ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რბოლა გრძელდება

რბოლა გრძელდება

ლიგა 1. XXVII ტურის წინ: მოქმედმა ჩემპიონმა "მარსელმა" სტუმრად ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტ "რენს" მოუგო
გუშინდელ თამაშში "რენსა" და "მარსელს" შორის კიდევ ერთი დიდი ინტრიგა შეიძლებოდა გარკვეულიყო. ჩემპიონობის პრეტენდენტი ხომ შინ ლიგას 1-ის მოქმედ გამარჯვებულს მასპინძლობდა. აღნიშნული მატჩის შედეგი თქვენ რასაკვირველია უკვე იცით, ჩვენ კი ვეცდებით ტურის დანარჩენ საინტერესო ამბებზე წინასწარ მოგითხროთ.

"ლიონს" მადრიდის "რეალთან" უმძიმეს დაპირისპირებამდე 4 დღეღა რჩება და საინტერესოა, კლოდ პიუელის გუნდი გამონახავს თუ არა ამ პირობებში ძალებს იმ გუნდთან გასამკლავებლად, რომელიც გახელებული იბრძვის ევროპის ლიგის საგზურისთვის. ორი კვირის წინ "ლიონმა" მადრიდულ გრანდთან დაპირისპირებაში უნიკალური შედეგი აჩვენა - ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა არ წააგო. ახლა წინ მე-8 სერიაა. მხოლოდ "რეალთან" მისაღები შედეგის გამო კი არა, გუნდი ზოგადად არის შესანიშნავ ფორმაში. წარმოიდგინეთ, ლიგა 1-ის ბოლო 20 დაპირისპირებაში სულ ერთი მატჩი წააგო, ისიც 21-ე ტურში "ვალანსიენთან" (2:1).

მოვუსმინოთ, თუ რას აცხადებს კლოდ პიუელი: "მე უკვე გავაფრთხილე ჩემი ფეხბურთელები, რომ "სოშო" საშიში გუნდია. მისი ფეხბურთელები ხარისხიანად უტევენ და შეუძლიათ შეტევის დაგვირგვინება შორეული დარტყმით, მათ ეშმაკური პასებიც ეხერხებათ. "სოშოს" რიგებში ხომ მარტინი და ბუდებუზი ირიცხებიან. ისინი მინდორზე ყოველგვარი შიშისა და მორიდების გარეშე გამოდიან და თავად თამაშის პროცესისგან იღებენ სიამოვნებას. სწორედ ამიტომ ველოდებით რთულ მატჩს. ნამდვილად წავიდა ის დრო, როცა შეცდომის დაშვების უფლება ჯერ კიდევ გვქონდა. ძალზე მნიშვნელოვანია იმ გეზის შენარჩუნება, რომელსაც ახლა ვადგავართ. ასე გეტყვით, "სოშოსთან" კარგი თამაში "რეალთან" მომზადებასაც ნიშნავს".

"ლიონი" რამდენიმე ლიდერის იმედად ვერ იქნება. კონკრეტულად გუნდს დააკლდებიან ბრაზილიელი კრისი, ვინც "ლილთან" შეხვედრაში დაშავდა და იოან გურკუფი. ამ უკანასკნელმა მარჯვენა ფეხის დიდი თითი იტკინა და მისი მინდორზე გამოსვლა დიდი რისკი იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ. ასევე საეჭვოა მიშელ ბასტოსის ასპარეზობაც, მას მარცხენა მუხლი აწუხებს. მუხლის მყესების პრობლემა აქვს მარცხენა მცველ ალუ სისოხოს. "ლიონის" ბანაკში ძლივს ერთმა დადებითმა ამბავმა გაიჟღერა. გასულ უქმეებზე რეზერვისტთა შორის ითამაშა აგვისტოს მერე ტრავმირებულმა ედერსონმა. თუმცა "სოშოსთან" და "რეალთან" მის გამოყვანას პიუელი ალბათ ვერ გაბედავს.

"სოშოსა" და "ლიონს" შორის სხვაობა დღევანდელ მატჩამდე სულ 9 ქულაა. მასპინძლებს რასაკვირველია ამ სხვაობის შემცირების იმედი აქვთ. წინა ტურში ამ გუნდმა ხომ ტულუზში მოიგო 1:0 და მას შემდეგ შესანიშნავ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

"სიმართლე გითხრათ ჩემს გუნდს შინ ასპარეზობა უფრო უადვილდება ვიდე გასვლაზე. ვიცით, რომ ძლიერი მეტოქე გველის, მათ ტრადიციებზე რომ არაფერი ვთქვათ, გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და ეს საკმარისი იქნებოდა დასახასიათებლად. ამასთან არც ჩვენი პოტენციალის დავიწყება შეიძლება, საფრანგეთში ნამდვილად შეგვიძლია ნებისმიერი გუნდის დამარცხება. თუკი ჩვენს საუკეთესო თვისებებს გამოვავლენთ, ნამდვილად შევძლებთ მეტოქის წნეხში მოქცევას და დადებითი შედეგის ჩვენებას".

"სოშოს" 24-ე ტურში გაძევებული კევინ ანინი ისევ არ ეყოლება. მისთვის ეს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებული ბოლო მატჩი იქნება. არ იქნება ასევე ნიგერიელი ბრაუნ იდეიე, ალბათ გახსოვთ, რომ "მონპელიესთან" 25-ე ტურის მატჩისას ჩხუბის გაჩაღებისთვის ის მინდვრიდან მიაბრძანეს.

მარსელში მოგების შემდეგ "ლილმა" მეტოქეებს აშკარა სიგნალი გაუგზავნა და უთხრა, რომ ის ჩემპიონობაზე ხელის აღებას არ აპირებს.

"ლილი"-"ვალანსიენი" ერთგვარი ჩრდილოური დერბია (ქალაქებს შორის მანძილი სულ რაღაც 45 კილომეტრია) და როგორც ამ "ჟანრის" მატჩებს შეჰფერით, გულშემატკივარი დაძაბულ შეხვედრას იხილავს. "ველოდრომზე" გამართულ შეხვედრას განსაკუთრებული ხასიათი ჰქონდა, პრინციპში ეს ყოველთვის ასეა... ჰო, ეს მატჩი ედენ აზარის დიდებულმა გოლმა დაამშვენა. ეს მართლა გამაოგნებელი იყო. არა, მას გოლები ადრეც გაუტანია, ასეთი ლამაზი და ასე შორიდან არა, თუმცა... კარგი დარტყმა რომ ჰქონდა, თანაც ორივე ფეხიდან, აქამდეც ვიცოდი. მე უკვე ვთხოვე მას, რომ ხშირად ურტყას ასეთი მანძილებიდან.

ზოგადად "მარსელთან" კარგად ვითამაშეთ. განსაკუთრებულად მძლავრად გამოიყურებოდა ნახევარდაცვა. შუახაზი მთელი შეხვედრა თითო პასით გადიოდა ფონს, თანაც ისე, რომ ბურთს არ კარგავდა, პლუს ტრიბუნებიდან ზეწოლას ყურადღებას არ აქცევდა. "ლილის" წარმატების საიდუმლო შეიძლება ისიც იყოს, რომ გუნდის ლიდერებმა მთელი განვლილი სეზონის განმავლობაში მოახერხეს და ტრავმებს თავი აარიდეს," - აცხადებს რუდი გარსია.

მიუხედავად იმისა, რომ "ლილს" მაინცდამაიინც გრძელი სათადარიგოთა სკამი არ აქვს, ეს ხელს არ უშლის მუდმივად დარჩეს ცხრილის ზედა საფეხურებზე. გარსიას ფლორან ბალმონი (დისკვალიფიკაცია), ფრანკ ბერია (ფეხის ტრავმა) და ორელინ ჩედჯუ დააკლდებიან. მუხლი ოდნავ აწუხებდა ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირ მუსა სოვს, თუმცა ის "ვალანსიენს" მინდორზე დაუხვდება. აქვე გეტყვით, რომ დღევანდელ მასპინძლებს ყველა ტურნირში ერთად აღებული 14 საშინაო შეხვედრა არ წაუგიათ.

"ჩვენი მეტოქე ბოლო მატჩებში დაფრინავს, - განაცხადა "ვალანსიენის" თავკაცმა ფილიპ მონტანიემ. - მათ ჩვენს დასამარცხებლად უამრავი არგუმენტი აქვთ - ჰყავთ ლიგაში საუკეთესო თავდასხმა და ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა, მათ რიგებში ასპარეზობს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. მოკლედ, რაღა შორს წავიდეთ და მათ აშკარა ფავორიტად ვასახელებ, თუმცა გარწმუნებთ, რომ შანსი ჩვენც გვაქვს".

გუშინ:

რენი-მარსელი 0:2

დღეს:

არლი-ლორიანი 22:00

ლანსი-ტულუზი 22:00

ნანსი-კაენი 22:00

ნიცა-ოსერი 22:00

სტ. ეტიენი-ბრესტი 22:00

სოშო-ლიონი 22:00

ხვალ:

ბორდო-მონაკო 20:00

ლილი-ვალანსიენი 20:00

პსჟ-მონპელიე 24:00

1. რენი 27 15 7 5 33-18 52

2. ლილი 26 13 10 3 45-25 49

3. ლიონი 26 12 9 5 44-25 45

4. მარსელი 27 12 9 6 37-25 45

5. პსჟ 26 12 8 6 39-26 44

6. მონპელიე 26 10 8 8 21-24 38

7. ბორდო 26 9 10 7 35-31 37

8. ლორიანი 26 10 6 10 32-31 36

9. სოშო 26 10 5 11 40-31 35

10. სტ ეტიენი 26 9 8 9 33-33 35

11. ბრესტი 26 9 8 9 27-28 35

12. ტულუზი 26 10 3 13 27-29 33

13. ვალანსიენი26 7 11 8 30-27 32

14. კაენი 26 8 8 10 29-36 32

15. ნიცა 26 7 9 10 17-27 30

16. ოსერი 26 5 14 7 30-33 29

17. ნანსი 26 8 5 13 27-41 29

18. მონაკო 26 4 14 8 25-28 26

19. ლანსი 26 5 10 11 24-40 25

20. არლი 26 1 8 17 13-50 11

ლევან ბიბილაშვილი

დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს

რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე

გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის