სამი ვარიანტი "ფეიქარზე" საფეხბურთო კერის გადასარჩენად
წინა ნომერში "ლელო" წერდა ტრიკოტაჟის ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე მდებარე "ფეიქრების" სტადიონთან დაკავშირებულ პრობლემაზე. 20 აპრილს კი საკრებულოში ამ საჭირბოროტო საკითხზე შეხვედრა გაიმართა:

- SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!

"შეხვედრა გვქონდა თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან. ჯერჯერობით ვითარება უცვლელია, მაგრამ ვცდილობთ, სტადიონი გადავარჩინოთ", - უთხრა "ლელოს" თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქეთევან ჯოხაძემ.

მანვე კითხვაზე - არის თუ არა "ფეიქარზე" საფეხბურთო კერის გადარჩენის შანსი, ასე გვიპასუხა:

"შანსი ნამდვილად არის. პირველი - ეს არის ადგილმონაცვლეობის პრინციპით ინვესტორისთვის სხვა ტერიტორიის შეთავაზება და ამ შეთავაზებაზე დათანხმება.

მეორე - სტადიონის ქვეშ თავშესაფარია და თავდაცვის სამინისტრომ მშენებლობის უფლება თუ არ დართო, ამის ალბათობა კი ნამდვილად არსებობს, იქ კორპუსი ვერ აშენდება.

მესამე ვარიანტი შეთანხმება იქნებოდა - თუ ინვესტორი სტადიონს ხელს არ ახლებს, 9-სართულიანის ნაცვლად 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობის უფლება მიეცემა...

უფრო რთულად არის საქმე დიღმის ბაზასთან დაკავშირებით, რადგან მშენებლობის პროექტზე ნებართვა უკვე გაცემულია და 3 სართულიც ამოყვანილია. "ფეიქრების" შემთხვევაში კი ასეთი უფლება გაცემული არ არის და ამიტომაც მგონია, რომ სტადიონის გადარჩენა შესაძლებელია".

"ფეიქრების" სტადიონთან დაკავშირებული სიტუაციით აღშფოთებულია ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი:

"საქართველომ ბოლო წლებში ისედაც არაერთი სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაკარგა. "ტრიკოტაჟის" სტადიონზე კი გული განსაკუთრებით მწყდება იმიტომ, რომ ფეხი იქ ავიდგი, ბავშვობა იქ გავატარე...

ასეთი ისტორიის მქონე სკოლას და სტადიონს ყველა მოუფრთხილდებოდა და ბრენდად აქცევდა, ჩვენ კი... ბარემ პირდაპირ თქვან, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთი არ აინტერესებთ და წითლად გადახაზონ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxa
მერე დავირაზმოთ ერთად ფეხბურთის გულშემატკივარი და არ დავანებოთ სართულიების დაშენება
bajo
მურტალოს..სრულიად გეტანხმები მეგობარო არარაობის საყურებლად 50 000 ატასი ვიკრიბებიტ ფეხბურტის მტრებს ვამდიდრებტ .კეტასჰვილს დაუდგეტ გვერდსჰი ის 3 სარტული დავანგრიოტ და მერე ნხე ტუ გაბედავენ მეორედ.
პეტრე კუპრი
საქართველოში ყველაზე მდიდარს აინტერესებს ხეები, ყველა სხვა დანარჩენს - ფული... რა ფეხბურთი, რის კულტურა?
murtalo
საკვირველი ისაა თითქოს გვიყვარს ფეხბურთი, მაგრამ როცა საჭიროა სოროებში ვიმალებით. ნუთუ არ შიეძლება ჟურნალისტებმა და ფეხბურთის მოყვარულებმა რაღაც წვლილი შევიტანოთ სტადიონების გადარჩენაში. თუნდაც ხალხმრავალი საპროტესტო აქციის მოწყობაა შესაძლებელი და ეს იქნებოდა ჩვენი ფეხბურთისადმი სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო საშუალება.
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ისტორია - როგორ გაეხუმრნენ ქართველ ლეგენდას უკრაინელი თანაგუნდელები
SOS! "ბამბის ნართი" ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ!
27 წლის წინ - პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი [VIDEO]
"ზუგდიდის" მთავარ მწვრთნელად უკრაინელი ვლადიმირ ლიუტი დაინიშნა
უკრაინელი ინვესტორების ამბავი - არის თუ არა ცნობილი მენეჯერი სელიუკი "ზუგდიდის" ახალი მეპატრონე?
ამ დღეს, 28 წლის წინ საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო [PHOTO]