საქართველოს ფუტსალის ლიგა XIV ტურით განახლდა
ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ძირითადი რაუნდის მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, საქართველოს ფუტსალის ლიგა XIV ტურით განახლდა.

13 აპრილს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ორ შეხვედრას უმასპინძლა.

პლეი-ოფისთვის მებრძოლი მფკ "მგლები" გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, მფკ იბსუს დაუპირისპირდა და მიუხედავად "სტუდენტთა" მედგარი წინააღმდეგობისა, 6:1 იმარჯვა. უკვე მერამდენედ, "მტაცებლებს" ზურაბ ძაგანიამ ულიდერა, რომელმაც ამჯერად ჰეთ-თრიკით გამოიჩინა თავი.

საოცრად დრამატული გამოდგა ამავე დღეს გამართული კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი "სტუ-თელასი" მფკ "აფხაზეთს" დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველად იყო მარცხთან ასე ახლოს, თუმცა...

მატჩის პირველი ნახევარი "აფხაზეთის" ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და ტაიმი მათივე გამარჯვებით, 6:1 (!!!) დასრულდა, მაგრამ როგორც შემდგომ გაირკვა, "ენერგეტიკოსებისთვის" არც ხუთბურთიანი "ფორა" აღმოჩნდა დაუძლეველი ბარიერი. მათ მეორე ტაიმში მეტოქეს თავიანთი თამაში მოახვიეს თავს, რასაც "აფხაზეთის" ფეხბურთელების მხრიდან დაცვაში უსუსური თამაშიც დაერთო და საბოლოოდ 7:6 "თელასის" სასარგებლოდ.

გადამწყვეტი გოლი მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე დანიშნულ 6-მეტრიან დარტყმას მოჰყვა, რომელიც ამ მატჩში საუკეთესო გიორგი სოზაშვილმა აქცია გოლად და პირად "პოკერთან" ერთად გუნდს სამი ქულა მოუტანა.

13.04.2017. ქ. თბილისი. საქართველოს ფუტსალის ლიგა. XIV ტური

მფკ მგლები - მფკ იბსუ 6:1 (1:1)

გოლები: 14:23’ მამაცაშვილი (0:1), 14:42’ ქსოვრელიშვილი (1:1), 25:22’ ძაგანია (2:1), 34:02’ მაჭარაშვილი (3:1), 36:19’ ძაგანია (4:1), 36:52’ ძაგანია (5:1), 37:37’ მახარობლიშვილი (6:1)

გაფრთხილება: 32:28’ მელანაშვილი (მგლ)

მფკ სტუ-თელასი - მფკ აფხაზეთი 7:6 (1:6)

გოლები: 0:23’ ქეშელაშვილი (0:1), 06:58’ ქეშელაშვილი (0:2), 08:00’ კორღალიძე (0:3), 10:22’ ღუღუნიშვილი (0:4), 12:33’ ხარაიშვილი (0:5), 13:49’ სოზაშვილი 6მ (1:5), 18:23’ ნადირაძე (1:6), 23:07’ ნადირაძე ს.კ (2:6), 23:30’ სოზაშვილი (3:6), 27:44’ სოზაშვილი (4:6), 31:51’ ასათიანი (5:6), 35:51’ ჭუმბურიძე (6:6), სოზაშვილი 6მ (7:6)

გაფრთხილება: 16:23’ ჩუთლაშვილი (აფხ)

XIV ტურის კიდევ ორი შეხვედრა 18 აპრილს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიმართა.

"დინამო ბათუმმა" სატურნირო ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერს, მფკ "ტატიშვილს" უმასპინძლა. "მედიკოსებმა" შეხვედრა მათთვის სასურველი სცენარით წარმართეს და ყოველგვარი გართულების გარეშე, 5:2 დაამარცხეს მეტოქე.

ნამდვილი საფეხბურთო დრამა და საოცარი სანახაობა იხილა გულშემატკივარმა ბსუ-სა და მფკ "თბილისის" დაპირისპირებაში. მატჩი გარდამავალი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. მეორე წუთიდან მოყოლებული, როდესაც ვასილ მარუაშვილმა მორიგი "გოლი-შედევრით" დააწინაურა სტუმრები, გუნდებმა არაერთხელ "გაცვალეს ანგარიში".

ცალკე საუბრის თემაა ორივე კართან შექმნილი გამოუყენებელი საგოლე მომენტები, რომლებიც ხან შემტევთა სინდისზე იყო, ხანაც მეკარეები ყოჩაღობდნენ. ამ მხრივ უდავოდ შეუდარებელი იყო "თბილისის" მეკარე ბაკურ სანიკიძე, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან ეპიზოდში იხსნა თავისიანები.

განსაკუთრებით დაძაბული შეხვედრის მეორე ნახევარი გამოდგა - დავით ჯალაღანიამ 23-ე წუთზე დააწინაურა "ბათუმელი სტუდენტები", 4:3, თუმცა ამის შემდეგ "დედაქალაქელებმა" უმალვე მოახერხეს "დაკარგულის დაბრუნება" და 38-ე წუთამდე სამჯერ (!!!) ფლობდნენ ორბურთიან უპირატესობას, რის შემდეგაც მასპინძლებმა ხუთზე შეტევა გადაწყვიტეს და გიორგი მამულაძეს ერთი წუთიც არ დასჭირდა წონასწორობის აღსადგენად - 8:8 და თითქოს მატჩიც ასეთივე ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბსუ-ს ფეხბურთელებმა კვლავ განაგრძეს მეხუთე მოთამაშით იერიშები, რა დროსაც ფატალური შეცდომა დაუშვეს და თბილისელთა კაპიტანმა ილია რეხვიაშვილმა მატჩის დასრულებამდე ერთი წამით ადრე გამარჯვების გოლი გაიტანა - 8:9.

მის გარდა, დუბლით და ბრწყინვალე თამაშით გამოირჩნენ ოთარ კუხალეიშვილი და ნიკოლოზ ღუდუშაური. ამ გამარჯვებით "დედაქალაქელებმა" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს და საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის რეალურ შანსსაც ინარჩუნებენ.

18.04.2017. ქ. ბათუმი. საქართველოს ფუტსალის ლიგა. XIV ტური

დინამო (ბთ) - მფკ ტატიშვილი 2:5 (0:3)

გოლები: 01:06’ კაკაბაძე (0:1), 07:12’ ლუკავა (0:2), 14:46’ სიგუნავა (0:3), 24:40’ თოთლაძე (0:4), 30:35’ გალოიანი (1:4), 38:10’ სილაგავა (1:5), 38:59’ მ.დოლიძე (2:5)

გაფრთხილება: 23:27’ დ.დოლიძე (დინ), 38:38’ მ.დოლიძე (დინ)

მფკ ბსუ (ბთ) - მფკ თბილისი 8:9 (3:3)

გოლები: 01:48’ მარუაშვილი (0:1), 03:38’ ნადარაია (1:1), 04:43’ ბროლაძე (2:1), 09:47’ კუხალეიშვილი (2:2), 10:39’ ღუდუშაური (2:3), 17:14’ გაბუნია (3:3), 22:56’ ჯალაღანია (4:3), 23:22’ კუხალეიშვილი (4:4), 23:44’ კირთაძე (4:5), 24:47’ რეხვიაშვილი (4:6), 25:30’ ნადარაია (5:6), 31:52’ თურმანიძე (5:7), 32:52’ ფუტკარაძე (6:7), 37:08’ ღუდუშაური (6:8), 38:03’ მამულაძე (7:8), 38:56’ მამულაძე (8:8), 39:59’ რეხვიაშვილი (8:9)

გაფრთხილება: 12:29’ ბერიძე (ბსუ), 20:00’ მახარაძე (ბსუ), 20:00’ ღუდუშაური (თბ), 32:52’ ჭელიძე (თბ)

ბომბარდირები:

ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 27, სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 25, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი) – 22

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]