ვან გაალი: მაგდებთ? თვითონ წავალ!

როგორც იცით, მიუნხენის "ბაიერნმა" მომავალი სეზონისთვის ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყო, რადგან გადაწყვეტილია, რომ ლუის ვან გაალი ზაფხულში რეკორდმაისტერს დატოვებს. "ბილდის" ცნობით, ამჟამად "ლევერკუზენის" დამრიგებელი იუპ ჰაინკესი ბავარიულ გრანდს კიდევ უფრო მიუახლოვდა. ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ, რომ "დონ იუპი" "ბაიერნის" ხელმძღვანელებისთვის ნომერ პირველი და ყველაზე სასურველი კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ ჰაინკესს "ლევერკუზენთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, "ფარმაცევტებთან" ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია და როგორც ჩანს, აღარც აპირებს. აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ ჰაინკესი ორჯერ უკვე წვრთნიდა "ბაიერნს": პირველად 1987-დან 1991 წლამდე, მეორედ კი 2009 წელს, როცა რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის მეორე წრეში, დროებით ჩაიბარა.

ამასობაში, ვან გაალმა პირველი პრესკონფერენცია გამართა მას მერე, რაც გაირკვა, რომ სეზონის ბოლოს "ბაიერნის" დატოვება მოუწევს და არ გამორიცხა, რომ პოსტი თვითონ, ვადამდე ადრე დატოვოს. "თუ ზაფხულამდე შევამჩნევ, რომ გუნდი არ მემორჩილება და აქ უკვე ზედმეტი ვარ, გამორიცხული არ არის, რომ თანამდებობა სეზონის დამთავრებამდე მეთვითონ დავტოვო. "ბაიერნი" უფრო დიდია, ვიდრე ვან გაალი," - თქვა ჰოლანდიელმა და იქვე დასძინა, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შემდეგ რომელიმე ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა