3-0123

00000000000000

00000000000000000000

00000000000000

00000000000

იყო დრო, რკინის ქალამნებს იცმევდნენ. სამართლის საძიებლად მოსკოვისკენ მიემართებოდნენ. მაგრამ, განა მოსკოვში ესმოდათ უბრალო ადამიანის გაჭირვება?

იქ იყო სამართალი? როგორც ფიფა-უეფაშია, ისე მოსკოვში.

გინდა რკინის ქალამნები ჩაიცვი და გინდა რკინისქაცვიანი ბუცები, ფეხბურთის შეფები ამბობენ - მსაჯული ყოველთვის მართალიაო. ჩვენთვის რომ ვთქვათ, არბიტრიც ადამიანია, დაძაბულ რეჟიმში უწევს მუშაობა და შეცდომებისგან დაზღვეული ვერ იქნება. გაგებით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ... როგორ უნდა მოეკიდოს გაგებით "რეალთან" წაგებას "ბაიერნი", რომელსაც ორი გოლი ოფსაიდიდან გაუტანეს, არტურო ვიდალი უსამართლოდ გაუგდეს და თავად "ბაიერნიც" ვიდალს მიაყოლა ვიქტორ კაშაიმ. ასეთ სახელსა და გვარს ატარებს "რეალი"-"ბაიერნის" არბიტრი.

ნამატჩევს ბარსელონელმა ხერარდ პიკემ "ტვიტერზე" მრავალმნიშვნელოვნად დაწერა: ...

დიახ, სამი წერტილი დაწერა. მიდი და გაიგე, რას გულისხმობდა ერთ, მეორე თუ მესამე წერტილში!

გგონიათ მხოლოდ "ბაიერნი" დაიჩაგრა? წინა დღისით "ლესტერის" კარში დაინიშნა არარსებული პენალტი... ასეთი შემთხვევა არც პირველია და არც ბოლო იქნება. ფიფა-უეფა კი მსაჯებივით პირდაფჩენილი შეჰყურებს მოედანზე მიმდინარე მოვლენებს, კუთხურის ალმის აწევასაც აგვიანებს და დიდი ხნის მომწიფებული ვაშლის გასინჯვასაც. თურაშაულია? კეხურა? ბროცკი? არა, ამ საფეხბურთო ვაშლს

ვიდეორეფერი ჰქვია.

ამბობენ, ვიდეორეფერის შემოღება თამაშის დინამიკას დაარღვევსო. დინამიკას ვჩივით? - სამართლიანობა ირღვევა...

დაიმახსოვრეთ, დღეს თუ არა, ხვალ, ფეხბურთის ზევსები მითოლოგიიდან მიწაზე დაეშვებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას ვიდეოგამეორების შემოღების შესახებ. მით უმეტეს, ბოლო დროს რამდენჯერმე უკვე გამოსცადეს.

ჩვენც განვიხილოთ ბოლო დღეების ყბადაღებული შეცდომები და ვეძიოთ გამოსავალი.

ოფსაიდი

რონალდომ "ბაიერნს" ორი გოლი გაუტანა თამაშგარე მდგომარეობიდან. რა ევალება გვერდით მსაჯს? ამ კითხვის წაკითხვისას, ბევრს წარმოუდგება ოფსაიდისას ალამაღმართული არბიტრი. მისი მთავარი ამოცანა სწორედ თამაშგარის დაფიქსირებაა და თუ ოფსაიდის ხაზის გასავლებად თარაზო-შვეული სჭირდება, მისი ადგილი მოედანზე კი არა, სამშენებლო ობიექტზეა.

იქნებ, სწორედ სამშენებლო ნიველირის გამოყენება უკეთესი იყოს, ვიდრე გვერდითი არბიტრების კიდეებზე გამწკრივება?! ნიველირი ის ხელსაწყოა, ძველ ფოტოაპარატს რომ ჰგავს და მასში მშენებლები ლაზერის სხივის მეშვეობით ჰორიზონტალურ ხაზს რომ ავლებენ.

თუმცა იმავე ფუნქციას კომპიუტერი უკეთ შეასრულებს. ტელევიზიით ხომ ძალიან მარტივად ამეორებენ და ოფსაიდის ხაზსაც მშვენივრად ავლებენ.

დადგება დრო, რეფერი ოფსაიდის არსებობა-არარსებობაში რომ დაეჭვდება, გამეორებას მოითხოვს და 10 წამში ზუსტი პასუხი ექნება, იყო თუ არა თამაშგარე. იმ ათ წამს კი, მატჩის ბოლოს დაამატებს.

ოფსაიდის პრობლემა მოვაგვარეთ. ახლა პენალტს მივხედოთ.

პენალტი

"ატლეტიკო"-"ლესტერის" მატჩისას ანტუან გრიზმანს ფეხი საჯარიმოს გარეთ წამოუდეს, ის კი შიგნით დაეცა და მსაჯმა ხელი თერთმეტმეტრიანისკენ გაიშვირა. ასეთ დროს რეფერის გვერდითი არბიტრი ვერაფრით დაეხმარებოდა, რადგან ვერც ის დაინახავდა საჯარიმოს ხაზს შიგნით იყო თუ გარეთ.

გამოსავალი? ზედხედი. თუ ვიდეორეფერის არ შემოიღებენ, გრიზმანის ეპიზოდის დასაფიქსირებლად დამატებითი მსაჯი იქნება საჭირო - დავინჩისეულ ფრთებს რომ გამოიბამს და მოედანს ჰაერიდან გააკონტროლებს.

თუმცა... არბიტრი და ფრთები?! არა, ასე არ ივარგებს...

დადგება დრო, დრონზე ამხედრებული სპეციალური ვიდეოკამერა ზემოდან დააფიქსირებს მოედნის ყველა ხაზს და არბიტრების გასარჩევი არ იქნება გრიზმანს ფეხი საჯარიმოს გარეთ წამოუდეს თუ - შიგნით.

ხელი

საჯარიმოს გარეთ ხელით თამაში ყვითელი ბარათით ისჯება. თუ საგოლე ეპიზოდს აფერხებ - წითელი! როგორც მიხვდით, მეკარეებზეა ლაპარაკი. საჯარიმოს შიგნით კი, თუ ხელზე დამცველი გუნდის წევრს მოხვდება, თერთმეტმეტრიანია. თუმცა არა! რამდენი შემთხვევა ყოფილა - კარისკენ წასული ბურთი ხელზე მოხვედრიათ და მსაჯს პენალტი არ დაუნიშნავს. ამბობენ, დიდი მნიშვნელობა აქვს ხელით ითამაშა, თუ ხელზე მოხვდაო. ხელი ტანზე თუ იყო მიდებული, დამცველი 100 პროცენტით სუფთაა.

მოკლედ, საჯარიმოში ხელით თამაშის გამართლება-არგამართლების იმდენი ვარიაცია არსებობს, რამდენიც მსაჯია. ჰოდა...

დადგება დრო, არბიტრებს თვითნებურად პენალტის დანიშვნა-არდანიშვნასაც აუკრძალავენ. საეჭვო შემთხვევებში რეფერი კარსუკან აყუდებულ კოლეგას კი არა, ვიდეოგამეორებას მიმართავს და... ვინ მოთვლის, რამდენი უსამართლოდ დაჩაგრული შეიგინება. ამ გამეორებასაც 15 წამზე მეტი არ დასჭირდება. მაქსიმუმ 3 რაკურსით 5-5 _ წამიანი კადრები განიხილონ.

ოღონდ, უნდა შევთანხმდეთ: ხელზე მოხვედრა ან უნდა იყოს პენალტი, ან - არა.

წითელი

"ბაიერნი" ორივე მატჩში წითელმა ბარათმა გატეხა. მეორე შემთხვევაში არტურო ვიდალმა მეტოქეს ბურთზე მიასწრო, წინ მოიგერია. ვიდრე წამოდგებოდა, მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააგდო. გაოგნდა კაცი... საქმე არცთუ ისე მარტივადაა - ვიდალმა ბურთზე კი ითამაშა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, მისმა მოწინააღმდეგე კასემირომ როგორ გააფორმა.

მოკლედ, ასეთ სიტუაციებში მსაჯმა შეჯახების წამს ფეხბურთელები თუ არ დააპაუზა, შემდეგ ძალიან გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება. ზოგი ათ ბრუნს აკეთებს, იკრუნჩხება, შემდეგ კი ცალი თვალით არბიტრს გახედავს და კოჭლობით წამოდგომასაც არ კადრულობს.

"ბარსელონა"-"იუვენტუსის" მატჩის ერთ ეპიზოდში ფოტოგრაფმა იდეალური ეპიზოდი დააფიქსირა: ლუის სუარესს ისეთი სახე აქვს, გეგონებათ სასიკვდილოდ დაჭრესო. სხვა ფეხბურთელის ასეთი ფოტო რომ გვენახა, შეიძლება მართლა დაგვეჯერებინა, რომ მეტოქემ ფეხი მტკივნეულად დაუდო, მაგრამ, როცა საქმე სუარესს ეხება, ყველამ ვიცით, "იუვეს" მცველს თავად გამოსდო ფეხი და სახეც ისეთი მიიღო, სარკის წინ რომ ვარჯიშობს ხოლმე.

ასეთ შემთხვევებში რა უნდა მოიმოქმდოს მსაჯმა? როგორ განასხვაოს სიმულატორი ჩვეულებრივი მოკვდავისგან? საამისო ტექნოლოგიაც არსებობს...

დადგება დრო, ფეხბურთელებს სიცრუის დეტექტორებს დაუდგამენ... თუმცა, არა... ეს ფიფა-უეფას უახლოეს გეგმებში არ შევა, შორი მომავლის პერსპექტივაა. იმ დროისა, სიცრუის დეტექტორი თავად მაღალჩინოსნებსაც რომ აღარ დასჭირდებათ.

ვაჟა სიმონიშვილი

0000000000000000

დიდი კალათბურთის გზა ამერიკის კოლეჯებზე გადის

თბილისის ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში დასრულდა საკალათბურთო კემპი, რომელიც "სოხუმის" მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას ორგანიზებით წარიმართა და მას ლიტველი სპეციალისტი სტეპონას კაიურისი ხელმძღვანელობდა.

ბატონი სტეპონასი ის ადამიანია, დიდი ხნის წინ რომ ამბობდა, მაღალი დონის კალათბურთელის ჩამოსაყალიბებლად იდეალური პირობები ამერიკის კოლეჯების ლიგაშიაო. სამშობლოში ამის გამო ბევრი დაუპირისპირდა, თუმცა დღეს მისი სიტყვების სიმართლეში ყველა დარწმუნდა და სტეპონას კაიურისის დახმარებით სადღეისოდ ამერიკაში 350-მდე მოზარდი თამაშობს. ზოგი დარჩება, ზოგი კარიერას ევროპაში განაგრძობს. მთავარი კი ის არის, რომ ლიტველი მწვრთნელი ქართველებსაც ეხმარება კოლეჯების ლიგაში დამკვიდრებაში. ვის? ამას მის კომენტარში წაიკითხავთ:

- საკალათბურთო-სამენეჯერო საქმიანობა პოსტსაბჭოთა პერიოდში დავიწყე. თავდაპირველად თითქოს ყველამ ჩემ წინააღმდეგ პირი შეკრა - ფედერაცია, ლიგა, კლუბები მეწინააღმდეგებოდნენ. საბედნიეროდ, ფსიქოლოგიურად არ გავტყდი, თავის დაცვა მოვახერხე, ზურგს კი ის მიმაგრებდა, მართალი რომ ვიყავი. საქმეს სიყვარულით ვაკეთებდი და პირადი ინტერესი არ მქონია. თანდათან საქმიანობამ ნაყოფი გამოიღო და ჩემი რეკომენდაციით სადღეისოდ უკვე ისეთმა ცნობილმა მოთამაშეებმა გაიარეს ამერიკული საკალათბურთო სკოლა, როგორებიც შარუნას იასიკიავიჩუსი, ლინას კლეიზა, დარიუს სონგაილა, რობერტას იავტოკასი, მინდაუგას ტიმინსკასი, მარტინას პოციუსი და სხვები არიან. მთლიანობაში, ჩემი მეშვეობით 350 მოზარდი მოხვდა აშშ-ის სხვადასხვა სკოლაში. ისინი ლიტველები, ლატვიელები, უკრაინელები, რუსები, ბელარუსები არიან და მახარებს, მათ შორის ქართველებიც მოხვდნენ. კალიფორნიის შტატის მოდესტოს Hიგჰ შცჰოოლ-ში ოსტატობას მძიმე ფორვარდი ცოტნე ცარციძე და მეფარე ალექსანდრე მერკვილაძე ხვეწენ. მწვრთნელები მათი საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილები არიან.

სტეპონას კაიურისმა აღნიშნა, რომ საქართველოში მესამედ ჩამოვიდა.

- ვცდილობ, ახალ-ახალ ჭაბუკებს გავუკვალო გზა ამერიკისკენ. ვნახოთ, რა გამოგვივა. მერწმუნეთ, დასავლეთ ნახევარსფეროში გამგზავრება და იქაური საკალათბურთო გამოცდილების მიღება, მეტად მნიშვნელოვანია. ამერიკაში მოხვედრილთათვის კალათბურთი წინა პლანზეა წამოწეული, სწავლა ოდნავ უკანაა, თუმცა, ბიჭებისთვის ახალ სამყაროში შესვლა, ინგლისური ენის კარგად შესწავლა, დიდ კალათბურთთან მიახლოება, ფრიად სასურველია. სასკოლო პერიოდის შემდეგ სტუდენტური ლიგის (NჩAA) კარი იხსნება, შემდეგ კი NBA-ისა და წამყვანი ევროპული კლუბების პერსპექტივაც იშლება.

ვაჟა სიმონიშვილი

0000000000000

0000000000000

თხუთმეტი ახალბედა

პომებში

ინგლისის ნაკრები ივნისის ტესტებზე ორ მატჩს გამართავს სტუმრად არგენტინის ეროვნულ გუნდთან. "პომების" ავსტრალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა 31-კაციანი შემადეგნლობა დაასახელა. აქედან 15 დებიუტანტია.

ინგლისის ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე 29 მაისიდან შევა და არგენტინაში მალევე გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ ინგლისელებთან ორი მატჩის შემდეგ "პუმები" საქართველოს ნაკრებს ხუხუიში დაუპირისპირდებიან.

ცხადია, ედი ჯონსმა ასეთ შემადგენლობას იმიტომ მოუყარა თავი, რომ გუნდის წამყვანი მოთამაშეები "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში არიან გამოძახებული, რომელიც ტურნეს ახალ ზელანდიაში გამართავს.

"ჩვენ შევკრიბეთ საუკეთესო გუნდი, გამოვიძახეთ ყველა ის უძლიერესი მორაგბე, ვინც დაგვრჩა. მოუთმენლად ველით გამგზავრებას არგენტინაში, რათა ტურნე მშრალი ანგარიშით 2:0 მოვიგოთ.

მორაგბეებს შესანიშნავი შანსი ეძლევათ წარმოაჩინონ უცხოეთში თავისი ქვეყანა. გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა და ყველა ვარჯიშს თუ თეორიულ მეცადინეობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

არგენტინის ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია და მათ არასტრუქტურული რაგბის თამაში დაიწყეს. უნდა ვეცადოთ, რომ თამაშის სტრუქტურული ნაწილი ვაკონტროლოთ, რაშიც დაცვა ძალიან დიდ როლს ითამაშებს.

კაპიტანი დილან ჰარტლი იქნება, რომელმაც ამ ფუნქციას თავი შესანიშნავად გაართვა ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაში, მას ვიცე კაპიტნები, მაიკ ბრაუნი, დენ კერი და ჯორჯ ფორდი დაეხმარებიან".

ინგლისის ნაკრები

შერკინება: ვილი კოლერი, ლუკ კოუან-დიკი, ბენ კარი, ტომ კარი, ჩარლი ილზი, ელის გენგე, დილან ჰარტლი, ჯეიმს ჰესკელი, პაულ ჰილი, ნათან ჰოგი, ნიკ იზიკვე, ჯო ლანჩბერი, მეთ მალენი, კრის რობშო, სემ ანდერჰილი, ჰარი ვილიამსი, ტომ ვუდი.

უკანა ხაზი: მაიკ ბარუნი, დენი კერი, ჯო კოკანსაიგა, ნათან ირლზი, ჯორჯ ფორდი, პირს ფრენსისი, სემ ჯეიმზი, ალექს ლოზოვსკი, ჰარი მალინდერი, ჯო მარშანი, ჯეკ მანდერი, ჯონი მეი, ჰენრი სლედი, დენო სოლომონა.

ბესიკ ჯანგავაძე

0000000000000000000

000000000000000

00000000000000000

პირველად საქართველოში

გუშინ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტს დარიუშ როზუმს და გენერალურ მდივანს რიხო რანიკმას სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს სუმოს კავშირის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე.

შეხვედრაზე ისაუბრებს თბილისში 22-23 აპრილს გასამართავ ევროპის ჩემპიონატზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 13 ქვეყნის 290 სპორტსმენი. ევროპის ჩემპიონატი 21-წლამდელ, 23-წლამდელ და უფროსი ასაკი ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართება. ასევე, სტუმრებმა მოინახულეს ქართული სპორტის მუზეუმი, სადაც დაცულია ქართველი სუმოისტების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული მედლები და თასები.

ევროპის ჩემპიონატს დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემია უმასპინძლებს. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩემპიონებს 21 და 23-წლამდელები გამოავლენენ.

23 აპრილს მედლებისთვის უფროსები იბრძოლებენ. ჩემპიონატის დასკვნით დღეს ჩატარდება გუნდური შეჯიბრებაც, რომელიც როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის გაიმართება. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე 14 სპორტსმენით წარდგება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს, ამ დრომდე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვთ სამივე სინჯის 156 მედალი.

ევროპის ჩემპიონატი

საქართველოს ეროვნული ნაკრები

გიორგი მათიაშვილი (70 კგ)

გიორგი ნაცვლიშვილი (100 კგ)

ლაშა მეშვილდიშვილი (115 კგ)

გიორგი მეშვილდიშვილი (115 კგ)

ავთანდილ ცერცვაძე (+115 კგ)

ლაშა ჯელაძე (+115 კგ)

ავთანდილ ცერცვაძე (აბსოლუტური)

ლაშა ჯელაძე (აბსოლუტური)

გუნდური

1. ავთანდილ ცერცვაძე

2. გიორგი მეშვილდიშვილი

3. ლაშა ჯელაძე

4. ლაშა მეშვილდიშვილი

23-წლამდელთა ნაკრები

გიორგი მათიაშვილი (70 კგ)

ლევან ლომთაძე (85 კგ)

ირაკლი ჩაჩუა (100 კგ)

თედო წოწინაშვილი (100 კგ)

შამილ გოგოჭური (115 კგ)

ნიკოლოზ სისვაძე (115 კგ)

ზურაბ აქუბარდია (+115 კგ)

გიგა გელაშვილი (+115 კგ)

ზურაბ აქუბარდია (აბსოლუტური)

გიგა გელაშვილი (აბსოლუტური)

გუნდური

1. ზურაბ აქუბარდია

2. გიგა გელაშვილი

3. ლაშა ჯელაძე

4. გიორგი ფარადაშვილი

21-წლამდელთა ნაკრები

ლევან ლომთაძე (85 კგ)

ირაკლი ჩაჩუა (100 კგ)

თედო წოწინაშვილი (100 კგ)

შამილ გოგოჭური (115 კგ)

ნიკოლოზ სისვაძე (115 კგ)

ლაშა ჯელაძე (+115 კგ)

გიორგი ფარადაშვილი (+115 კგ)

ლაშა ჯელაძე (აბსოლუტური)

გიორგი ფარადაშვილი (აბსოლუტური)

გუნდური

1. შამილ გოგოჭური

2. ნიკოლოზ სისვაძე

3. ლაშა ჯელაძე

4. გიორგი ფარადაშვილი

მსყ.გოვ.გე

00000000

ჩოგბურთი

ბოლქვაძე ნახევარფინალშია

კაიროში ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იან საერთაშორისო ტურნირის წყვილთა პაექრობაში წარმატებით გამოდის თბილისელი მარიამ ბოლქვაძე: სლოვაკ ტერეზა მიჰალიკოვასთან ერთად მან წარმატებით გაიარა ორი ეტაპი. გუშინ მეოთხედფინალში ქართულ-სლოვაკურმა დუეტმა გვატემალელთა ტანდემი დაჯაბნა - მელისა მორალესი და კირსტენ-ანდრეა ვიდონი ორ სეტში დაამარცხა - 7:5, 6:1. ამ გამარჯვებით ჩვენებურმა ერთგვარი რევანში აიღო ერთეულებში სტარტზე ვიდონთან წაგებისთვის. ასპარეზობის რეიტინგფავორიტები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მეოთხე ნომრად განთესილ ინდოელებს - სოჯანია ბავისეტსა და რიშიკა სუნკარას დაუპირისპირდებიან. აზიელებმა გუშინ ლიზა-მარია მაეცონკე (გერმანია) და ჰელენ შოლსენი (ბელგია) ჩამოიშორეს გზიდან - 2:6, 6:4, 10:5. მეორე ნახევარფინალში კამილა კამპიზი (პარაგვაი), მარია ფერნანდა გონსალესი (კოლუმბია) და ბოიანა მარინკოვიჩი (სერბეთი), დესპინა პაპამიჩალი (საბერძნეთი) ითამაშებენ.

ჭადრაკი

ფანცულაია უდანაკარგოდ

ჩვენი ქვეყნის, ბრაზილიის, რუსეთისა და ესპანეთის 47 წარმომადგენელი მონაწილეობს რაპიდში მოჭადრაკე ვაჟთა საქართველოს გრან პრის მე-2 ეტაპის გათამაშებაში. შეჯიბრებას თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს. გუშინ ხუთი ტურის შეხვედრები გაიმართა. შესანიშნავად ასპარეზობს თბილისელი დიდოსტატი ლევან ფანცულაია, რომელმაც ზედიზედ დაამარცხა თანამემამულეები - აკაკი ზარდიაშვილი, ნიკა ვოლკოვი, დავით გოჩელაშვილი, ირაკლი ბერაძე, მეხუთე ტურში ბრაზილიელი ალექსანდრ ფიერი დაჯაბნა და გათამაშების ცხრილს უდანაკარგოდ ჩაუდგა სათავეში. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება ლუკა პაიჭაძე. ხოლო ალექსანდრ ფიერს, კონსტანტინე შანავას, დავით ჯოჯუას, დავით გოჩელაშვილსა და ნიკოლოზ ჩხაიძეს 4-4 ქულა აქვს. ტურნირზე კიდევ ოთხი ტური გათამაშდება და დღეს დასრულდება. მეწინავენი - ფანცულაია და პაიჭაძე დღეს მე-6 ტურში ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ვაჟა დანელია

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ