დეშამმა შეცდომა დავუშვიო

ბევრს უკვე დაავიწყდა კიდეც, რომ ტურის "იუვენტუსში" ფაბიო კვალიარელა ირიცხება. 28 წლის ფორვარდმა იანვარში მიიღო ტრავმა და მას შემდეგ მოედანზე აღარც გამოჩენილა. "იუვენტუსის" კრიზისი სწორედ 2011 წლიდან დაიწყო - ტურინული გრანდი პირველივე შეხვედრაში განადგურდა საკუთარ მოედანზე "პარმასთან" და მას შემდეგ უამრავი ქულა დაკარგა. შედეგად, "ბიანკონერი" მეშვიდე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩება. გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან კლუბის მესვეურთა სატრანსფერო პოლიტიკით და არც გაემტყუნებათ, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "იუვეს" ძირითად შემადგენლობაში საუკეთესო წლებისგან და ფორმისგან შორს მყოფი ლუკა ტონი ირჯება. კვალიარელა რომ არ დაშავებულიყო, "იუვე" ალბათ არ იქნებოდა ასეთ მძიმე მდგომარეობაში, რადგან სეზონის პირველ ეტაპზე სწორედ ფაბიო გახლდათ გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა. ტრავმა მეტად მძიმე გამოდგა და დიაგნოზიც შესაბამისი დაისვა: სეზონის ბოლომდე უქმობა. თუმცა, გუშინ იტალიურმა სპორტულმა პრესამ საინტერესო და "იუვეს" გულშემატკივართათვის განსაკუთრებულად სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა - კვალიარელას მკურნალობის პროცესი დაგეგმილზე უფრო სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, ფაბიო აპრილის შუა რიცხვებში დაუბრუნდეს მოედანს. ამ საკითხზე თავად ფეხბურთელი საუბრობს:

"მძიმე ტრავმა არასდროს მიმიღია, ოპერაცია კი სულაც პირველად გავიკეთე. ჯანმრთელი ორგანიზმი მაქვს და როგორც ჩანს, ჩემი სწრაფად გამოჯანმრთელების პროცესში ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა. მომენატრა ვარჯიში, თამაში და ჩემი თანაგუნდელები, რომლებსაც იშვიათად ვნახულობ. თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ და პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ ამ სეზონში რამდენიმე თამაშს ჩავატარებ. ამის გაცნობიერება დიდ სტიმულს მაძლევს და ექიმების ყველა რჩევას ვითვალისწინებ".

კვალიარელამ "იუვენტუსის" კრიზისზეც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "კრიზისის რეალურ მიზეზებზე საუბარი ძალიან მიჭირს, რადგან იანვრიდან მოყოლებული გუნდის შიდა სამზარეულოში ფაქტობრივად არ ვარ ჩახედული. ჩემი საქმე მაქვს, ყოველდღიურად სარეაბილიტაციო კურსს გავდივარ და უბრალოდ არ მცალია იმისთვის, რომ ბაზაზე ხშირად ვიარო. ვერ გეტყვით რა დაემართათ ჩემს თანაგუნდელებს და ამდენი ქულა რატომ დაკარგეს. ვერავინ დამაჯერებს, რომ "ლეჩეს" და "ბოლონიას' რამით ჩამოვუარდებით - პირიქით, ასეთ მეტოქეებს ყოველმიზეზგარეშე უნდა ვამარცხებდეთ. არც ერთი გუნდის დაკნინება არ მსურს, მაგრამ როდესაც "იუვენტუსის" ამუნიცია გაცვია, ვალდებული ხარ ყველა მატჩში მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლო. მჯერა, კრიზისი მალე დაიძლევა და ცუდს უკან მოვიტოვებთ".

და მაინც, რამდენად რეალურია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება? - ამაზე კვალიარელას შემდეგი პოზიცია აქვს: "ამ კითხვაზე პასუხის გაცემის აზრს ვერ ვხედავ, რადგან ერთი ღმერთმა უწყის რომელ ადგილზე დავასრულებთ ჩემპიონატს. შემიძლია ვთქვა, რომ აუცილებლად შევალთ ოთხეულში, მაგრამ ეს არასერიოზული განცხადება იქნება. თითოეული მატჩისთვის სამი ქულის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო, ცხრილს კი ბოლოს ჩავხედოთ და ვნახოთ, რომელ ადგილს დავიკავებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სეზონი წარუმატებლად უნდა შეფასდეს, რადგან სკუდეტოსთვის ბრძოლას ადრევე გამოვეთიშეთ, ევროპის ლიგის გათამაშებაში კი ჯგუფურ ეტაპზე ჩავრჩით. გულშემატკივრებთან ვალში ვართ და ლიგის მიღმაც რომ დარჩეს "იუვე"', სხვაგან წასვლაზე ერთი წუთითაც არ ვიფიქრებ".

"იუვენტუსის" დატოვებას არც ალესანდრო მატრი აპირებს და მიიჩნევს, რომ კრიზისის დასაძლევად ერთი გამარჯვებაა საჭირო. ტურინულმა გრანდმა ბოლო სამი თამაში წააგო, რაც მართლაც რომ კატასტროფული შედეგია. მოვუსმინოთ მატრის: "ბევრი თვლის, რომ ბოლომდე არ ვიხარჯებით და ამის გამო ვკარგავთ ქულებს. ეს სრული სისულელეა და სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს და მასთან გამკლავებაა საჭირო. უნდა ვირწმუნოთ, რომ დიდი გამარჯვებების მოპოვება შეგვიძლია და თუ მოვინდომებთ, ნებისმიერ მეტოქეს დავამარცხებთ".

ამასობაში, დიდიე დეშამი გამოჩნდა იტალიურ პრესაში - გახსოვთ ალბათ, ერთი ხანობა ფრანგი "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი იყო, გუნდი სერია A-ში გადაიყვანა და ყველასათვის მოულოდნელად, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. კარგა ხანი საუბრობდნენ იმაზე, რომ დეშამი "იუვეს" მესვეურებმა გაათავისუფლეს, სინამდვილეში კი ეს ნაბიჯი თავად დიდიეს გადაუდგამს. მიზეზებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა: "მაშინ მეგონა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ შევცდი. ამას წინათ, "ლივერპულის" წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და შესაძლო თანამშრომლობაზე ჩამომიგდეს სიტყვა. მათი პირველი შეკითხვა ასეთი იყო: რატომ დატოვეთ "იუვენტუსი"? - ბევრის თვალში უკვე არასაიმედო პარტნიორი და მერყევი ადამიანი ვარ, რაც წინ არაერთხელ დამხვდა. არადა, ტურინიდან ჩემს აბარგებას საკმაოდ სერიოზული საფუძველი ჰქონდა - კლუბის მესვეურები ვერაფრით დავარწმუნე იმაში, რომ ჯობდა ორი-სამი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვეყიდა, ვიდრე შვიდი საშუალო შესაძლებლობების მოთამაშე. არსებითად განსხვავებული ხედვა გვქონდა და თანამშრომლობის გაგრძელების აზრი ვერ დავინახე. თუმცა, ჯობდა კიდევ ერთი წელი მაინც დავრჩენილიყავი, რომ ასეთი სახელი არ გამვარდნოდა. დღევანდელ "იუვენტუსს" ნამდვილი ვარსკვლავები აკლია, ის, რასაც ტურინში ყოფნისას აქტიურად ვითხოვდი".

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის