"გუდისონ პარკზე" 1:1-ს შემდეგ "ბირმინგემმა" გასავარდნთა ზონას თავი დააღწია.

"გუდისონ პარკზე" 1:1-ს შემდეგ "ბირმინგემმა" გასავარდნთა ზონას თავი დააღწია. სტუმრებმა ანგარიში მე-17 წუთზე ჟან ბიუსეჟურის თავურით გახსნეს. ამ ეპიზოდში ლივერპულელთა მეკარე ტიმ ჰოვარდი, რომელიც ცოტა წინ იყო გამოსული, გადახტა, შეძლებისდაგვარად გაიჭიმა და ბურთს თითები შეახო კიდეც, მაგრამ მისი შეჩერება ვერ შეძლო. "ევერტონმა" წონასწორობა პირველი ტაიმის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე აღადგინა. ჯონ ჰეიტინგას გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა, თუმცა ჰოლანდიელამდე ბურთი იმიტომ მივიდა, რომ ბირმინგემელმა მცველმა ჩაწოდების შემდეგ მისი უსაფრთხოდ მოგერიება ვერ მოახერხა. ჰეიტინგა საჯარიმოს გარეთ, შუაში იდგა და შემოხაზული ნახევარწრიდან მარჯვება მაღალ კუთხეში ჩაახვია. შესვენების შემდეგ გოლის გამტანს უფრო "ევერტონი" ჰგავდა, მაგრამ ალექს მაკლიშის "ქარლინგის თასის" მფლობელი გუნდი მაგრად დადგა და ცხრილში მე-17 ადგილზე ავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასავარდნთა სამეულში ახლა "ვესტ ჰემია".

იმედია თემიდან წამიერ გადახვევას გვაპატიებთ, მაგრამ "ქარლინგის" თასი ვახსენეთ და... ხომ გახსოვთ, ამ თასის ფინალში "ბირმინგემმა" ვინ დაამარცხა? "არსენალი"! არსენ ვენგერის გუნდისთვის მართლაც არ აქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშება, მთავარია შეხვედრა გადამწყვეტი იყოს და ყველასთან წააგებს, "ბირმინგემთანაც" და "ბარსელონასთანაც".

თუმცა, მოდი "მეთოფეებს" თავი დავანებოთ და "გუდისონ პარკზე" დავბრუნდეთ, სადაც მასპინძელთა შემადგენლობაში დაშავებული ფილ ნევილის ნაცვლად კაპიტნის სამკლავური მიკელ არტეტას ეკეთა. არტეტა, რომელიც, სხვათაშორის, "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, შეხვედრის დასაწყისშივე, მე-9 წუთზე დაშავდა და სიმუს კოულმენით შეცვალეს. პრესკონფერენციაზე "ევერტონის" თავკაც დევიდ მოიესს უპირველეს ყოვლისა სწორედ ესპანელის ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხეს.

"ჯერ ვერაფერს ვიტყვი. დეტალური გამოკვლევის გარეშე ორთავა კუნთის ტრავმას ჰგავს, თუმცა უფრო ზუსტად მერე გაირკვევა" — უპასუხა მოიესმა, რომელმაც არტეტა კაპიტნად ბევრ სხვა მიზეზთან ერთად იმიტომაც დანიშნა, რომ "ნიუკასლთან" 2:1 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. მწვრთნელის აზრით, "ბირმინგემთან" ვერ მოგება მნიშვნელოვანწილად, სწორედ ამ ნახევარმცველის დაშავებით იყო განპირობებული.

"არტეტას მოედნიდან გასვლამ შემოქმედებითი მხარე მოგვაკლო. ის მოედანს რომ სტოვებდა მივხვდი, "ბირმინგემის" დამარცხება ძალიან გაგვიჭირდებოდა. საბოლოოდ გული დამწყდა. რასაკვირველია, კარგად არ გვითამაშია, მაგრამ რამდენიმე მომენტი მაინც შევქმენით და რომ მოგვეგო კარგი იქნებოდა".

მოიესისგან განსხვავებით, ბირმინგემელთა თავკაცი ალექს მაკლიში კმაყოფილი ბრძანდებოდა: "ჩვენ თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და გავხსენით კიდეც ანგარიში, მაგრამ შემდეგ ჩემი ფეხბურთელები მოდუნდნენ. მეორე ტაიმში ცდა არ დავაკელით, თუმცა ორი პასი ვერ გადავაბით ერთმანეთს. რას იზამ, ხანდახან ულამაზო ფეხბურთითაც უნდა მიაღწიო წარმატებას".

ზემოთ ვახსენეთ, რომ მე-9 წუთზე ფეხბურთელის იძულებით შეცვლა მოუხდათ მასპინძლებს, მაგრამ ბედის ირონიით, სტუმრებსაც მაშინ მოუწიათ დაშავებული ფეხბურთელის მოედნიდან გაყვანა და ეს ორი ეპიზოდი ერთმანეთთან კავშირში არ ყოფილა.

"დევიდ ბენტლი მატჩის წინა მოთელვის შემდეგვე მოვიდა და გვითხრა, რომ საზარდული ტკიოდა, მაგრამ მაინც ეგონა რომ თამაშს შეძლებდა. სამწუხაროდ, მისი დევიდ მერფით შეცვლა მალევე დაგვჭირდა".

9. ევერტონი 29 8 13 8 38-38 37

17. ბირმინგემი 28 6 13 9 27-39 31

ილია ბაბუნაშვილი

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა