სამი მატჩის მოგების შემდეგ კახა კაჭარავას გუნდს ახლა უკვე სულ სხვა ამბიცია გაუჩნდა.

რაც შეეხება "შუქურას", ამ გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებელი სერია, გარკვეულწილად, საკადრო პრობლემებითაც უნდა ავხსნათ: წამყვანი ფეხბურთელების ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო ქობულთელთა გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გურულს, ფაქტობრივად, ყველა მატჩში უხდება ძირითად შემადგენლობაში იძულებითი კორექტივების შეტანა.

არადა, "შუქურამ" სეზონი მშვენივრად დაიწყო: სტუმრადაც ფრედ ითამაშა ჩემპიონ "სამტრედიასთან" და საკუთარ მოედანზეც - თასის მფლობელ "ტორპედოსთან"; თუმცა, ამას მოჰყვა ზედიზედ ოთხი მარცხი და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "შუქურას" ფეხბურთელები ლამის ყოველ მატჩში იღებენ წითელ ბარათს...

საბურთალო-დინამო (ბთ)

ეროვნული ლიგის არაპროგნოზირებადობის მშვენიერი მაგალითია ეს წყვილიც: აბა, როგორ შეიძლება ამ სეზონის ორი უკომპრომისო გუნდის პაექრობის წინ რომელიმეს უპირატესობა მივანიჭოთ? მოგეხსენებათ, რომ "საბურთალოსაც" და ბათუმის "დინამოსაც" მიმდინარე სეზონში არც ერთი მატჩი ფრედ არ დაუმთავრებიათ.

ეგ კი არა, მეტოქეები VII ტურამდე, ფაქტობრივად, იდენტური მაჩვენებლებით მოვიდნენ: ორივე გუნდს სამ-სამი მოგება და ასევე სამ-სამი წაგება აქვს და მხოლოდ ბურთების სხვაობაშია მცირე "ცდომილება".

თუმცა, განმასხვავებელი ფაქტორებიც არსებობს: ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი ძალზე იშვიათად მიმართავს თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს და ამჯერად მხოლოდ ერთი ფეხბურთელის, დისკვალიფიცირებული თორნიკე თარხნიშვილის უმტკივნეულოდ შეცვლა უნდა იყოს მისი უმთავრესი პრობლემა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მის კოლეგაზე: "საბურთალოს" ამ სეზონში ხომ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით!

ამიტომაც არის, თბილისური გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ფაქტობრივად, ყოველ მატჩში რომ უწევს სხვადასხვა შემადგენლობის გამოყვანაც და ამას გარდა, ცალკეული ფეხბურთელებისათვის ამპლუების შეცვლაც.

საკადრო პრობლემები კი "საბურთალოს" განსაკუთრებით უკანა ხაზში აქვს და ესეც იყო იმის მიზეზი, გუნდმა ბოლო ორი მატჩი რომ წააგო; თანაც, ამ ორივე შეხვედრაში "საბურთალო" ხსნიდა ანგარიშს, მაგრამ უპირატესობა ვერც ერთხელ ვერ შეინარჩუნა...

ტორპედო-ჩიხურა

VII ტურს კი "იმერული დერბი" დაასრულებს, ამ ტურის, უდავოდ, ცენტრალური მატჩი! არაერთხელ გვითქვამს, რომ მიმდინარე სეზონში სწორედ "ჩიხურა" მიგვაჩნია ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად და სხვათა შორის, "ტორპედოზეც" იმავეს ვამტკიცებდით ჩემპიონატის დაწყების წინ.

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ძალიან ადრეა ამა თუ იმ გუნდის საჩემპიონო შანსებზე საუბარი, თუმცა, ის კი ფაქტია, რომ ეროვნულ ლიგაში ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურას" და მისი ახალგაზრდა კოლეგის, კახა ჩხეტიანის დამოძღვრილ "ტორპედოს" ჰყავს.

ანუ ამ ორივე მწვრთნელს, ეროვნულ ლიგაში მომუშავე, ფაქტობრივად, ყველა სხვა კოლეგისაგან განსხვავებით, უპრობლემოდ (გნებავთ - უმტკივნეულოდ) შეუძლია თავისი გუნდის ძირითადი შემადგენლობის როტაცია. გრძელი სათადარიგოთა სკამი კი, ისეთი მარათონული ტურნირის, როგორიც ეროვნული ლიგის წლევანდელი გათამაშებაა, სერიოზული პლუსი უნდა იყოს.

პირველი ტური იყო, "ტორპედო" სტუმრად რომ დამარცხდა "საბურთალოსთან" და მას შემდეგ ქუთათურთა გუნდი დაუმარცხებელია; აი, "ჩიხურას" კი მცირე ჩავარდნა ჰქონდა, როცა ზედიზედ ორი მატჩი წააგო, მაგრამ ბოლო ტურში მოპოვებულმა გამარჯვებამ საჩხერელთა გუნდი იქ დააბრუნა, სადაც ვვარაუდობდით - ზედა სამეულში!

ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო 5 მატჩი "ჩიხურას" გამარჯვებით მთავრდებოდა. ვნახოთ, შეძლებს თუ არა "ტორპედო" ამ ნავსიანი სერიის შეწყვეტას...

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. VII ტური

13 აპრილი

ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00

კოლხეთი-სამტრედია

ურთიერთშეხვედრები

33: +16 =8 -9, 52-33

დისკვალიფიკაცია

გიორგი ბუხაიძე (კოლხეთი)

თბილისი. "დინამო არენა". 16:00

დინამო (თბ)-შუქურა

ურთიერთშეხვედრები

6: +5 =1 -0, 13-2

თბილისი. "მიხეილ მესხი". 18:00

საბურთალო-დინამო (ბთ)

ურთიერთშეხვედრები

4: +1 =1 -2, 3-4

დისკვალიფიკაცია

თორნიკე თარხნიშვილი (დინამო ბთ)

ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 20:00

ტორპედო-ჩიხურა

ურთიერთშეხვედრები

14: +3 =5 -6, 13:19

დისკვალიფიკაცია

შოთა კაშია (ჩიხურა).

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 4

გ. ჯანელიძე (კოლხეთი) 3

ნ. საბანაძე (ტორპედო) 3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩიხურა
მე მარტო ჩიხურის მოგება მინდა.და ასეც იქნება
Jango
მსურს ტორპედო-ჩიხურას ფრე დინამო თბ წაგება საბურთალო- დინამო ბთ ფრე სამტრედიას მოგება :)
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე