ჯეი ლიგაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერი იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამს უვნებელი გადაურჩა

როგორც ცნობილია, გუშინ იაპონიაში ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი - 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ათასობით ადამიანია დაღუპული.

იაპონელების მიმართ წმინდა ადამიანური თანაგრძნობის გარდა, ჩვენ იაპონიაში მცხოვრები და დასაქმებული ქართველების ბედი გვაღელვებდა.

ამბის შეტყობის შემდეგ ვცდილობდით იაპონიაში საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ დავით მუჯირთან დაკავშირებას, რომელიც იაპონიის ჯეი ლიგის "საფრენჩე ჰიროსიმაში" წლეულს გადავიდა. თუმცა სტიქიური უბედურების გამო იაპონიაში კავშირგაბმულობა ხარვეზებით მუშაობდა და მუჯირთან დალაპარაკებაც რის ვაი-ვაგლახით შევძელით.

"მიწისძვრის დროს ქალაქში ვიყავი და არაფერი გამიგია. სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი თბილისიდან შემატყობინეს. უცებ ატყდა ამბავი, უამრავმა ადამიანმა დამირეკა. ჰიროსიმაში მცირე ბიძგიც არ ყოფილა", - გვითხრა მუჯირმა.

დათო კარგად არის და ჰიროსიმაში მიწისძვრის შედეგების სიმძიმე არ უგრძვნია. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაფიქსირდა, ჰიროსიმა კი - ჰონსიუს სამხრეთ-დასავლეთში, კორეის მხარესაა.

gia
avtor,არ იყო ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა.(არც ისეთი წვრილმანია,ყურადღება რომ არ მივაქციოთ).ჩვენ კიდევ მცდარი ინფორმაციები გვინდა?
Guja
PUMA მაშინ ბოდიში ძმაო. ფორუმს ამოფარებული იმდენი ქილიკებს, მიკვირს და ეტყობა, ყველაფერში ქილიკს ამიტომ ვხედავ.
puma
Guja - პირდაპირი მნიშვნელობით ვთქვი. ნამდვილად ძალიან გონიერი ფეხბურთელია. გული მწყდება "დინამოში" რომ აღარ თამაშობს. წარმატებას ვუსურვებ.
Guja
კაცი ამბობს, ჰიროსიმაში არაფერი იგრძნობოდაო, PUMA კი ქირქილებს. ასეთ დროს სიცილი და ხუმრობა არ მესმის და მომკალი. არ შეიძლება ძმაო ასე!
Guja
კაცი ამბობს, ჰიროსიმაში არაფერი იგრძნობოდაო, PUMA კი ქირქილებს. ასეთ დროს სიცილი და ხუმრობა არ მესმის და მომკალი. არ შეიძლება ძმაო ასე!
puma
გონიერი ფეხბურთელი.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე