საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები 19 აპრილს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაემგზავრა
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები 19 აპრილს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაემგზავრა, სადაც 20-23 აპრილს ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა. თუმცა საქართველოს ნაკრებს გუნდის ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი დააკლდება.

19 აპრილს ოფიციალური კენჭისყრა გაიმართება, ჩემპიონატი კი სტარტს 20 აპრილიდან აიღებს.

20 აპრილს ტურნირს მამაკაცთა შორის -60, -66, -48, -52 და ქალთა შორის -58 კგ წონით კატეგორიებში მონაწილე ძიუდოისტები გახსნიან, 21 აპრილს შეჯიბრში -73, -81, -63 და -70 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენები ჩაერთვებიან, მესამე დღეს, 22 აპრილს კი მედლებისათვის მძიმეწონოსნები (მამაკაცთა შორის -90, -100 + 100 და ქალთა შორის -78, + 78) იბრძოლებენ. 23 აპრილს გაიმართება გუნდური შეჯიბრი.

ევროპის ჩემპიონატზე წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, გარდა 22 აპრილისა, მესამე საშეჯიბრო დღე 14:00 საათიდან აიღებს სტარტს. ფინალური ბლოკი კი ოთხივე საშეჯიბრო დღეს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტრანსლირებას საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი განახორციელებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ვაჟები

-60კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი,

-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი,

-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი,

-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი,

-90კგ - ბექა ღვინიაშვილი,

-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი,

+100კგ - ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი.

ქალები

-48კგ - ოლღა ალადოშვილი,

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი,

+78კგ - ელენე ქებაძე.

გუნდურ შეჯიბრში ვაჟთა ნაკრებს კიდევ 4 ძიუდოისტი დაემატება:

-66კგ - ლაშა გიუნაშვილი

-73კგ - ფრიდონ გიგანი

-81კგ - ამბაკო ავალიანი

-90კგ - უშანგი მარგიანი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა