ბათუმის "დინამო" ეროვნული ლიგის მეორე წრიდან საშინაო მატჩებს სარაგბო სტადიონზე გამართავს
დიახ, მართლაც შეუძლებელია, ამ ამბავმა ფეხბურთის გულშემატკივრები არ გაახაროს - ბათუმის "დინამო" მშობლიურ ქალაქს უბრუნდება. ეს ამბავი კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"ეროვნული ლიგის მეორე წრიდან, ბათუმის "დინამო" საშინაო მატჩებს სარაგბო სტადიონზე გამართავს. "დინამო" თბილისის "ლოკომოტივს" 5 მაისს უმასპინძლებს და ეს შეხვედრა 19 საათზე დაიწყება. ხელოვნურსაფარიანი მოედნის ტრიბუნა 500 მაყურებელზეა გათვლილი", - წერია განცხადებაში.

ბათუმელ მორაგბეებს მადლობის მეტი არაფერი ეთქმით. მათ თანაქალაქელი ფეხბურთელების მძიმე მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანეს და მხარში დაუდგნენ - კაცმა რომ თქვას, მორაგბეებისგან ეს გასაკვირი არც იყო.

ბათუმელებმა დროულად მოახერხეს ახალ არენაზე გადასვლა. საქმე ქობულეთის სტადიონს ეხება, რაზეც სასტუმრო "მოხალისეში" სპორტული ჟურნალისტების შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ილაპარაკა და თქვა, რომ შესაძლოა, "ჩელე არენაზე" თამაშების გამართვის უფლება აღარ დართონ. არადა, ამ სტადიონზე საშინაო მატჩებს ეროვნული ლიგის სამი გუნდი, "შუქურა", ფოთის "კოლხეთი" და ბათუმის "დინამო" ატარებენ.

"ინფრასტრუქტურის პრობლემები არის. ეს განსაკუთრებით, ქობულეთისა და სამტრედიის სტადიონებზე ითქმის. სავარაუდოდ, მეორე წრეში "ჩელე არენაზე" საფარი უნდა შეიცვალოს და ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი დაიგოს. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელმძღვანელობას ველაპარაკე. სხვაგვარად, იქ თამაშის ჩატარება გაძნელდება", - თქვა ლევან კობიაშვილმა.

რა სამუშაოები იგეგმება ქობულეთში, სადაც ხელოვნური საფარი საშინელ მდგომარეობაშია. ამაზე "შუქურას" დირექტორმა რევაზ ჩელებაძემ მნიშვნელოვანი სიახლეები გაგვიმხილა:

"გადაწყვეტილი ამბავია, რომ ქობულეთში ჩემპიონატის მეორე წრეს ვეღარ ჩავატარებთ. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციიდან შესაბამისი შინაარსის წერილი უკვე მოგვივიდა, სადაც წერია - თუკი საფარი არ შეიცვლება, "ჩელე არენაზე" მესამე წრიდან თამაშები აღარ ჩატარდება".

მომხდარით ქობულეთელთა თავკაცი დამწუხრებული სულაც არ არის და მან ამის მიზეზიც გვითხრა:

"ფეხბურთის ფედერაციიდან მიღებული წერილის შემდეგ ქობულეთის გამგებელთან ვიყავი და ჩვენი სატკივარი ვუთხარი. მთხოვა, რომ გუნდმა საფარის დაგებაზე პროექტი სასწრაფოდ დავამუშაოთ და წარვუდგინოთ.

მას სურს, რომ ასევე სასწრაფოდ ჩატარდეს ტენდერი და პრობლემა სასწრაფოდ მოგვარდეს. ანუ წლის ბოლომდე "შუქურამ" სტადიონის ახალ საფარზე უნდა ითამაშოს.

იმედია, ასეც მოხდება და ქობულეთში ძალიან ლამაზი და კოხტა სტადიონი გვექნება".

მან კიდევ ერთი უცნობი ფაქტიც გაგვიმხილა - თურმე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ ქობულეთში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე განკარგულება გამოსცა:

"დიახ, ლაპარაკია აჭარასა და, კერძოდ, ქობულეთში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის რადიკალურ განახლებაზე, რათა აჭარაში სპორტული ტურიზმი განვითარდეს და ამით აჭარისა და მთლიანად, ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის წყარო გაჩნდეს. საამისოდ, ქობულეთში უახლოეს პერიოდში შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, ხოლო საფეხბურთო მოედნების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდოს".

ცხადია, დავინტერესდით, ქობულეთის სტადიონის რეკონსტრუქციის პერიოდში "შუქურა" რომელ სტადიონზე ითამაშებს:

"ბათუმელი მორაგბეები "დინამოსაც" გვერდში დაუდგნენ და როცა "შუქურასა" და ქობულეთის სტადიონის ამბავი გაიგეს, თამაშის უფლება ჩვენც დაგვრთეს. ჩვენი მორაგბეები ისედაც მიყვარდნენ და ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგი ხალხია - მათ ნამდვილი ძმობა და გვერდში დგომა იციან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
საქართველოში ხელოვნური საფარი საერთოდ უნდა აიკრძალოს, შეიძლება მხოლოდ სავარჯიშოდ გამოიყენონ!!!
კახა ქირია
ხელოვნუკრი კი არა ბალახი დააგეთ.ფეხბურთელები არ გეცოდებიან.ჩელე ფეხბურთელი მაინც არ იყო,ხო იცი როგორც არის საჭირო
სოსო
თქვენ ამას დაბრუნებას ეძახით?აღმაშფოთებელია.ამას დაბრონება კი არა,უსახლკაროს და უპოვარის შეფარება ჰქვია. დროზე ააშენეთ ბათუმის სტადიონი და ქობულეთში ბალახი დააგეთ,ხელოვნური საფარი შეიძლება სათადარიგო მოედანზე დაიგოს და იქ ბალახის ამოსვლამდე ითამაშონ,თორემ ხომ ხედავთ, დაინგრა ხალხი.ცოდოები არიან ფეხბურთელები.
QWERTY
საზიზღრობაა რა, საზიზღრობა, არ დამთავრდა ეს ფეოდალიზმი საქართველოში. ახლა სანაიას გუნდს მოუწევს სამტრედიაში მატჩების ჩატარება. მოსაწყენად არ ეცლებათ სამტრედიელებს. ისე კი საინტერესოა ხობის კოლხეთის სტადიონზე რატომ არ შეუძლია ფოთს? თუ ლიცენზია არა აქვს?
gurami
საგოლ ბიჭებო ბათუმელებო კარგია რომ საქართველოში ასეთი კარგი მორაგბეები გვყავს
lasha
ისე გახარებული წერთ ვითომ ახალი სტადიონი ააშენეს. დაპირებებია მეტი არაფელი
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა [VIDEO]
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
რევაზ ჩელებაძე: ამას პირველად "ლელოსთან" ვამბობ...
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[ინფრასტრუქტურა] ანგისას ბაზაზე მალე სკამების მონტაჟი დაიწყება
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
როგორ მოატყუეს ჰილარი კლინტონი... აჩუქებს თოვლის პაპა ბათუმს სტადიონს?
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა