NBA: გუშინდელი დღის მთავარი მოულოდნელობა, "ბოსტონთან", ტრავმირებული ერიკ გორდინის გარეშე მოთამაშე "კლიპერსის" წარმატება გახდა
"ბოსტონის" შინ წაგება "კლიპერსთან" გუშინდელი დღის მთავარი მოულოდნელობა აღმოჩნდა. არადა, კალიფორნიელებმა ჯერ ვერ დაიბრუნეს ტრავმირებული ერიკ გორდონი, გარდა ამისა, საშინლად ჩაატარა ეს შეხვედრა ბლეიკ გრიფინმა. "ბოსტონის" მარწუხებში მოქცეულმა დებიუტანტმა მოკრძალებული 12 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. სამაგიეროდ, შეუდარებელნი იყვნენ მო უილიამსი, ვინც შვიდიდან ხუთი სამქულიანი ჩააგდო და რენდი ფოიე, რომელმაც პარტნიორებს 12 შედეგიანი პასი ჩამოურიგა (თვით რადონ რონდოზე სამით მეტი).

კინაღამ დამსახურებული გამარჯვება დათმო "ნიუ იორკმა". მესამე მეოთხედში "ნიქსი" სტუმრად "მემფისს" 17 ქულას უგებდა და გართულებას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ "დათვებმა" შეძლეს ენტონის, სტაუდმაიერისა და სხვების შეჩერება და ბოლო მეოთხედში მეტოქეს მხოლოდ 14 ქულა ჩააგდებინეს. ბოლო წამებზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და ოვერტაიმისთვის ემზადებოდნენ, როცა კარმელო ენტონიმ გამარჯვების ტყორცნა ჩააგდო.

გმირობა ჩაიდინეს "ნიუ ორლეანის" კალათბურთელებმა. კრის პოლის გარეშე "დალასის" დამარცხება უკვე მიღწევაა, მაგრამ თამაშის მსვლელობას თუ გავითვალისწინებთ, "ჰორნეტსის" მოთამაშეები მართლაც გმირები აღმოჩდნენ. თამაშის დასრულებამდე 55 წამით ადრე მასპინძლები შვიდ ქულას აგებდნენ, მაგრამ 8:0 გაქცევა მოაწყვეს. "ნიუ ორლეანს" გამარჯვება ჯეკის სამმა ზუსტმა საჯარიმომ მოუტანა, ბოლო წამზე კი ნოვიცკიმ ვერ შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა.

დღის ანტიგუნდი გახდა "ინდიანა პეისერსი". ამ გუნდმა "მინესოტას" არცთუ ისე საიმედო დაცვის წინააღმდეგ თამაშიდან სროლების მხოლოდ 29 პროცენტი გამოიყენა და ჯამში 75 ქულა დააგროვა. განსაკუთრებით "გამოიჩინა" თავი დენი გრეინჯერმა. "პეისერსის" ლიდერს თითქოს თვალები ჰქონდა ახვეული - 19-ჯერ ისროლა თამაშიდან და მხოლოდ ორჯერ ჩააგდო, ცხრა სამქულიანიდან კი ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

კევინ ლავმა ტრადიციას არ უღალატა და ზედიზედ 52-ე ორმაგი დუბლი მიითვალა - 17 ქულა და 21 მოხსნა. ახლა ეს ფორვარდი ამ მაჩვენებლით NBA-ის ერთპირონული რეკორდსმენი გახდა.

ბოლო დროს დღე ისე არ ჩაივლის, რაიმე სტატისტიკური მიღწევა არ დაფიქსირდეს. "დეტროიტთან" მოგებულ მატჩში "სან ანტონიო სპურსის" ლიდერმა ტიმ დანკანმა მხოლოდ ერთი დაფარება მიითვალა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა ყველა დროის შესაბამის სიაში "ბოსტონის" ლეგენდარული ცენტრის - რობერ პერიშის გასასწრებად. ახლა დანკანი 2362 დაფარებით მეცხრე ადგილს იკავებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ "დენვერ ნაგეტსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯორჯ კარლმა ახალი კონტრაქტი გააფორმა თავის ამჟამინდელ კლუბთან. გამოცდილი სპეციალისტი 2014 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს "დენვერს". მხარეებს შორის მოლაპარაკებები მთელი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამასთან, კარლი ამ სეზონის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კარიერის დასრულებას არ გამორიცხავდა.

ახლა კი ახალი ხელშეკრულება თანამშრომლობის კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელებას ითვალისწინებს. კარლი ამ სეზონში გახდა მეშვიდე მწვრთნელი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, ვინც კარიერაში 1000 გამარჯვების მოპოვება შეძლო.

კარლი "ნაგეტსს" მეშვიდე წელია ხელმძღვანელობს და მისი მეცადინეობით კლუბი ყოველთვის ხვდებოდა პლეი ოფში.

ნიუ ჯერსი-გ. სტეიტი 94:90

29:22, 22:27, 23:28, 20:13

ნ-ჯ: ლოპესი (26+10 მოხსნა), მოროუ (22+6 მოხსნა), ვუიაჩიჩი (16), ჰემფრიზი (11+15 მოხსნა).

გ-ს: ლი (17+10 მოხსნა), ელისი (16), კარი (15), რაიტი (10+7 მოხსნა), უილიამსი (10).

ფილადელფია-ოკლაჰომა 105:110 (ო)

34:28, 21:27, 25:27, 21:19, 4:9

ფ: ჰოლიდეი (22+8 პასი), უილიამსი (22), მიქსი (17+7 მოხსნა), იგუოდალა (14+8 პასი+6 მოხსნა), ბრენდი (13+15 მოხსნა).

ო: დურანტი (34+16 მოხსნა), უესტბრუკი (27+12 პასი+5 მოხსნა), კოლისონი (13+10 მოხსნა), ჰარდენი (11).

ტორონტო-იუტა 94:96

26:31, 24:21, 28:18, 16:26

ტ: დეროზანი (17+8 მოხსნა), უიმსი (16+5 მოხსნა), კალდერონი (14+6 პასი), დევისი (12), ევანსი (2+11 მოხსნა).

ი: ჯეფერსონი (34+8 მოხსნა), მაილზი (23+7 მოხსნა), ჰარისი (23+5 პასი).

შარლოტი-ჩიკაგო 84:101

24:27, 25:25, 20:23, 15:26

შ: ჰენდერსონი (20+8 პასი), კანინგემი (15+6 მოხსნა), ბრაუნი (11+11 მოხსნა), უაიტი (10+5 მოხსნა), დიაო (10).

ჩ: როუზი (20+6 პასი), კორვერი (20), გიბსონი (14+6 მოხსნა), ნოა (12+13 მოხსნა), ბუზერი (10+7 მოხსნა), ბრიუერი (10).

ბოსტონი-კლიპერსი 103:108

17:30, 25:30, 24:16, 37:32

ბ: ალენი (23+6 მოხსნა), კრსტიჩი (20+9 მოხსნა), პირსი (19+6 პასი), გარნეტი (16+8 მოხსნა), რონდო (13+9 პასი+7 მოხსნა).

კ: უილიამსი (28), ჯორდანი (21+9 მოხსნა), გრიფინი (12+7 მოხსნა+5 პასი), გომესი (12), კამანი (10+5 მოხსნა).

ნიუ ორლეანი-დალასი 93:92

16:16, 27:30, 17:24, 33:22

ნ-ო: ჯეკი (21+7 პასი+6 მოხსნა), ბელინელი (21+5 მოხსნა), უესტი (16+10 მოხსნა), ლენდრი (15).

დ: ნოვიცკი (26), ჩენდლერი (16+13 მოხსნა), ბარეა (12), ტერი (10+5 პასი).

მილუოკი-კლივლენდი 110:90

23:27, 39:22, 26:18, 22:23

მ: ჯენინგსი (18), ბოიკინსი (18), დუგლას-რობერტსი (13), სანდერსი (12+5 მოხსნა), სალმონსი (12), ბროკმანი (11+6 მოხსნა).

კ: სამუელსი (15+5 მოხსნა), გიბსონი (13+7 პასი), გი (12), პარკერი (11+5 მოხსნა), ეიენგა (11), სეშენსი (10+6 პასი+5 მოხსნა).

მინესოტა-ინდიანა 101:75

27:19, 23:21, 29:16, 22:19

მ: ლავი (16+21 მოხსნა), ბიზლი (16+8 მოხსნა), რენდოლფი (14+7 მოხსნა), ტოლივერი (14+6 მოხსნა), რიდნური (13).

ი: ჰენსბრო (21+10 მოხსნა), პრაისი (13), გრეინჯერი (10).

მემფისი-ნიუ იორკი 108:110

27:30, 26:31, 29:35, 26:14

მ: ალენი (22), არტური (21+7 მოხსნა), რენდოლფი (20+11 მოხსნა), კონლი (20+6 პასი+5 ჩაჭრა), გასოლი (12).

ნ-ი: ენტონი (31+6 პასი+5 მოხსნა), სტაუდმაიერი (26+6 მოხსნა), დუგლასი (18+10 პასი), ფილდსი (16+6 მოხსნა+6 პასი), მეისონი (10).

სან ანტონიო-დეტროიტი 111:104

40:26, 27:26, 21:23, 23:29

ს-ა: პარკერი (23+7 პასი), ჯინობილი (17+5 პასი), დანკანი (15+12 მოხსნა), ნოა (15), ჯეფერსონი (12), ბონერი (11).

დ: ჰემილტონი (20), მონრო (16+10 მოხსნა), პრინსი (16), მაკგრეიდი (15+9 პასი+7 მოხსნა), გორდონი (12).

საკრამენტო-ორლანდო 102:106

33:29, 26:27, 20:20, 23:30

ს: კაზინსი (29+7 მოხსნა), ტორნტონი (22+6 მოხსნა+5 პასი), ტომპსონი (16+6 მოხსნა).

ო: ნელსონი (26), რიჩარდსონი (19), ჰოვარდი (16+15 მოხსნა), თურქოგლუ (13), არენასი (12).

ლებრონს უჩივლეს

ქალაქ ატლანტას ერთ-ერთმა ღამის კლუბმა "მაიამი ჰიტის" ლიდერ ლებრონ ჯეიმსს სასამართლოში უჩივლა. პრეტენზიის არსი შემდეგში მდგომარეობს: მოთამაშე დაპატიჟეს ღონისძიებაზე, რომელიც ბარის მეპატრონეებს 17 მარტისთვის აქვთ დაგეგმილი, მაგრამ ამ დღეებში კალათბურთელმა გააფრთხილა ორგანიზატორები, რომ ვერ შეძლებდა ამ ღონისძიებაზე დასწრებას, არადა, ავანსად მიღებული ჰქონდა 15 500 დოლარი (სრული ჰონორარი 25 ათასი დოლარი უნდა ყოფილიყო).

ღამის კლუბის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა, რომ იმავე დღეს ჯეიმსი კონკურენტი ბარის მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის გამო ეს კლუბი ჯეიმსისგან მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, გარდა ამისა, სურს, ლებრონს კონკურენტ ბარში გამოჩენა აუკრძალოს. პირველი სასამართლო გარჩევა დღეისთვის არის დანიშნული.

ჯორდანი: MVP როუზია!

ლეგენდარულმა მაიკლ ჯორდანმა ამ სეზონის საუკეთესო მოთამაშის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა. ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი გულგრილი არ არის "ჩიკაგოს" ამჟამინდელი ლიდერის, დერიკ როუზის თამაშით.

"ის სეზონის MVP-ია. ეჭვგარეშეა, როუზი იმსახურებს ამ პრიზს, რადგან შესანიშნავად თამაშობს.

თუ ამ ჯილდოს არ მისცემენ, ის აუცილებლად ისევე იგრნობს თავს, როგორც მე ვგრძნობდი თავის დროზე", - ამბობს მაიკლი.

თავად როუზი ჯორდანის სიტყვების გამო სიხარულს ვერ მალავს.

"ჩემთვის დიდი პატივია მისგან ასეთი სიტყვების მოსმენა. უბრალოდ გამარჯვებას ვცდილობ და ამ პრიზს იმ შემთხვევაში მივიღებ, თუ მოგების გზიდან არ გადავუხვევ.

მე და მაიკლი განსხვავებული ადამიანები ვართ. ის უფრო კონტაქტურია, ვიდრე მე. მისი სიტყვები ყველგან ისმოდა, როცა პარტნიორებს ელაპარაკებოდა.

ყოველთვის მესმის მისი გმირობების შესახებ. მაგალითად, სროლა დახუჭული თვალებით. მე ამის გაკეთებას ვერასოდეს შევძლებდი", - აცხადებს როუზი.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე