სუპერლიგის 2016-17 წლების გათამაშების რეგულარული ეტაპი დასრულდა
ესეც ასე, მშვიდობიანად დასრულდა სუპერლიგის 2016-17 წლების გათამაშების რეგულარული ეტაპი.

მართალია, პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა აქამდეც ვიცოდით, მაგრამ რამდენიმე შეკითხვა მაინც ინარჩუნებდა აქტუალურობას: რეგულარულში "დინამო" მეოთხედაც მოუგებდა "ქუთაისს"? დააღწევდნენ ბოლო ადგილს თავს "მგზავრები"? შეწყვეტდა "ბათუმი" წარუმატებელ სერიას?

...და მთავარი შეკითხვა: რომელი გუნდი დაასრულებდა რეგულარულს მესამე ადგილზე?

პასუხი პირველ შეკითხვაზე

როგორც "დინამოსა" და "ქუთაისის" წინა შეხვედრები, მეოთხე დაპირისპირებაც მშვენიერი სანახავი გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდაო, ხშირად ვამბობთ.

ამჯერად ვერც ბოლო წუთებმა გამოარკვია გამარჯვებული. დამატებით დროში კი კვლავ "დინამომ" იყოჩაღა, რეგულარული ეტაპი 25 მოგებით დაასრულა და საბოლოოდ ხუთი ქულით გაასწრო მეორეადგილოსან "ქუთაისს", რომლის რიგებში ოთხმაგ დუბლს მიუახლოვდა საქართველოს ნაკრების სასტარტო გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე: 19 ქულა, 7 მოხსნა, 8 პასი, 8 ჩაჭრა.

პასუხი მეორე...

"მგზავრებს" სეზონის დასაწყისში ტრავმებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა. შესაბამისად, შემოდგომით ბევრი ქულაც დაკარგა, რომლის ანაზღაურება მეორე წრეში სცადა. ბოლომდე გამოუვიდაო, ვერ ვიტყვით, რადგან პლეი ოფში ვერ გავიდა და მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.

თუმცა ბუბა ბერიშვილს ხელწამოსაკრავი გუნდი რომ არ ჰყავს, "დინამოსთან" ორ მატჩშიც დაამტკიცა (ორჯერ დაამარცხა) და "სოხუმთანაც". ამ მოგებით "მგზავრებმა" ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

პასუხი მესამე...

"ბათუმისთვის" დიდი დანაკლისია კრის ფელჩერის არყოფნა. წელის ტრავმის გამო იგი გუნდს შუა სეზონში გამოაკლდა.

ბათუმელებს სწორედ წინა ხაზში უჭირთ და მოკლე სათადარიგოთა სკამის გამო საქმის ბოლომდე მიყვანა უჭირთ. ასე მოხდა "ოლიმპთანაც", რომელიც "მგზავრების" დარად, ჩემპიონატის მეორე ნახევარში უკეთ თამაშობს.

პასუხი მეოთხე...

ყველაზე დიდი ინტრიგა რუსთავში იყო. ადგილობრივ გუნდსა და "კაკტუსს" უნდა გაერკვიათ, ვინ დაიკავებდა მესამე ადგილს. ეს კი ნახევარფინალში "ქუთაისთან" დაპირისპირებას ნიშნავდა.

არჩილ ჟღენტის "კაკტუსმა" ბოლო მატჩებში აკრეფილი ტემპი არ დააგდო და ამჯერადაც გაიმარჯვა, რაშიც დიდი წვლილი წინახაზელებმა შეიტანეს: აქამდე მოხსნებში რეკორდს კაკტუსელები ბრიჯმენი და ფლოვიესი იყოფდნენ - 19-19 მოხსნა. რუსთავში ეს მაჩვენებელი ორივემ გააუმჯობესა, ფლოვიესმა 20-ჯერ მოხსნა, ბრიჯმენმა - 21-ჯერ.

ასე და ამგვარად, ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ "დინამო"-"რუსთავი", "ქუთაისი"-"კაკტუსი".

"სოხუმი", "ოლიმპი", "მგზავრები" და "ბათუმი". ეს გუნდები ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ორ წრედ ითამაშებენ. მომდევნო ეტაპზე რეგულარულში დაგროვილი ქულები გადაჰყვებათ.

სუპერლიგა 2016/17. XVIII ტური

დინამო-ქუთაისი 87:82

15:14, 16:15, 22:27, 23:20, 11:6

დინამო: ვონი (21ქ, 5პ), გრძელიძე, ლონდარიძე (11ქ, 8მ), მაჩალაძე (2ქ, 3ჩ), ფაცაცია (6ქ, 8მ), ჭოჭუა (5ქ, 3პ), მარავიჩი (15ქ, 3ჩ), გ. რევაზაშვილი (3ქ), ბერიშვილი (24ქ, 7მ).

ქუთაისი: ბოისა (5ქ), ცეკვავა (7ქ, 5პ), ფაშაევი (2ქ), ქადარია (2ქ), ცინცაძე (19ქ, 7მ, 8პ, 8ჩ), გ. ბარბაქაძე (23ქ, 5მ), ლომოური (3ქ), ტუბაკი (6ქ), ბექაური (15ქ, 7მ, 3დ).

მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.

ოლიმპი-ბათუმი 64:61

19:17, 14:20, 12:14, 19:10

ოლიმპი: გივი ბაქრაძე (5ქ), ბურნეთი (11ქ, 13მ, 3ჩ, 3დ), ბოლქვაძე (9ქ), როგავა (11ქ, 7მ, 4პ, 3ჩ), გეგი ბაქრაძე (4ქ), მიქელაძე (9ქ, 6პ), მასხულია (6ქ), პიჩფორდი (9ქ), შლიცერი.

ბათუმი: ჯინჭარაძე (17ქ, 13მ), ლეჟავა (14ქ, 5მ), ლ. რევაზაშვილი (3ქ), თენიეშვილი (9ქ, 8მ), კრივცოვი (2ქ, 9მ), რამიშვილი, მაისურაძე (5ქ), შემოსიუკი (11ქ, 6მ, 6პ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.

სოხუმი-მგზავრები 79:87

16:25, 30:20, 16:17, 17:25

სოხუმი: კვეტენაძე, ბოქოლიშვილი (13ქ, 5მ), ზაქრაძე, ჯგერენაია (4ქ), დ. ბარბაქაძე (16ქ, 5მ, 3პ), ბულიავა (8ქ), ტიშენკო (10ქ, 12მ), ვუდსონი (16ქ, 9მ, 8პ, 4ჩ).

მგზავრები: ფხაკაძე (12ქ, 4პ), ცირეკიძე (5ქ), ლომინაშვილი, ტურძელაძე (6ქ, 3ჩ), ქავთარაძე, ტეილორი (24ქ, 5მ, 3პ), მერფი (10ქ, 12მ), ალენი (30ქ, 4პ, 3ჩ).

მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.

რუსთავი-კაკტუსი 71:77

20:31, 19:13, 17:15, 15:18

რუსთავი: ბრიგსი (18ქ, 11მ), ხმელიძე (8ქ), ლორთქიფანიძე, ლი (5ქ, 5პ), წიქარიშვილი, ჩაჩანიძე (6ქ, 5მ, 3პ), ათუაშვილი (9ქ, 10მ), კასპერბაუერი (11ქ), გოგობერიშვილი (14ქ), გუგავა.

კაკტუსი: უაითი (10ქ), ჩიკვილაძე (7ქ, 5პ), ჩლაიძე (19ქ), ლოლიშვილი, ბრიჯმენი (10ქ, 21მ), ბააკაშვილი (2ქ), დ. ლომიძე (6ქ), ფლოვიესი (23ქ, 20მ).

მსაჯები: დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, გ. ვართანოვი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO. საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი] "იბერიას" დუბლი არ გამოუვიდა, "დილა" თასს მეორედ დაეპატრონა!
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
შიო ხეცურიანის შეხვედრა მწვრთნელებთან
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
დუდუ დადიანის მემორიალი: "რუსთავი" დაბრუნდა
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
სუპერლიგა 2016/17. XXV ტური: "კაკტუსის" გზა, "მგზავრების" ეკლები
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინას 2 ტესტ-მატჩი მოუგო
U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
ბუბა ბერიშვილი: "ბიჭებმა დაგეგმილზე მეტი გააკეთეს და მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს"
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"
როგორ მოახერხა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპაში შესვლა?
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: "ქუთაისი" ისევ ფინალშია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს