შტუტგარტელის საკითხი მომავალ კვირაში გადაწყდება
„შტუტგარტისა“ და გერმანიის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა სამი ხედირამ უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს მას მიუნხენის „ბაიერნთან“ წინასწარი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე ოცნებობს. 23 წლის ხედირა „სამეფო გუნდთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედოვნებს, რომ ტრანსფერი განხორციელდება.

„ბაიერნთან“ არანაირი შეთანხმებისთვის არ მიმიღწევია. მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ და როგორც იცით, „რეალმაც“ დაადასტურა, რომ ჩემი გადაბირება უნდა. „სამეფო გუნდის“ ხელმძღვანელებს ერთი კვირის წინ შევხვდი და მათთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა, - უთხრა ხედირამ „ბილდს“ და იქვე დასძინა, - „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია, ჟოზე მოურინიო კი საუკეთესო მწვრთნელი. ამ სპეციალისტით ყოველთვის მოხიბლული ვიყავი. მადრიდელებმა მოურინიოს გადაბირებით ყველა მიახვედრეს, რომ მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურთ. ჟოზე თავის გუნდებს ყოველთვის ისეთი ტაქტიკით ათამაშებდა, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოსაა: მისი გუნდები ყოველთვის ტაქტიკური დისციპლინით, კომპაქტური დაცვითა და სწრაფი ფეხბურთით გამოირჩევიან.“

ხედირა აცხადებს, „რეალზე“ სერიოზულად რომ არ ვფიქრობდე, მადრიდელებთან მოლაპარაკებებს არც დავიწყებდიო. მისი თქმით, ყველაფერი მომავალ კვირაში გაირკვევა. სამი ხედირას „შტუტგარტთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ანუ, შვაბურ კლუბს ახლა უკანასკნელი შანსი აქვს, რომ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველში ფული აიღოს. „შტუტგარტი“ ხედირას სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.

ლელო

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა