ფერგიუსონი არ უარყოფს, რომ ამიერიდან პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა მის გუნდსა და "არსენალს" შორის დუელს დაემსგავსება
სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულთან" ცუდად ითამაშა და "ენფილდ როუდზე" განცდილ მარცხს (3:1) არანაირი გამართლება არ აქვს. "იუნაიტედის" თავკაცმა არ უარყო, რომ ამიერიდან პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა მის გუნდსა და "არსენალს" შორის დუელს დაემსგავსება.

"ლივერპულში წაგების გამო თავის გამართლებას არ ვცდილობ. მასპინძლებმა გვაჯობეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან იმ დონეზე, რომელსაც მე ვითხოვ და, ყალბი თავმდაბლობის გარეშე რომ გითხრათ, ჩვეულებრივ ვთამაშობთ კიდეც, "ენფილდ როუდზე" აშკარად ვერ ვითამაშეთ", - თქვა სერ ალექსმა.

დღეს, პრემიერლიგის ცხრილში "არსენალი" "იუნაიტედს" 3 ქულით ჩამორჩება და თან ერთი მატჩით ნაკლებიც აქვს ნათამაშები. ბედის ირონიით, ეს გუნდები შაბათს ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალშიც ხვდებიან ერთმანეთს. თამაში მანჩესტერში, "ოლდ ტრეფორდზე" გაიმართება.

ფერგიუსონი ვარაუდობს, რომ შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, როდესაც არსენ ვენგერის გუნდი ფორმიდან ამოვარდა და სეზონის ბოლო მონაკვეთი ჩააგდო, წლეულს სხვა სურათის მოწმენი ვიქნებით:

"შარშან, თებერვალ-მარტის პერიოდში, "მეთოფეებმა" ტემპი დაკარგეს და ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. ასე დავრჩით მთავარ კონკურენტებად "ჩელსი" და ჩვენ. გეხსომებათ, "ორი ცხენის დოღი" საბოლოოდ ერთადერთ ქულიანი უპირატესობით "ჩელსიმ" მოიგო. ვფიქრობ, მიმომხილველთა უმეტესობა წლეულსაც რაღაც ამდაგვარს ელის. მათ ჰგონიათ, რომ "ჩელსის", "ტოტენჰემის" და "მანჩესტერ სიტის" კონკურენცია "არსენალს" კვლავ "ჩაკლავს", მაგრამ არსენ ვენგერი და მისი ფეხბურთელები მიმდინარე სეზონში აშკარად სხვა გუნებაზე არიან და ჩვენთვის ყველაზე მეტ ხიფათს შეიცავენ. ვფიქრობ, თუკი ვინმეს შეუძლია ჩვენი გეგმების ჩაშლა, ეს უპირველეს ყოვლისა "არსენალია". ვატყობ, რომ ის მეტოქეობა, რომელიც ჩვენს გუნდებს შორის რამდენიმე წლის წინ იყო, აღდგა და იმაშიც დარწმუნებული გახლავართ, რომ თავად "არსენალიც" თავის ყველაზე დიდ კონკურენტად ჩვენ აღგვიქვამს."

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ალექს ფერგიუსონის პირველი პრეს-კონფერენცია მას მერე, რაც მან "მანჩესტერ იუნაიტედის" საკლუბო ტელევიზიის ეთერით მსაჯი მარტინ ატკინსონი გააკრიტიკა და ამის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დასჯა დაუპირა. ფერგიუსონი "ჩელსისა" და "იუნაიტედის" გამოტოვებულ შეხვედრაში (ლონდონელებმა მოიგეს 2:1) ატკინსონის მსაჯობით უკმაყოფილო გახლდათ.

ასოციაციას ჯერ კიდევ არ დაუთქვამს ფერგიუსონის საქმის განხილვის ვადა. მოგეხსენებათ, "იუნაიტედის" თავკაცს ჯერ კიდევ შარშანდელი სასჯელი აწევს - ორთამაშიანი პირობითი დისკვალიფიკაცია დამოკლეს მახვილივით ჰკიდია, რასაც, ატკინსონის კრიტიკის გამო შეიძლება კიდევ ორი თამაშიც დაემატოს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა