„ფულჰემმაც“ უნდა დაი-სვენოს

გახსოვთ, ორიოდ დღის წინ „ფულჰემისა“ და მარტინ იოლის ამბავი რომ გითხარით? მაშინ, ისე ჩანდა, რომ ლონდონის კლუბსა და „აიაქსის“ მწვრთნელს შორის ყველაფერი მოგვარებული იყო და ევროლიგის ფინალისტის ახალი თავკაცის ვინაობა ყველამ ვიცოდით. არ ყოფილა მთლად ეგრე საქმე. „ფულჰემმა“ 72 საათი იწვალა ჰოლანდიელი სპეციალისტი ძველი გუნდიდან რომ გამოეხსნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და... სვენ გორან ერიკსონს მიუბრუნდა. დასავლეთ ლონდონელებს ინგლისის ნაკრებისა „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი შეფის მიწვევა მოუვიდათ თავში აზრად.

მაინც რატომ ვერ გახდა მარტინ იოლი „ფულჰემის“ თავკაცი? მას ხომ პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს - 2004-2007 წლებში „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ მუშაობდა - და გული კვლავ ინგლისისკენ მიუწევდა, რასაც არც მალავდა. საქმე ის გახლავთ, რომ იოლი „აიაქსმა“ არ გაუშვა - ინგლისურმა კლუბმა თავისდა გასაოცრად აღმოაჩინა, რომ გამოსასყიდი თანხა, რომელიც „აიაქსს“ იოლის გასაშვებად კონტრაქტში ჰქონდა ნაჩვენები, ყავლგასული აღმოჩნდა. ამსტერდამელებმა პირი გატეხეს, ხელშეკრულებაში 1 მილიონი ფუნტი ეწერათ, მაგრამ ახლა ეს თანხა ეცოტავათ. მეტიც, ჰოლანდიელებს თავიდან ლონდონელებთან შეხვედრა სულ არ უნდოდათ, მოლაპარაკებებს გაურბოდნენ, შემდეგ კი ოთხშაბათზე დათანხმდნენ, ოღონდ, მოიტყუეს. ასე და ამგვარად, ამსტერდამის კლუბი მკაცრ უარზე დადგა და ერთი გოჯით არ დათმო პოზიცია. „აიაქსის“ აღმასრულებელმა შეფმა რიკ ვან დენ ბუგმა თქვა:

„ჩვენ მარტინს „ფულჰემში“ ერთ მილიონად კი არა, ათ მილიონადაც კი არ გავუშვებთ. ძნელი იყო ამ საკითხზე ერთკვირიანი ბრძოლის გადატანა, მაგრამ მთავარი შედეგია - იოლი ჩვენთან რჩება“.

და რა თქვა ამ ამბებთან დაკავშირებით თავად მწვრთნელმა? იოლმა ბრძანა:

„აპრილსა და მაისში სხვა კლუბებიდანაც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ მათზე დაუყოვნებლივ ვთქვი უარი. რაც შეეხება ბოლო შემოთავაზებას, რომელიც „ფულჰემიდან“ წამოვიდა, მან დამაინტერესა და ჩემი წარმომადგენელი, მინო რაიოლა ლონდონელების დელეგაციას რამდენჯერმა მართლაც შეხვდა. მათ ჩემი „ფულჰემში“ გადასვლის ვარიანტები განიხილეს, თუმცა „აიაქსმა“ მითხრა, რომ ამ ეტაპზე ჩემს გაშვებას არ აპირებს და მივხვდი, რომ ჯერჯერობით ჩემისხვაგან წასვლა მართლაც გამორიცხულია“

ამასობაში კი ინგლისის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - სამ კვირაში პრემიერლიგაში უკვე გაგორდება ბურთი. ამიტომაც აღარ მისცა „ფულჰემმა“ თავს იოლის გამო კიდევ უფრო მეტ ვაჭრობაში დროის ფლანგვის ნება და იმ სპეციალისტს მიადგა, ერთი თვის წინ, სამხრეთ აფრიკაში კოტ დივუარის ნაკრებს რომ ედგა სათავეში.

საინტერესოა, რომ, როგორც ჩანს, „ფულჰემის“ ბანაკში ერიკსონის გამო აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი მხრივ არის კლუბის მეპატრონე მოჰამედ ალ ფაედი, რომელსაც, ვეჭვობთ, შვედი გულზე მაინც და მაინც არ ეხატება, მეორე მხრივ კი მისი მარჯვენა ხელი, კლუბის აღმასრულებელი შეფი ელისტეირ მაკინტოშია, რომელსაც ერიკსონთან ერთად „მანჩესტერ სიტიში“ უმუშავია. მაკინტოში ყოფილ კოლეგას უდიდეს პატივს სცემს და მისი დასავლეთ ლონდონში ჩაყვანა სურს. მაკინტოშის ფაქტორი შესაძლოა ამ საქმეში გადამწყვეტიც გამოდგეს. მას შეუძლია ერიკსონს მშვიდად აუხსნას რა სჭირდება და როგორ, რაც საბოლოოდ ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელ კონტრაქტს მოიტანს და შიშს, რომ „ფულჰემი“ ახალ სეზონს სრულიად არეული დაიწყებს, ქარი წაიღებს.

ლელო

“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!