საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა ბარძაყის ოპერაცია გაიკეთა
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერძენმა სპეციალისტმა ილიას ზუროსმა ბარძაყის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ის საკლუბო საქმიანობას ჩამოშორდა და მონტენეგროს "ბუდუჩნოსტი" დატოვა.

ოპერაციის გაკეთება ზუროსმა თავისი კლუბის ხემძღვანელობასთან შეთანხმებით, მას მერე გადაწყვიტა, რაც "ბუდუჩნოსტმა" ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა და ასპარეზად მხოლოდ იოლად მოსაგები მონტენეგროს ჩემპიონატი დარჩა, სადაც გუნდი პირველობამდე ზუროსის თანაშემწე იგორ ძალეტიჩმა მიიყვანა.

3 მაისს "ბუდუჩნოსტმა" ფინალური სერიის მე-5 გადამწყვეტი მატჩი მოუგო "მონმარს" და მონტენეგროს ჩემპიონი გახდა. ჩვენ კი ილიას ზუროსს დავუკავშირდით - ჩემპიონობა მივულოცეთ, ჯანმრთელობის ამბები გამოვკითხეთ და მომავალზე გავესაუბრეთ.

- გილოცავთ ჩემპიონობას...

- მადლობა. კარგი იყო, გუნდთან ვყოფილიყავი, მაგრამ ჯანმრთელობის გამო მომიწია "ბუდუჩნოსტის" სამწვრთნელო საქმიანობასთან დაშორება. დრო სპეციალურად, გუნდის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შევარჩიე.

ოპერაციის გაკეთებას ისეთი პერიოდი დავამთხვიე, რომ არც კლუბში დაზარალებულიყო საქმე და მწყობრშიც დროულად ჩავმდგარიყავი და საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებას რეაბილიტირებული შევხვედროდი.

ოპერაცია მას მერე გავიკეთე, რაც ევროტურნირებში ასპარეზობა დავასრულეთ. შემდეგ "ბუდუჩნოსტმა" შიდა ჩემპიონატში გადაინაცვლა და დღეს ჩემპიონიც გახდა, რისი მიღწევაც კარგად მოახერხა ჩემმა ასისტენტმა.

- დაგეგმილმა ოპერაციამ როგორ ჩაიარა და რეაბილიტაციის პროცესი როგორ მიმდინარეობს?

- ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ოპერაციის შემდეგ 2 კვირაზე მეტი გავიდა და თავს მშვენივრად ვგრძნობ. რეაბილიტაციას სახლში გავდივარ. ვისვენებ და ველოდები პერიოდს, როცა აქტიურ რეჟიმში გადავალ.

- დაახლოებით როდის იქნებით სამუშაოდ სრულ მზადყოფნაში?

- 1 თვეში სრულ მზადყოფნაში ვიქნები და შესაბამისად, მას მერე გადავწყვეტ ჩემი საკლუბო კარიერის მომავალს. "ბუდუჩნოსტის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ მე არ ვჩქარობ. საკლუბო ტურნირები ევროპაში სრულდება და ჯერ დრო არის. მანამდე ეროვნული ნაკრების დიდი ბატალიები გველის.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებას ჯანმრთელობის მხრივ სრულ მზადყოფნაში შეხვდებით...

- დიახ, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და ამის საშიშროება არც არსებობს, ივნისის დასაწყისში სრულ მზადყოფნაში ვიქნები. საქართველოს ნაკრების შეკრება კი ივლისის შუა რიცხვებში იწყება, თუმცა ჩემს გუნდს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა.

მე ყოველდღიური კავშირი მაქვს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელ გიორგის ვავეცისთან, რომელთანაც ინფორმაციას ვცვლი და მომავალ ნაბიჯებს ვგეგმავთ საქართველოს ნაკრების წევრებთან დაკავშირებით.

ხშირად ვესაუბრები ნაკრების ლეგიონერებს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, ნაკრების გენერალურ მენეჯერს და არა მარტო მათ. მომავალი კვირიდან დავუკავშირდები ქართული კლუბების მწვრთნელებს და მათთან ნაკრების მომავალ, შესაძლო კანდიდატებზე ვისაუბრებ.

- აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაკრებში საქართველოს სუპერლიგიდან ახალი სახეები გამოჩნდება?

- ერთი, რისი თქმაც ამ ეტაპზე შეიძლება, ისაა, რომ შეუმჩნეველი არავინ დარჩება და ყველას მიეცემა შანსი, ვინც ამას იმსახურებს. მე და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩემი გუნდის წევრები ყველას ვაკვირდებით - იქნება ეს საქართველოს ჩემპიონატში თუ საზღვარგარეთ.

გადაწყვეტილებას, თუ ვინ იქნება ნაკრებში გამოძახებული და იქნებიან თუ არა ახალი სახეები, მოგვიანებით მივიღებთ.

- მოახერხებს თუ არა საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობის თავმოყრას?

- ჩვენი მიზანიც ეგ გახლავთ, რომ ნაკრების ყველა კანდიდატი შევკრიბოთ და ევროპის ჩემპიონატისთვის მაქიმალურად კარგად მოვამზადოთ. ყველაზე მეტი საფიქრალი ამ ეტაპზე მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის მისამართით გვაქვს, თუმცა საქმეები კარგად მიდის. მძიმე ტრავმების შემდეგ ამ მოთამაშეებმა ვარჯიში განაახლეს და დღითიდღე ფორმას იბრუნებენ. იმედს ვიტოვებ, შეკრების პირველივე დღიდან ისინი სრულ მზადყოფნაში იქნებიან.

- ნაკრების მოსამზადებელ გეგმაზე რას გვეტყვით?

- მოსამზადებელი გეგმა ფედერაციისა და სამწვრთნელო შტაბის ერთობლივი, პროფესიონალური მუშაობის შედეგად ევრობასკეტის კენჭისყრამდე შედგა. ყველაფერი კარგად გათვლილი და დაგეგმილია. მთავარია, გუნდის წევრები ჯანმრთელად შეხვდნენ შეკრებას და წვრთნის პროცესში უსიამოვნო ტრავმებმა არ შეგვაწუხოს.

- კენჭისყრის შემდეგ ჩვენს არაერთ მეტოქე გუნდში მოხდა გარკვეული ცვლილებები და თქვენი აზრი, ფავორიტებისა თუ აუტსაიდერთა ამპლუები ხომ არ შეიცვალა?

- გავიმეორებ კენჭისყრის შემდეგ ნათქვამ სიტყვებს: ფავორიტი, ძლიერი ან სუსტი გუნდი ევრობასკეტზე არ არსებობს. ყველა, ვინც ფინალურ ეტაპზე მოხვდა, სახიფათოა და შესწევს ძალა, ნებისმიერ გუნდს მოუგოს. მთავარი აქ ისაა, თუ როგორი ფორმაში შევხვდებით ევროპის ჩემპიონატს.

იმის იმედად ვერ ვიქნებით, თუ რა ცვლილებები მოხდება მეტოქე გუნდებში. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ - ვივარჯიშოთ, ვიშრომოთ, ტრავმირებულებს ვუმკურნალოთ და ფორმაში ჩავაყენოთ.

ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და როცა ევრობასკეტს ჯანმრთელად და კარგად შეთამაშებულები შევხვდებით, მაშინ შეიძლება იმედიანად ყოფნა. ამ ეტაპზე რეალურად ვერავინ დაასახელებს ვერც ფავორიტს და ვერც აუტსაიდერს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის