დღეს, 20 აპრილს, თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით II საერთაშორისო ტურნირი დაიწყება
დღეს, 20 აპრილს, თბილისში ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით II საერთაშორისო ტურნირი დაიწყება, რომელშიც თბილისის "დინამოსთან" ერთად, მილანის "ინტერის", "გენტის", "ალკმაარის", "ტრაბზონსფორის", კიევის "დინამოს", ზაგრების "დინამოსა" და "გაბალას" 17-წლამდელთა გუნდები ითამაშებენ.

ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიაში 12:00 სთ-ზე გაიმართება, მოგვიანებით კი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები ჩატარდება.

14:00 სთ-ზე თბილისის "დინამოსა" და ბელგიური "გენტის" შეხვედრა დაიწყება, "ინტერი" "გაბალას" ეთამაშება (16:00), "აკლმაარი" - კიევის "დინამოს" (18:00), ხოლო ზაგრების "დინამო" - "ტრაბზონსფორს" (20:00).

წლევანდელი ტურნირის ყველა მატჩი, ფინალის გარდა, "დინამოს" აკადემიის სტადიონებზე გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 25 აპრილს "დინამო არენაზე" შედგება.

- ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი: ნახე ევროპული ფეხბურთის მომავალი! [VIDEO]

ტურნირზე მონაწილე თბილისის "დინამოს" 17-წლამდელთა გუნდის შემადგენლობა:

გიორგი მამარდაშვილი, ლუკა კუტალაძე, ლუკა ხარშილაძე, ბექა ხარშილაძე, ვანო გულხადარაშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, სანდრო მელიქიშვილი, ლევან ხარაბაძე, ირაკლი წაქაძე, ბექა დარცმელია, ანზორ მექვაბიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ვახტანგ ჩარკვიანი, ზურაბ დავითაშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ოთარ ფარულავა, ელგუჯა ჯანგველაძე, გიორგი იაკობიძე, თამაზ ბაბუნაძე, გიორგი ლომთაძე, ირაკლი აზაროვი, თორნიკე ჯანგიძე. გუნდის მთავარი მწვრთნელია ვლადიმერ გოჩაშვილი.

ტურნირის განრიგი

A ჯგუფი

დინამო (თბილისი, საქართველო)

ინტერი (მილანი, იტალია)

გაბალა (აზერბაიჯანი)

გენტი (ბელგია)

B ჯგუფი

ალკმაარი (ჰოლანდია)

დინამო (ზაგრები, ხორვატია)

ტრაბზონსფორი (თურქეთი)

დინამო (კიევი, უკრაინა)

ჯგუფური ეტაპი

20 აპრილი

დინამო (თბ)-გენტი 14:00

ინტერი-გაბალა 16:00

ალკმაარი-დინამო (კ) 18:00

დინამო (ზ)-ტრაბზონსფორი 20:00

21 აპრილი

ტრაბზონსფორი-ალკმაარი 12:00

დინამო (კ)-დინამო (ზ) 14:00

გაბალა-დინამო (თბ) 16:00

გენტი-ინტერი 18:00

22 აპრილი

გაბალა-გენტი 12:00

დინამო (თბ)-ინტერი 14:00

ალკმაარი-დინამო (ზ) 16:00

დინამო (კ)-ტრაბზონსფორი 18:00

ნახევარფინალები

24 აპრილი

A1-B2 16:00

B1-A2 18:00

დასკვნითი დღე

25 აპრილი

მატჩი VII ადგილისთვის 10:00

მატჩი V ადგილისთვის 12:00

მატჩი III ადგილისთვის 14:00

ფინალი. 16:00.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვიტალი დარასელიას თასი: ბოლო ადგილს მაინც ავცდეთ...
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
სხვაობა ჩვენსა და ევროპულ გუნდებს შორის - რა დაგვანახა "დარასელიას ტურნირმა"
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[კოტე გოგიშვილის აზრები] დაკარგული სამოთხე
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
გიორგი ნემსაძე: ამდენი წელია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ ხშირად არ მინახავს
პატარა "ინტერის" თავკაცი საქართველოზე, "დინამოზე", იტალიურ ფეხბურთზე...
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა