"ლივერპული" მცველი გუნდში კენი დალგლიშის მოსვლით გამოწვეულ სასიკეთო ცვლილებებზე საუბრობს
ინტერვიუ ჯეიმი კარაგერთან.

- რა შეცვალა კენი დალგლიშმა "ლივერპულში"? აშკარაა, რომ გუნდი ნელ-ნელა უბრუნდება ძველ ფორმას. რაშია საქმე?

- ბაზაზე მისი ყოფნაც კი უკვე საქმეა. გუნდში დალგლიშის გამოჩენამ ყველა გაახარა, გულშემატკივარიც და ჩვენც, ფეხბურთელებიც. ვფიქრობ, ვინ არის კენი დალგლიში ჩვენი კლუბისთვის ამის შეხსენება "ლივერპულის" ფანებისთვის ზედმეტი უნდა იყოს. მართალია, მისი ხელმძღვანელობით "უიგანთან" შინ ფრე ვითამაშეთ, მაგრამ მშვენივრად გამოვიყურებოდით და ტრიბუნებმა მას ეს იოლად აპატიეს. ასე რამდენიმე თვის წინ რომ მომხდარიყო, ხალხს სულ სხვა რეაქცია ექნებოდა.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კენის განსაკუთრებულობას. ამჟამად ჩვენში ზუსტად ის ხდება, რაც ბოლო ნახევარი წელიწადი ასე გვაკლდა - ერთ მუშტად ვიკვრებით. იმედია, მენეჯმენტი ჩვენს სულისკვეთებას ზაფხულზე აუცილებლად გაითვალისწინებს.

- მინდორზე "ლივერპული" აშკარად უფრო თავდაჯერებული და თავისუფალია...

- დიახ, ასეა. მაგრამ ჩვენი თავდაჯერება ჰაერიდან არ მოდის, ყველაფერი შედეგების დამსახურებაა. ბოლო ხანს პრესა და გულშემატკივარიც ჩვენს მხარეს არის. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა და მუშაობის სპეციფიკა აქვს. ჰოჯსონი, მაგალითად, ძალზე მოწესრიგებული და პედანტური კაცი იყო. მას უყვარდა, როცა მინდორზე მოთამაშეების თავდადებას, ბრძოლისუნარიანობას და მისი წესებით წარმართულ თამაშს ხედავდა. ასეთი მიდგომით მან შარშან "ფულჰემში" შედეგი მიიღო, მაგრამ ჩვენთვის ის არ აღმოჩნდა მისაღები.

კენი მოვიდა თუ არა, უმალ დაგვატყო ხელი. მან თამაშის განსხვავებული კულტურა დანერგა. დალგლიშს მოგვიანებით სტივ კლარკიც შეუერთდა და მასაც გარკვეული დრო დასჭირდა ჩვენთან შესაგუებლად. ახლა კი ყველაფერი იდეალურადაა. მათ საერთო ძალისხმევას აშკარად მოაქვს შედეგი.

- იყო თუ არა მომენტი ამ სეზონში, როცა "ლივერპულის" მომავალს ძალზე მუქ ფერებში ხედავდით?

- რაღა დაგიმალოთ და ასეთი ფიქრი ყოველ დღე მაწუხებდა. იყო პერიოდი სხვა რამეზე ვერც ვფიქრობდი. მე და სტივი (ჯერარდი. რედ) ძალზე ემოციური ადამიანები ვართ. ხანდახან ყველაზე უმნიშვნელო რაღაცებიც კი გვაღიზიანებს. მით უფრო, როცა იმ კლუბში ვთამაშობთ, რომლის საქმეები სულაც არ მიდის საუკეთესო გზით და ეს ჩვენს ცხოვრებაზეც აისახება. ბოლო 6 თვე შინაც კი არ მტოვებდა განცდები. ფანები, ოჯახი, სამეგობრო - ყველაზე აისახა ეს ნეგატიური გავლენა.

ამწუთას დაძაბულობა მოხსნილია, ფსიქოლოგიური წნეხი აღარ არის ისეთი აუტანელი და შესაბამისად ასპარეზობაც გვიიოლდება. ვიღაცებმა უკვე დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად უნდა ვიბრძოლოთ. მე კი ვამბობ, რომ ბედნიერი ვიქნები თუ ეს მოხდება, მაგრამ უფრო მეტად ის პროცესი მახარებს, რომ გამარჯვებათა გზებზე ვდგებით და უკვე შემიძლია სახლში მშვიდი სინდისით მისვლა.

- რამდენად სასიამოვნოა იმის წარმოდგენა, რომ გუნდს ცოტა ხანში შეეძლება თავდასხმაში ლუის სუარესისა და ენდი კეროლის დუეტს დაეყრდნოს?

- მოლოდინი დიდია და ჩვენს გულშემატკივართა შორის ამ შემთხვევაში გამონაკლისი ალბათ არც არსებობს. ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე ვიყავი როცა გავიგე, რომ ისინი ჩემი გუნდელები ხდებოდნენ. სუარესს დიდებული დებიუტი ჰქონდა. ის ძალზე მიზანმიმართული ბიჭია და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვის. როცა კეროლიც ჩადგება ფორმაში მათგან იდეალური დუეტი დადგება. წარმოიდგინეთ კეროლის გაბარიტები, მისი ნიჭი და სუარესის ტექნიკა - ძალიან გიჟური რამე გამოვა.

- როგორც თავის დროზე კიგანი და ტოშაკი, არა?

- დიახ, ეს "ლივერპულის" დიდებული ისტორია იყო და ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ მე მზერა მომავლისკენ მაქვს. თუკი ეს ბიჭები კლუბზე ისეთივე გავლენას მოახდენენ როგორც ძველებს გამოუვიდათ, ჩვენ ძალიან ბევრი რამე გამოგვივა.

- მიგაჩნიათ, რომ ტორესმა წასასვლელად იდეალური დრო შეარჩია?

- ვფიქრობ, რომ კენი დალგლიშს ფერნანდო ტორესთან მუშაობის დიდი სურვილი ჰქონდა, სხვა თუ არაფერი, მასზე დაყრდნობას ალბათ ზაფხულამდე მაინც გეგმავდა. უბრალოდ, რა არის, იცით? მეჩვენება, რომ ფერნანდო იმ სტადიამდე იყო მისული, როცა საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ სასწრაფოდ რაღაც უნდა შეეცვალა ცხოვრებაში. ვიცი, რომ ის ჩვენგან წასვლაზე ზაფხულზეც ფიქრობდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა.

ისე არ გამიგოთ თითქოს კრიტიკას ვცდილობდე ან რამე ცუდ ვფიქრობდე მასზე... არა, პირიქით, ისევ სიამოვნებით ვიხილავდი "ლივერპულში", რადგან მას შეეძლებოდა პრემიერლიგის ფინიშის სწორს ჩვენი დახმარება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო, მაგრამ ასე გადაწყვიტა და წავიდა. აშკარა იყო, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო სწყინდებოდა ჩვენთან. ახლა თუ არა ზაფხულზე მაინც დაგვტოვებდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა როდის მოხდებოდა ეს? რაც მოხდა, მოხდა. ახალ კლუბში წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენ კი "ლივერპულში" ჩვენი გზა გვაქვს.

ლევან ბიბილაშვილი

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
"ის ყველა დროის საუკეთესო ინგლისელი თავდამსხმელია" - უეინ რუნი
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს