ტულის "არსენალის" 27 წლის მცველი მოედანს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ ვარჯიში განაახლა და, დიდი ალბათობით, მოედანს უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება.

27 წლის მცველი ტულის "არსენალში" წლეულს გადავიდა. გრიგალავამ კვიპროსის სუპერლიგის ახნას "ეთნიკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და რუსეთის პრემიერლიგის მკვიდრთან 1,5-წლიანი ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით გააფორმა.

მაგრამ მოსამზადებელ ეტაპზე ქართველი მძიმედ დაშავდა - თურქულ შეკრებაზე ტულელები სლოვენიის "მარიბორს" შეხვდნენ. "არსენალის" ვებგვერდის ცნობით, გუნდის ახალწვეული, რომელიც მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, "მეთოფეთა" სათამაშო სტილში კარგად ჩაეწერა, შეტევებშიც აქტიურად და თამამად ერთვებოდა, მაგრამ 54-ე წუთზე კუნთი გაუწყდა და შესაცვლელი გახდა.

მკურნალობის პროცესი იმდენ ხანს გაგრძელდა, გრიგალავას ახალ გუნდში ერთი ოფიციალური შეხვედრაც არ ჩაუტარებია.

"არსენალის" პრესსამსახურის ცნობით, გრიგალავა საერთო ჯგუფს 4 აპრილს დაუბრუნდა, გროზნოს "ტერეკთან" 8 აპრილის მატჩისთვისაც ემზადებოდა და უახლოეს პერიოდში მოედანზე მის დაბრუნებასაც ამიტომ ვარაუდობენ.

"გრიგალავამ და მაქსიმოვმა რეაბილიტაცია დაასრულეს. ისინი ნოვოგორსკში, მოსკოვის "დინამოს" ბაზაზე მკურნალობდნენ, რისთვისაც მოსკოველ კოლეგებს მადლობას ვუხდი...

ბუნებრივია, რომ მათ ფორმის აღსადგენად გარკვეული დრო დასჭირდებათ, თუმცა გრიგალავასა და მაქსიმოვის იმედი უახლოეს თამაშებში უნდა გვქონდეს", - ამბობს "არსენალის" ექიმი ალექსანდრ რეზეპოვი.

ცხადია, გრიგალავას მომჯობინება საქართველოს ნაკრებისთვისაც კარგი ამბავია, რადგან რუსებს ნორმალური დონის ჩემპიონატი აქვთ და ასეთ ტურნირში ბევრი ქართველი არ თამაშობს.

რაც შეეხება "არსენალს", პირველი წრის შემდეგ ტულის გუნდი ბოლო ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ სეზონის განახლების შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზე დაწინაურდა, რაც ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედს უტოვებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
"სამი ქართული გუნდიდან" ერთ-ერთი გავვარდება - რუსეთში რეგლამენტი შეიცვალა
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ხვიჩას "რუბინის" საოცარი ქამბექი და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ზურიკო ფორმაში შედის! ქართველმა შემტევმა "ზენიტს" გაუტანა [VIDEO]
გრიგალავამ ძიუბას გასაქანი არ მისცა, მისმა გუნდმა კი "ზენიტი" გამოაგდო
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
გრიგალავა: მაკედონიასთან გულშემატკივართა მხარდაჭერა დაგვაკლდა
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
გრიგალავა მოედნიდან გააძევეს - "როტორი" პრემიერლიგიდან
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ