მთავარია, როგორ თამაშობ არა ფეხით ან ხელით, არამედ ტვინით
დინო ძოფმა კომენტარი გააკეთა "იუვენტუსისა" და "ბარსელონას" გუშინწინდელ მატჩზე, რომელიც ტურინულმა გრანდმა 3:0 მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ...

ცხადია, ყველას თვალწინ გვაქვს ბოლო მაგალითი, როცა "ბარსამ" ფანტასტიკური შემობრუნებით (რასაც "ქამბექს" ვეძახით ხოლმე) შეძლო გზიდან პსჟ-ის ჩამოცილება - პარიზული 0:4-ის შემდეგ "კამპ ნოუზე" 6:1 გაიმარჯვა და "იუვენტუსს" გადაეყარა...

ერთი შეხედვით, "ბარსას" თავდასხმას წინ ვერაფერი დაუდგება, თუმცა უკვე არაერთხელ გამოჩნდა, რომ მთლად ასეც არ არის საქმე - "იუვემდე" კატალონიური გრანდი პირწმინდად დამარცხდა (0:2) "მალაგასთანაც".

დღევანდელი "ბლაუგრანა" ხასიათის გუნდად იქცა და როდის "აფეთქდება", კაცმა არ იცის. თუმცა "იუვენტუსთან" 4:0, 5:1 თუ 6:1 ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება.

ამ თემაზე საინტერესო უნდა იყოს მრავლისმნახველი დინო ძოფის მოსაზრებები. მსოფლიოსა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ "გოლთან" ინტერვიუში თქვა, რომ არ ელოდება "იუვენტუსის" გავარდნას.

"რა თქმა უნდა, "იუვეს" სამწვრთნელო შტაბი კარგად გააანალიზებს "ბარსელონასა" და პსჟ-ის იმ თამაშს. თუმცა მე პირადად, აბსოლუტურად გამოვრიცხავ მოვლენების იმგვარად განვითარებას, რაც პარიზელებს დაემართათ. ნურავის ეწყინება, მაგრამ "იუვენტუსი" მაინც სხვა არის, სულ სხვა წრთობა და ცოდნა აქვს ამგვარი თამაშების გამარჯვებამდე მიყვანაში, ვიდრე პსჟ-ს. ეს ისტორიითა და ტრადიციებითაც მოდის... ამიტომ დარწმუნებული ვარ, "ბარსელონა" ტურინულ გრანდთან დიდ "ქამბექს" ვერასოდეს მოახერხებს", - ამბობს ძოფი.

2015 წელს "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ბერლინურ ფინალში "იუვენტუსს" 3:1 მოუგო. ძოფი ოდნავადაც არ აკნინებს ლუის ენრიკეს გუნდის ღირსებებს: "ის ახლაც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია მსოფლიოში.

კი ბატონო, ვეთანხმები მოსაზრებას, რომ "ბარსას" ზოგიერთი ფეხბურთელი დღეს აღარ არის ისეთ ფორმაში, როგორც წინა წლებში იყო, მაგრამ ამ გუნდს შეტევა ძველებურად დიდებული აქვს და ეს ნებისმიერი დაცვისთვის სერიოზული თავსატეხია. ასევე, ჩვენ ვხედავთ იმასაც, 2015 წლის ფინალის შემდეგ "იუვენტუსმა" გაცილებით მეტი გამოცდილება დააგროვა, უფრო დაბრძენდა, უფრო აიმაღლა კლასი თუნდაც გონსალო იგუაინის შეძენით... ერთი სიტყვით, ალეგრის გუნდი ჩვენ თვალწინ გაიზარდა".

ძოფი "იუვენტუსის" ლეგენდაცაა. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი "ბებერი ქალბატონის" კარს 1972-83 წლებში იცავდა. ის მიიჩნევს, რომ დღევანდელი "იუვე", მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინდივიდუალისტი ჰყავს, მაინც გუნდურობით ფასობს და ეს არის სწორედ ის კოზირი, რომლის გაჭრა "ბარსას" ძალიან, ძალიან გაუჭირდება.

"როცა ვლაპარაკობთ დღევანდელ "იუვენტუსზე", ის უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი და არა - როგორც მაღალი დონის ინდივიდუალისტების ჯგუფი. და ეს ორგანიზმი ყალიბდებოდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შესაბამისად, ძალიან ძნელი იქნება ამ ერთიანობის მორყევა", - მიიჩნევს ძოფი.

ბევრი არაფერი შეცვლილა...

შემდეგ მისგან მეკარეების შეფასებითაც დაინტერესდნენ. რა თქმა უნდა, ძოფმა შეაქო "ბარსას" კარის დარაჯი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, თუმცა იქვე დასძინა, რომ მისი თანამემამულე ჯანლუიჯი ბუფონი, ჯერჯერობით, მსოფლიოს ნომერი პირველი გოლკიპერია.

თემის გაგრძელებად, დაისვა კითხვა იმის თაობაზეც, თუ რა შეიცვალა მეკარეთა მოქმედებაში მას მერე, რაც 1983 წელს ძოფი ფეხბურთიდან წავიდა. ცნობილია, რომ დღეს მეკარეთა როლი გაზრდილია და ხშირად ისინი ბოლო მცველის ფუნქციასაც ასრულებენ.

"ბევრჯერ ვყოფილვარ ამგვარ სიტუაციებში და ეს ყოველთვის მსიამოვნებდა. მეკარე აუცილებლად უნდა იყოს ჩართული თამაშის რიტმში, უნდა უკეთ გრძნობდეს სიტუაციას... ასე რომ, დაცვის მაღალი ზღუდე არასოდეს მაშინებდა. მიმაჩნია, რომ წარსულთან შედარებით, დღევანდელი სამეკარეო სკოლა ბევრი არაფრით განსხვავდება. მთავარია, როგორ თამაშობ არა ფეხით ან ხელით, არამედ - ტვინით".

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს დღეს ჰყავს იგივე ბუფონი, მანუელ ნოიერი, ახლო წარსულშიც იყო არაერთი გამორჩეული მეკარე. ამ ამპლუის ერთადერთ მოთამაშედ, ვისაც "ოქრო ბურთი" აქვს მოგებული, საბჭოური ფეხბურთის ლეგენდა ლევ იაშინი რჩება. ძოფი ვარაუდობს, რომ ამ მიღწევას თვალსაწიერ მომავალში ვერავინ გაიმეორებს:

"ხშირ შემთხვევაში, მეკარე შეიძლება უფრო გადამწყვეტიც იყოს გუნდისთვის, ვიდრე ფორვარდი. მაგრამ ფეხბურთში მთავარი გოლია და როცა უყურებ მესის, რონალდოს, იბრაჰიმოვიჩს... გესმის, რომ ძალიან ძნელია, მეკარემაც ასეთი სიამოვნება მიანიჭოს ხალხს, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ მეკარეც შეიძლება დიდი გამარჯვების შემოქმედი გახდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
burusa-ს თუ შენ თვლი, რომ 6-1 ბარსამ მოიგო, თანაც 3 წუთში, ფეხბურთს ნუღარ უყურებ! უბრალოდ დაბრმავებულები ხართ ამ გუნდი ფანები და თავს იტყუილებთ!!!
burusa
არაფერი ფანტასტიკა არაა! თუ იუვემ მოახერხა და მოიგო 3-0 რატომ არ შეიძლება იგივე გააკეთოს ბარსამ? ეს ხომ ბარსელონაა და არა საშუალო დონის გუნდი!
sabonis
გეთანხმებით ფანტასტიკაა, მარა....არა 100% აი 90% მგონია მაინც.DD

ანგარიში ჩაიწერა ისტორიაში ბარსელონა-პსჟ 6-1 მაგრამ ბარსელონას მოაგებინეს.
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გააგრძელა
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო
75 წლის დინო ძოფი - ინტერვიუ ლეგენდარულ მეკარესთან
მეკარეები, რომლებიც "ოქროს ბურთისთვის" იბრძოდნენ
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘᓡ ᓧᓕᓔᓚᓐ ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: ᓛᓐᓢᓩᓔᓑᓘ, ᓠᓝᓛᓔᓚᓗᓐᓪ ᓥᓕᓔᓧᓜᓔᓑᓘᓡ ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐ ᓨᓔᓪᓕᓐᓚᓔᓡ
ალექსანდრე მეტრეველი: უიმბლდონის ფინალისთვის ჰონორარი არ მიმიღია
ჯანლუიჯი ბუფონი და სხვები - დიდი სკოლა და რთული არჩევანი
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ნოიერმა "ბაიერნში" შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
ფეხბურთის ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშე
France Football-მა ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
იტალიელ მეკარეთა "მშრალი სერიების" ათეული - რეკორდსმენი ბუფონი
World Soccer-მა მსოფლიოს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ნოიერი "ბაიერთან" კონტრაქტს 1 წლით გაახანგრძლივებს
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
დინო ძოფი: "იუვენტუსი" ამ სეზონში "რეალზე" უკეთესია