ჯეიმს მილნერმა „ასტონ ვილას“ მწვრთნელს მარტინ ონილს სასწრაფოდ მოსთხოვა შეხვედრა.
ჯეიმს მილნერმა „ასტონ ვილას“ მწვრთნელს მარტინ ონილს სასწრაფოდ მოსთხოვა შეხვედრა. ერთი ხნის წინ ონილმა საყვედურის ტონით თქვა, ამ ბიჭს ჩვენგან წასვლა უნდაო, რამაც ბირმინგემელთა გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი აღაშფოთა და ურთიერთობის გასარკვევად ბოლო დღეებში მწვრთნელთან დაკავშირებას ცდილობდა. შეგახსენებთ, რომ მილნერი 24 წლის ნახევარმცველია, რომელსაც ფრთაზეც შეუძლია თამაში და შუაშიც. ის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის გამოკითხვით წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მილნერის შეძენით „მანჩესტერ სიტი“ გახლავთ დაინტერესებული. ისტლენდერები მზად არიან მილნერის სანაცვლოდ „ვილას“ 24 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.

„ასტონ ვილა“ სეზონისთვის ირლანდიაში ემზადება და ონილმაც სწორედ იქ გააკეთა კომენტარი მილნერის ამბავთან დაკავშირებით. მწვრთნელმა თქვა:

„ჯეიმსი და მისი აგენტი ჩვენთან ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მოვიდნენ და გვითხრეს, რომ მილნერს „ასტონ ვილადან“ წასვლა უნდა. „ფეხბურთელს „მანჩესტერ სიტიმ“ შესთავაზა კონტრაქტი, ამ ორ გუნდს შორის კი დიდი განსხვავებაა. გარდა ამისა, ჯეიმსის აგენტმა, ამ საუბრისგან დამოუკიდებელი შეხვედრის დროს, ჩვენი კლუბის აღმასრულებელ დირექტორს უთხრა, რომ მისი კლიენტი „ვილასთან“ ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს. ამან, მოვლენებს დამატებითი სახეც შესძინა. გამოვიდა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ჩვენს მოთამაშეს თავისი ფასი დაადო. ეს ფასი ჩვენსას არ ემთხვევა, მაგრა ვნახავთ, რა გამოვა. ამ საქმის გარკვევა ჩვენი დირექტორებისა და მეპატრონისთვის დამითმია. თუ ყველაფერი მართლა ისეა, როგორც გვეუბნებიან და თუ მოთამაშეს ერთი სული აქვს ისე უნდა ჩვენგან გაქცევა, მაშინ დარწმუნებული ვარ მისი გაყიდვის საქმე არ დაბრკოლდება“.

მილნერის მავანმა მეგობარმა კი უნგლისურ ტაბლოიდებს თავისი მეგობრის პოზიცია ასე გააცნო:

„ერთი რამ ყველამ უნდა იცოდეს - ჯეიმსს „ასტონ ვილას“ დატოვება არასდროს უთხოვია. გარდა ამისა, მისი საკონტრაქტო დეტალების განხილვაზეც არასდროს არაფერი თქმულა. კიდევ, რატომ თქვა ონილმა, რომ მილნერი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ცდილობდა გუნდიდან წასვლას? მისი შეძენის სურვილი „მანჩესტერ სიტიმ“ სრულიად ოფიციალურად ჯერ კიდევ ორი თვის წინ გამოთქვა და ბირმინგემელებს იურიდიულად გამართული შეთავაზებაც გამოუგზავნა. „ასტონ ვილამ“ პირველად სწორედ მაშინ უარყო მანჩესტერელების წინადადება. ორი თვე ისეთი დროა, რომლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ანდა, რატომ უნდა გაერთულებინა ჯეიმსს მდგომარეობა „ასტონ ვილაში“ წასვლის ასე კატეგორიული მოთხოვნით? მინდა ბირმინგემელ ფანებს ვთხოვო ამ ყველაფერს დაუკვირდნენ და ისე განსაჯონ“.

თუმცა, ჯეიმს მილნერის სამეგობროს თხოვნის მიუხედავად „ვილას“ გულშემატკივრებს სრულიად მოსალოდნელი და ადექვატური რეაქცია ჰქონდათ. ვებსაიტ „ვიტალ ვილას“ რედაქტორმა ჯონათან ფიარმა თქვა:

„ფანებს ორმაგო გრძნობა მოერიათ. ისინი ერთდროულად განრისხებულებიც არიან და იმედგაცრუებულნიც. ჯეიმსი ხომ ჩვენთან „ვილა პარკზე“ ნამდვილი გმირი იყო. მისი დაუღალავი თამაშითა და უშრეტი ენერგიით ყველა აღფრთოვანებული რჩებოდა. და მაინც, თუ მილნერის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს მაინც მივიღებთ, მივიჩნევთ, რომ ტრანსფერი ამ ფულად ღირდა, თუმცა, ვშიშობ, სადაც არ უნდა გადავიდეს იგი, სათამაშოდ ბირმინგემში რომ ჩამოვა, ძალიან ცუდად მიიღებენ“.

სხვათაშორის, „ასტონ ვილამ“ მილნერთან და მის აგენტთან მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა და დიპლომატიურად დაახასიათა, პროდუქტიული იყოო. როგორც ხედავთ, კლუბისა და მისი ირლანდიელი მწვრთნელის შეფასებები ერთმანეთისგან ფრიად განსხვავებული გამოვიდა. ერთი შეხედვით კლუბი „მანჩესტერ სიტისთან“ მშვიდად ვაჭრობდა და ტრანსფერსაც ამზადებდა, მწვრთნელმა კი უხეში რეპლიკებით აშკარა დისონანსი შეიტანა. სხვა ბირმინგემული წყაროები ამბობენ, რომ ონილის გამოხდომამ უხერხულობა გამოიწვია, თუმცა, იმასაც ეჭვობენ, რომ მწვრთნელს მილნერის გაყიდვის კომბინაციაში ჩასმული სტივენ აირლენდის „სიტიდან“ „ვილაში“ გადმოსვლა ძალიან მოეწონება და დააშოშმინებს. საერთოდ, „ვილას“, რასაკვირველია, ფულის მიღება უჯობდა, მაგრამ ვინაიდან ისტლენდერები 30 მილიონი ფუნტის გაღებას არ აპირებენ, დიდი შანსია გარიგება „ფულს პლუს ფეხბურთელი“ სისტემით შედგეს. ონილი ამბობს:

„დღეს „მანჩესტერ სიტი“ სხვა სამყაროდან რომ არის ეს კარგად მესმის და ისიც გასაგებია, რომ ბევრი ფეხბურთელი ამ გუნდში გადასვლაზე ოცნებობს - ეს მათი საქმეა. ჩვენ ეს ყველაფერი ფაქტად უნდა მივიღოთ და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ. ბოლოს და ბოლოს მარტო ჯეიმსშიც არ არის საქმე. აქ, „ასტონ ვილაში“ ბევრი ჩინებული ფეხბურთელი გვყავს, რომელთა მომავალს შიშით შევყურებთ. ნებისმიერ წამს შეიძლება მოვიდეს დიდი კლუბი და ძალიან იოლად წაგვართვას ნებისმიერი მათგანი“.

ლელო

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...