სავარაუდოდ, მას "ნიუკასლი" შეუერთდება
"ბრაიტონმა", ბოლოს და ბოლოს, აისრულა ოცნება და 34-წლიანი პაუზისა და ლოდინის შემდეგ საწადელს მიაღწია - უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა.

მას მერე, რაც გუნდმა გლენ მარეისა და სოლი მარჩის გოლებით "უიგანს" მოუგო, მარშირებას უკვე პრემიერლიგაში გააგრძელებს. ბრაიტონელთა აღზევება "ჰადერსფილდის" ვერმოგებამ გააოფიციალურა.

"აიპრო სტედიუმზე" მასპინძელმა "დერბიმ" ბოლოსკენ გაუთანაბრა ჰადერსფილელებს და… ამ დროს, "ამერიკან ექსპრეს სტედიუმზე", სადაც "ბრაიტონის" ფანები იყვნენ დარჩენილნი და მატჩს დიდ ეკრანზე უყურებდნენ, დიდი ჟრიამულიც დაიწყო. "ამექსის" მინდორზე გულშემატკივრები შეიჭრნენ და კლუბის წევრებთან ერთად იზეიმეს ნანატრი საგზური.

თუ ჰიუტონი პარასკევს თავის ყოფილ გუნდ "ნორვიჩს" მოუგებს, "ბრაიტონი" პირველ ადგილსაც გაინაღდებს და ჩემპიონშიპის ჩემპიონად გამოცხადდება. დროის ამბავია "ნიუკასლის" დაბრუნების გაოფიციალურებაც, სავარაუდოდ, ესეც ამ უქმეებზე მოხდება. მესამე იღბლიანის ვინაობა კი მოგვიანებით, პლეი ოფში გაირკვევა. ამ ზონისთვის "ჰადერსფილდი", "რედინგი", "შეფილდ უენსდი", "ფულემი" და "ლიდსი" იბრძვიან და აქედან ერთს თავიდანვე არ გაუმართლებს, კიდევ სამს ცოტა მოგვიანებით, ხოლო ერთ-ერთი აღზევდება.

შეგახსენებთ, რომ "თოლიები" წინა წელს ძალიან ახლოს იყვნენ პრემიერლიგაში ასვლასთან, მათ წინა სეზონის ბოლო ტურში "მიდლსბროსთან" ფრედ ითამაშეს და პირდაპირ აღზევების შანსი გაუშვეს, ხოლო პლეი ოფის ნახევარფინალში "შეფილდ უენსდისთან" დამარცხდნენ.

ახლა კრის ჰიუტონმა შესანიშნავად იმუშავა და 43 მატჩიდან 28 მოიგო, მათ შორის, აპრილის თვეში 5 გამარჯვება მოიპოვა, რაც გადამწყვეტი გამოდგა. 92 ქულა უკვე წინა სეზონის შედეგზე (89) უკეთესი მაჩვენებელია.

"ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, ბიჭებმა და ფანებმა ეს დაიმსახურეს. სიმართლე ითქვას, არ ველოდი, თუ ამხელა წარმატებას მივაღწევდით, თანაც, სეზონის დამთავრებამდე რამდენიმე ტურით ადრე, ეს ძალიან რთული გასაკეთებელია, მაგრამ ჩვენ გამოწვევებისთვის მზად ვიყავით. ბიჭებმა მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარეს და რთული პერიოდებიც ერთად დგომით გადავლახეთ.

ფეხბურთელებმა ძალიან ემოციურად იზეიმეს, გასახდელიდან საოცარი ჟრიამულის ხმები ისმოდა. მე მათთვის ხელი არ შემიშლია. მართალია, არავისზე ნაკლებად გახარებულ არ ვარ, მაგრამ ეს მათი მომენტი იყო. ერთად ზეიმის დრო კიდევ გვექნება. ახლა შემდეგი მატჩისა და მთლიანად ჩემპიონშიპის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ", - თქვა 58 წლის ჰიუტონმა.

არადა, 20 წლის წინ "ბრაიტონი" სამოყვარულო ლიგაში გავარდნას ბოლო ტურში გადაურჩა. მერე გუნდმა ნელ-ნელა აინაცვლა ზემოთ, აქეთ-იქით იმოგზაურა, ჩემპიონშიპში დამკვიდრდა და გავარდა, 2011 წელს კი კვლავ ჩემპიონშიპში დაბრუნდა და აი, ახლა პრემიერლიგის ბინადარია. სერიოზული ფინანსური პრობლემებიც იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოგვარდა.

გუნდის თავმჯდომარე ენტონი გრანტ ბლუმია ან უბრალოდ ტონი ბლუმი.

მისი მეტსახელი "ხვლიკია" და პოკერის წარმატებული მოთამაშეა. სხვადასხვა ტურნირზე ჯამში დიდი საპრიზო თანხები აქვს მოგებული (მილიონებზე ვსაუბრობთ). იგი ბრაიტონელია და მშობლიური ქალაქის კლუბზე გული ყოველთვის შესტკიოდა.

"ბრაიტონი ენ ჰოუვ ალბიონი" მან 2009 წელს ჩაიბარა. მის ხელში ამ გუნდის მწვრთნელებად იმუშავეს გუსტავო პოიეტმა, ოსკარ გარსიამ, სამი ჰიიპიამ… 2014 წლიდან კი პოსტზე კრის ჰიუტონია. როგორც ხედავთ, "თოლიების", "ხვლიკისა" და ჰიუტონის (იშვიათი ფერადკანიანი მწვრთნელი ინგლისში) მიქსი წარმატებული გამოდგა.

ვთქვათ ისიც, რომ "ფალმერ სტედიუმის", იგივე "ამექსის" მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და სტადიონი, რომელიც 30 750 მაყურებელს იტევს, 2011 წელს გაიხსნა.

საინტერესო სტატისტიკა

* პრემიერლიგაში აღზევებული 71 გუნდიდან 31 (44%) შემდეგივე სეზონში გავარდა.

* აღზევებულების საშუალო მაჩვენებელი ასვლიდან პირველ სეზონში მე-15 ადგილია.

* მხოლოდ ორჯერ დარჩა ჩემპიონშიპიდან სამივე ანაცვლებული გუნდი უმაღლეს ლიგაში - 2001/02 და 2011/12 წლების სეზონებში. მხოლოდ ერთხელ გავარდა სამივე აღზევებული - 1997/98 წლების სეზონში.

* "ბრაიტონი" პრემიერლიგაში (1992 წელს დაარსდა) პირველად ითამაშებს და მისი 48-ე ბინადარი გახდება.

* "ნიუკასლის", "ნორვიჩისა" და "ბირმინგემის" ყოფილ მწვრთნელს, ლონდონში დაბადებულ ირლანდიელს, კრის ჰიუტონს "ბრაიტონის" თავკაცის პოსტზე 123 მატჩიდან 63 მოგებული აქვს.

* "ბრაიტონის" ბომბარდირი გლენ მარეია 22 გოლით. მერე ანტონი ნოკერტი (15), სემ ბელდოკი (11) და ტომერ ჰემედი (11) მოდიან. კლუბის 73 გოლიდან 59 სწორედ ამ ოთხეულზე მოდის.

* გუნდის საუკეთესო მეპასე 8 საგოლე გადაცემით 25 წლის ფრანგი ნოკერტია, რომელიც გუნდის მთავარი ფანტაზისტაა.

* მარეის 22 გოლიდან 18 საშინაო შეხვედრებში აქვს გატანილი.

* "თოლიებმა" საშინაო მატჩებში ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს (54), მოიგეს რა 17 მატჩი 22-დან.

* ბრაიტონელებს მიმდინარე ჩემპიონშიპში ყველაზე ცოტა (36) გოლი აქვთ გაშვებული და 21-ჯერ შეინახეს კარი მშრალად. კლუბის ძირითადი მეკარე დევიდ სტოკდეილია.

* "ბრაიტონს" 1910 წელს სეზონში ლიგის თასი აქვს მოგებული, ხოლო 1982/83 წლების სეზონში ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა და იმავე სეზონში გავარდა უმაღლესი ლიგიდან, რის მერეც პირველად დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა