პრაღის "სლავიასთან" დაშორებულმა 26 წლის ფეხბურთელმა ჯერ არ იცის, რომელ გუნდში ითამაშებს
ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა ლევან ყენიამ პრაღის "სლავია" დატოვა. ჩეხური კლუბი მიმდინარე სეზონში ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძვის. ყენია კი ტრავმის გამო ხანგრძლივად უქმობს და, შეიძლება ითქვას, მიმდინარე სეზონი მთლიანად გაუცდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

"დიახ, ასეა, ხელშეკრულება გავწყვიტეთ. ახლა გერმანიაში ვარ და სარეაბილიტაციო პროცესი მიდის. სამ-ოთხ კვირაში უკვე სრული დატვირთვით დავიწყებ ვარჯიშს, ამ ეტაპზე კი მხოლოდ მსუბუქად ვვარჯიშობ.

საერთოდ, ტრავმებმა ძალიან ბევრი გამაცდენინა და ეს სეზონი ხომ მთლიანად დამაკარგვინა. მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და ყველაფერი კარგად იქნება. ჯერ არ ვიცი, რომელ გუნდში გავაგრძელებ კარიერას", - გვითხრა ყენიამ.

მართლაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევან ყენიას თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ ყველაფერი გადახდა თავს. მან ჯერ კიდევ სრულიად ჭაბუკმა აალაპარაკა ქართული საფეხბურთო თემი, თავი დაგვამახსოვრა საქართველოს ნაკრებსა თუ თბილისის "ლოკომოტივში" ჩატარებული წარმატებული მატჩებით...

შემთხვევითი არ იყო, რომ მისით გერმანული "შალკე" დაინტერესდა. 2008 წელს ყენია გელზენკირხენული კლუბის ფეხბურთელი გახდა. ის ბუნდესლიგის ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ითვლებოდა, თუმცა ფელიქს მაგათთან მუშაობა ჩვენებურს ძვირად დაუჯდა - მას შემდეგ თან სდევს ქრონიკული ტრავმები.

ამის შემდეგ იყო ლვოვის "კარპატისა" და დიუსელდორფის "ფორტუნაში" გატარებული დრო, რასაც "სლავიაში" გადაბარგება მოჰყვა. ყენიამ ბოლო ტრავმა გასულ ზაფხულს მიიღო, როცა ჩეხური კლუბის შემადგენლობაში ევროპალიგის საპლეიოფო მატჩი უნდა ეთამაშა ბელგიურ "ანდერლეხტთან".

რა გაეწყობა - ფეხბურთი და ტრავმები ყოველთვის გვერდიგვერდ არიან. თან ყენია ჯერ 26 წლისაა და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. საქართველოს ნაკრებში ის 2007 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ლევან,მიდი რაა, ძმურად გთხოვ,როგორმე მოირჩინე ეგ ტრავმები,უკვე რამდენი წელია ველით შენს ძველებურ თამაშს და ვეღარ ვეღირსეთ.სეზონი რჩება,დრო გაქვს და იქნებ შესძლო ბოლომდე მორჩენა.სადაც არ უნდა მიხვიდე,თუ ჯანმრთლად იქნები,შენს გასაკეთებელს ყოველთვის გააკეთებ.უბრალოდ მთავარია გამოჯანმრთელდე.
gizog
მალე დაბრუნებას გისურვებ ლევან, შენ ძალიან სჭირდები ჩვენს ცოტა მოფერიანებულ ნაკრებს. გაიხარე!
zviadi
georgian foootbaler ყენიას როგორ უნდა უთხრა თამაში არ გამოგდისო და არაა შენი საქმეო, როდის და როგორ? როცა ყველამ იცის ტრამვების რომ მეტი არაფერი აფერხებს და არასდროს სხვა არაფერს არ შეუშლია ხელი. ასეთი ბნელები და შურიანები რომ არსებობთ ეგ არის ჩვენი დანაშაული.
georgian foootbaler
დაანებე შვილო თავი რაც შენი საქმე არაა დაანებე იმას თავი ხო ხედავ როო არაფერი არ გამოგდის შეეშვი რა
kika
ლევან გელოდებით გულით და სულით .
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - "ბაიერნმა" და "ინტერმაც" მოგებებით დაიწყეს
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია