მარია შარაპოვამ ნახევარფინალი იკმარა
რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება შტუტგარტისკენ იყო მიპყრობილი, სადაც "პორშეს გრანპრი" იმართებოდა. გარდა იმისა, რომ აქ WTA-ის რეიტინგის ტოპ-ათეულის შვიდი წევრი თამაშობდა, გერმანიაში შედგა დიდ ჩოგბურთში მარია შარაპოვას დაბრუნება, რომელიც თითქმის წელიწადნახევარი არ თამაშობდა დისკვალიფიკაციის გამო.

ჩვენ დავწერეთ მარიას პირველი მატჩის შესახებ, რომელშიც მან რობერტა ვინჩი დაამარცხა. ამას მოჰყვა მოგებები ეკატერინა მაკაროვასთან და ანეტ კონტავეიტთან და შარაპოვა ნახევარფინალში კრისტინა მლადენოვიჩზე გავიდა. ამ უკანასკნელმა წინა ეტაპზე ანჟელიკ კერბერს მოუგო და წაართვა გერმანელს რეიტინგის სათავეში დაბრუნების შანსი.

შარაპოვასა და მლადენოვიჩის შეხვედრა სამი სეტი გაიწელა. რუსმა პირველი პარტია ბრწყინვალე სტილში მოიგო, მაგრამ მეორეში ჩავარდნა ჰქონდა და ტურნირზე პირველად წააგო სეტი. მლადენოვიჩმა ინიციატივა მესამე სეტშიც შეინარჩუნა და 5:2 წაიყვანა ანგარიში. მარიამ შეძლო გაბრძოლება და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. თითქოს, ბრძოლა თავიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შარაპოვამ მნიშვნელოვან ბურთებზე რამდენიმე ტაქტიკური შეცდომა დაუშვა და მლადენოვიჩი ფინალში გავიდა, სადაც ლაურა ზიგემუნდთან უწევდა თამაში.

ამ გერმანელმა გასულ წელსაც გაიბრწყინა შტუტგარტში, მაგრამ გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. საინტერესოა, რომ ზიგემუნდს კარიერაში ექვსჯერ აქვს მოგებული TOP10-ის წევრებისთვის და ამას ყოველთვის შტუტგარტის ტურნირზე აკეთებდა.

წლევანდელი ფინალის პირველი სეტი განადგურებით დასრულდა - ზიგემუნდმა მეტოქეს ერთი გეიმი დაუთმო, მაგრამ მეორეში თავად აიღო მხოლოდ ორი გეიმი. მესამე სეტი ძალიან დაძაბული გამოვიდა. გოგონებმა ორჯერ გაცვალეს ბრეიკები, კორტზე კი რამდენიმე უსიამოვნო სიტუაცია მოხდა - მსაჯებთან ორმხრივი კამათის გარდა, ზიგემუნდმა არბიტრისგან გაფრთხილება მიიღო დროის გაყვანის გამო. ეს გერმანელისთვის მეორე შენიშვნა იყო, რის გამოც, მას მნიშვნელოვანი ქულა ჩამოაკლეს და სეტზე ჩაწოდება ვერ შეძლო. ჩოგბურთელებმა ტაი-ბრეიკამდე მიაღწიეს, სადაც მლადენოვიჩი 4:1 დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. მაყურებლის მხარდაჭერით, ზიგემუნდმა კარიერაში პირველი "პრემიერი" მოიგო.

ქალების მეორე ტურნირი სტამბოლში იმართებოდა და იქ ფინალში ელის მერტენსი და ელინა სვიტოლინა შეხვდნენ ერთმანეთს. ბელგიელი მერტენსი ფედერაციის თასზე რუსეთის ნაკრებთან მატჩის გმირი იყო - სამი შეხვედრა მოიგო და ახლა, თურქულ გრუნტზეც გაისროლა.

მან ორი რთული მატჩი ჩაატარა სარა ერანისა და კაგლა ბუიუქაქჩაის წინააღმდეგ, სამაგიეროდ, ნახევარფინალში ირინა ბეგუს მხოლოდ ორი გეიმი მისცა. რაც შეეხება სვიტოლინას, მას არც ერთ ეტაპზე არ გასჭირვებია და ფინალშიც საათსა და 16 წუთში მოუგო მერტენსს. ახლა, უკრაინელს 22 ქულა აშორებს TOP10-ში დაბრუნებასთან.

შტუტგარტი (გერმანია)

ფინალი

ლაურა ზიგემუნდი (გერ)-კრისტინა მლადენოვიჩი (საფ) 6:1, 2:6, 7:6.

სტამბოლი (თურქეთი)

ფინალი

ელინა სვიტოლინა (უკრ, 1)-ელის მერტენსი (ბელ, 6) 6:2, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...