საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 20 ნოემბერს, თავის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში ჩაერთვება
საქართველოს ნაკრები 20 ნოემბერს თავის ისტორიაში პირველად ჩაერთვება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. წინასწარ შეიძლება იმის თქმა, თუ გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნდა, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსიც რეალურია.

საქმე ის არის, რომ 2019 წლის მსოფლიოსთვის, რომელიც ჩინეთში გაიმართება, გუნდების რაოდენობა 32-მდე გაიზრდება. ევროპიდან მასში 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა 7 მაისს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გაიმართება. წილისყრის წინ გუნდები ორ დივიზიონად არიან გაყოფილნი. მეორეში ის ნაკრებები თამაშობენ, რომლებმაც ევრობასკეტი 2017-ის საგზური ვერ მოიპოვეს. ისინი ჯგუფებში უკვე განაწილდნენ და წინასწარ საკვალიფიკაციოს აგვისტოში ითამაშებენ. ოთხი ჯგუფის საუკეთესო ორ-ორი ნაკრები შესარჩევი ეტაპის მონაწილე გუნდებს შეუერთდება და 20 ნოემბრიდან ისინიც მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მიმავალ გზას დაადგებიან.

შესარჩევ ეტაპზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები ითამაშებს, 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფად გაიყოფა. მომდევნო ეტაპზე 24 გავა, მხოლოდ ბოლოადგილოსნები ვერ განაგრძობენ გზას. შემდეგ შეიქმნება ექვსგუნდიანი ოთხი ჯგუფი, საიდანაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს სამ-სამი ტოპ-გუნდი, სულ 12 მიიღებს.

წილისყრის წინ ფიბას გუნდები კალათებში ოფიციალურად არ გაუყვია. შესაბამისად, დღეს გადაჭრით თქმა, რომ მეორე კალათაში ვიქნებით, არ შეიძლება. თუმცა აქამდეც არაერთხელ გამოგვიცნია კალათები. ეს რთული სულაც არ არის, რადგან გუნდები ძირითადად ერთი პრინციპით ხარისხდება.

რადგან მხოლოდ ევროპული ნაკრებები გვაინტერესებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გუნდები მსოფლიოს შესარჩევისთვისაც ისეთივე პრინციპით დალაგდება კალათებში, როგორითაც 22 ნოემბერს გამართულ ევრობასკეტის წილისყრამდე. თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს ოფიციალური ვერსია არ არის:

კალათა 1: ესპანეთი, ლიტვა, საფრანგეთი, სერბეთი, საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ლატვია.

კალათა 2: ხორვატია, ისრაელი, თურქეთი, ფინეთი, რუსეთი, სლოვენია, უნგრეთი, საქართველო.

კალათა 3: გერმანია, ბელგია, პოლონეთი, მონტენეგრო, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, რუმინეთი.

კალათა 4: რვა გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპიდან, რომელიც აგვისტოში გაიმართება.

დაველოდოთ 7 მაისს და ვნახოთ, ვის გვარგუნებს მეტოქედ გუანჯოუს წილისყრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89