ტურინში წყალმხტომელთა ევროპის ჩემპიონატში ჭოლა ჭანტურია, შოთა კორახაშვილი და სალომე ჯუღელიც მონაწილეობენ
ტურინში (იტალია) გრძელდება წყალმხტომელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან - ჭოლა ჭანტურია, შოთა კორახაშვილი და სალომე ჯუღელიც მონაწილეობენ.

საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, წყალმხტომელთა ნაკრების მწვრთნელ ირაკლი ბართაიას ხელმძღვანელობით ქართველი სპორტსმენები ამ შეჯიბრებისთვის 21 თებერვლიდან მინსკში ემზადებოდნენ ბელარუსის ნაკრების წევრებთან და შეჯიბრებაზეც ერთად გაემზავრნენ.

სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 363 და 311,05 ქულა მოაგროვეს და 29 მონაწილეს შორის, შესაბამისად, მე-15 და 23-ე ადგილებზე გავიდნენ, რითაც, ცხადია, ფინალში ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვეს. ამ დისციპლინაში კონტინენტის ჩემპიონობა გერმანელმა პატრიკ ჰაუზდინგმა დაიმსახურა (499, 40 ქულა), ხოლო მეორე-მესამე ადგილები რუსებმა - ილია ზახაროვმა (493,85) და ევგენი კუზნეცოვმა (482,35) დაიკავეს.

გუშინ ჩვენმა სპორტსმენებმა სინქრონულ ხტომებში მოსინჯეს ძალები 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში და წარმატებითაც: უძლიერეს წყვილებთან პაექრობისას ჭანტურია და კორახაშვილი 363,06 ქულით საკვალიფიკაციოდან ფინალში გავიდნენ, რითაც შარშანდელი შედეგი (მე-9 ადგილი) გააუმჯობესეს. გადამწყვეტ ეტაპზე მათ 376,62 ქულა მოაგროვეს და საბოლოოდ მე-8 ადგილზე გავიდნენ. თუნდაც ეს მცირედი წინსვლა ჩვენს ბიჭებს ძალების რწმენას შემატებს, რაც მათთვის აუცილებელია, რადგან, სპეციალისტთა აზრით, ჭანტურიას და კორახაშვილს ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრის რეალური შანსი აქვთ როგორც ინდივიდუალურ, ისე სინქრონულ ხტომებში.

ამ ბოლო დისციპლინაში ოლიმპიადის საგზური ტურინშივე გაიფორმეს ევგენი კუზნეცოვმა და ილია ზახაროვმა (რუსეთი), რომლებმაც 454,68 ქულით ყველას აჯობეს (კონტინენტის 2011 წლის პირველობაზე ლიცენზიები მხოლოდ ჩემპიონებზე გაიცემა). გამარჯვებულებს 13,23 ქულით ჩამორჩნენ გერმანელები - პატრიკ ჰაუზდინგი და შტეფან ფეკი, რომლებიც ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. 425,37 ქულით მესამე დაგილი ფრანგებს - მატიუ როსესა და დამიენ გელის ხვდათ.

ერთმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში გამოდიოდა სალომე ჯუღელი, რომელსაც სხვადასხვა ობიექტური მიზეზით დიდი ხანი გაუცდა და შარშან შემოდგომიდან განაახლა ვარჯიში. ეტყობა, ოპტიმალური ფორმის აღდგენა ჯერ ვერ მოახერხა, რადგან ტურინში 27 მონაწილეს შორის 179,5 ქულით მხოლოდ 26-ე იყო. შაპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. ტანია კაგნოტო (იტალია, 312,05), 2. ნადეჟდა ბაჟინა (რუსეთი, 288,75), 3. ანა ლინდბერგი (შვედეთი, 287,80).

ევროპის პირველობის შემდეგ ჩვენი წყალმხტომელები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოემზადებიან, რომელიც 16-24 ივლისს შანხაიში გაიმართება. იქ ინდივიდუალურ ხტომებში 12 საგზური გათამაშდება, სინქრონულში კი 3 საუკეთესო წყვილი მიიღებს ბრიტანეთის დედაქალაქში გამგზავრების უფლებას. დანარჩენი ლიცენზიები 2012 წლის მსოფლიოს თასზე გაიცემა.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა