ზინედინ ზიდანმა "რეალში" კრიშტიანოს როლი შეცვალა
"მე არ ვიცი, ვის შეაქვს ჩემში ეჭვი. ერთი რამ ვიცი: ვისაც უყვარს კრიშტიანო, მას არასოდეს აწუხებს ეჭვები", - ასე თქვა კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერიის დასრულების შემდეგ, რომელშიც საერთო ჯამში, მან ხუთჯერ შეარხია მანუელ ნოიერის კარის ბადე. მეკარისა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

ზოგიერთი მის ამ გამონათქვამს დაეთანხმება, ზოგიც ყურადღებას ისევ მსაჯის შეცდომებზე გაამახვილებს და კვლავ ჩათვლის, რომ სწორედ არბიტრი დაეხმარა "რეალს" "რეკორდმაისტერის" ძლევაში. არგუმენტები ორივე მხარეს აქვს.

აი, სამშაბათ საღამოს კი საეჭვო არაფერი ყოფილა "სანტიაგო ბერნაბეუზე". მორიგი დიდი მატჩი დიდ გუნდთან, მორიგი მსოფლიო კლასის მეკარე, იან ობლაკი და რონალდოს მორიგი ჰეთ თრიკი. საინტერესოა, რომ ეს იყო 42-ე ჰეთ თრიკი კრიშტიანოს რვაწლიან მადრიდულ კარიერაში. სულ კრიშტიანოს 103 გოლი მოუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე. ეს იმ დროს, როცა "ატლეტიკოს" მხოლოდ ასი ბურთი აქვს გატანილი.

32 წლის სუპერვარსკვლავმა ერთხელაც წარმოაჩინა თავი, როგორც ყოვლის წამლეკავმა ტაიფუნმა.

რა თქმა უნდა, ასაკი მაინც თავისას შვრება. შეიძლება, დღეს კრიშტიანო აღარ არის ძველებურად სწრაფი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ფიზიკურად უჭირს. ახლა საქმე ისე აღარ არის, როგორც რამდენიმე წლის წინ, როცა კრიშტიანო ბამბუკის ჯოხებივით ექცეოდა მოწინააღმდეგის მცველებს, მაგრამ პორტუგალიელის თამაშში იკვეთება სხვა, მეტად საინტერესო შტრიხები. ზინედინ ზიდანის მისვლამდე "რეალში" მისი როლი იყო მარცხენა ვინგერი.

მას შეეძლო, სხვა პოზიციებზეც ეთამაშა. გვინახავს ის მარჯვნივ და ცენტრფორვარდად, მაგრამ ძირითადად მაინც მარცხენა შემტევი გახლდათ.

ის ითვლებოდა ვინგერად, მაგრამ უფრო და უფრო ხშირად მიიწევდა ცენტრისაკენ. ამ დროს გარკვეული პრობლემები იქმნებოდა დაცვაში. შეტევაში დიდებული იყო მარსელო, მაგრამ უკან ყოველთვის როდი ასწრებდა, გარეთ ბეილი კი მთლად დამაჯერებელი ვერ იყო დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს. არც რონალდო იყო დაცვაში იდეალური.

ახლა ზიდანი უპირატესობას 4-3-3 სქემის ნაცვლად კლასიკურ 4-4-2 განლაგებას ანიჭებს. კრიშტიანო ერთ-ერთია ორი თავდამსხმელიდან. ეს მას საშუალებას აძლევს, შედარებით გათავისუფლდეს დაცვითი სამუშაოსაგან.

ახლა მას შეუძლია, საჯარიმოში ითამაშოს და ბოლომდე გამოიყენოს ის უდიდესი საგოლე ალღო, რომელიც აქვს. რონალდოს ჯერ კიდევ აქვს იმის სისწრაფე, რომ ერთ ან ორ მოწინააღმდეგეს თავისუფლად გასცდეს, მაგრამ უფრო სახიფათოა ის მოწინააღმდეგის საჯარიმოში, როცა "რეალის" დიდებული ნახევარმცველების მიერ განვითარებული შეტევა მოწინააღმდეგე გუნდისათვის ლეტალურ ფინიშს ითხოვს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, ჰეთ თრიკი რომ შევასრულე და "რეალში" მე-400 გოლი გავიტანე", - თქვა თამაშის შემდეგ კრიშტიანომ. მან ციფრი 400 კი ახსენა, მაგრამ ოფიციალურად მის ანგარიშზე "სამეფო კლუბში" 399 გატანილი ბურთია. შეუსაბამობა "რეალ სოსიედადთან" მატჩის შემდეგ მოდის, რომელიც 2010 წელს გაიმართა. გოლი, რომელიც კრიშტიანოს ანგარიშზე უნდა ჩაწერილიყო, მის მეგობარს, თანამემამულესა და თანაგუნდელს, პეპეს ჩაეთვალა.

კრიშტიანომ რვა გოლი შეაგდო ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში. სულ მის ანგარიშზე მიმდინარე ლიგაში 10 გოლია. ლა ლიგაში გამართულ 26 შეხვედრაში მან ოცჯერ გაიტანა. რონალდოს ყოველთვის უნდოდა, რომ ყველა თამაში ჩაეტარებინა, მაგრამ ის ახლა კარგად ხვდება, რომ თუ, ვთქვათ, გასვლაზე ითამაშებს "სპორტინგთან", მაშინ ის შეიძლება ვეღარ იყოს დომინანტი "ატლეტიკოსთან" უმნიშვნელოვანეს მატჩებში.

"ხანდახან მან უნდა დაისვენოს. კრიშტიანო ინტელიგენტია და მას ეს კარგად ესმის. რა თქმა უნდა, დროს ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ რონალდომ ისწავლა, თუ როგორ უნდა შეანელოს მისი მსვლელობა", - ამბობს ზინედინ ზიდანი.

მართლაც, რონალდო აღარ ითხოვს, რომ ნებისმიერ მატჩში ათამაშონ, რათა გაჰყვეს ლიონელ მესის გიჟურ რბოლას. შემთხვევითი არაა, რომ კრიშტიანოს "რეალში" დარჩენა მანამ სურს, სანამ ის 41 წლის არ გახდება. ერთი შეხედვით, ეს უცნაური განცხადება იყო, მაგრამ თუ პორტუგალიელს ტრავმებმა არ შეუშალა ხელი, მას ამის გაკეთება შეუძლია. 38 წლის იყო ფილიპო ინძაგი, როცა მან კარიერა დაასრულა და რომ არა ტრავმა, მას კიდევ უფრო დიდხანს შეეძლო თამაში. რონალდოს თავისუფლად შეუძლია, მას აჯობოს.

რონალდო საფეხბურთო სამყაროში ცნობილია, როგორც განსაკუთრებული პროფესიონალი. "მე მას ვკითხე, თუ როგორ ინარჩუნებს ასეთ ფორმას და მივიღე პასუხი, რომ ყოველივე ეს უდიდესი შრომისმოყვარეობის შედეგია", - თქვა რიო ფერდინანდმა, ახლო წარსულში ლეგენდარულმა მცველმა, რომელიც ახლა საფეხბურთო ექსპერტია.

კრიშტიანოს პირადმა ექიმმა კარლოს ნორონამ აგვისტოში თქვა: "მას უნიკალური ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. ის ჰგავს იმ მანქანას, რომელსაც შეუძლია, მილიონობით კილომეტრი გაიაროს და ერთხელაც არ გაჩერდეს".

"ბაიერნთან" და "ატლეტიკოსთან" მატჩების შემდეგ კრიშტიანო უკვე თამამად ოცნებობს კარიერაში მეხუთე "ოქროს ბურთზე". თუ "რეალმა" კარდიფულ ფინალში ლიგა მოიგო და ესპანეთის ჩემპიონობაც არ დათმო, ეს კრიშტიანოსათვის პრაქტიკულად ტიტულის გარანტია იქნება.

ბრენდი CR7 მადრიდული წარმატებების განუყოფელი ნაწილი გახდა. კლუბის პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან მისი შესანიშნავი ურთიერთობა კვირაში 365 000-იანი გარიგებითაა დაგვირგვინებული.

კრიშტიანოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ შესთავაზა ახალი კონტრაქტი, როცა ის ახალ როლს უშინაურდებოდა და ახლა პერესი არ ნანობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
მეც ბარსას გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ეს სულაც არ მიშლის ხელს,სიამოვნება მივიღო სხვათა კარგი თამაშით.რეალიც ძალიან მომწონს,იუვენტუსიც,მონაკოც და ლიონთან აიაქსის ნახვითაც მაგრად ვისიამოვნე.ეს ასეა,მაგრამ ჩვენი უვარგისი ნაკრები ბარსასაც მირჩევნია და რეალსაც.თქვენც ამას გირჩევთ მეგობრებო,მიიღეთ სიამოვნება უცხოური გუნდების ცქერით,მაგრამ იყავით საქართველოს ფანები.აი მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და აღარც ერთმანეთში მოგივათ დავა დაბოღმილობაზე. ახლა არგენტინაზე და მესიზე.რონალდომ რომ ტიტული მოიგო ნაკრებთან და ამით მის მასშტაბზე კითხვა მოიხსნაო.მართალია,მართალია,მაგრამ პორტუგალიაში მხოლოდ ისაა სუპერვარსკვლავი,აი არგენტინაში კი ასეთი,მთელი კრებულია,ყველა მკაფიო ინდივიდუალისტია და ბევრი ალბათ გულში არც აღიარებს მესის პირველობას.ერთია ნაკრები იყოს ვარსკვლავთ კრებული,და მეორეა ეს ნაკრები გახდეს ვარსკვლავი,ეს კი მწვრთნელის გასაკეთებელია,ისე ააწყოს ნაკრების თამაში,რომ ყველამ გამოავლინოს საუკეთესო თვისებები.მესიზე ამბობთ და სხვამ ვინ გაიბრწყინა ამ ნაკრებში?რა,ისინი არ არიან მსოფლიოს დონის ფეხბურთელები?ამაშია საქმე,ნაკრები ვერ შეიკრა ვარსკვლავად,პასუხს კი მაყურებელიც და პრესაც მესის სთხოვს,უზარმაზარი ზეწოლაა.ალბათ ამიტომ უნდოდა ნაკრების დატოვება მესის,მას ხელში ბერკეტი არა აქვს და გამარჯვებას სთხოვენ. 1964 წელს,როცა დინამო სსრკ ჩემპიონი გახდა,მწვრთნელმა,გავრილ კაჩალინმა,დინამოში მოიყვანა და ძირითადში დააყენა აფშევი,შემდეგ მან ეს,ასე ახსნა:დინამოში ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ წინ,რომ შავი სამუშაოს შესრულებას,მათ ვერ დავავალებდი და აფშევიც ამიტომ მოვიყვანეო.შესაძლოა არგენტინის ნაკრების პრობლემაც ეგ იყოს,ან ერთერთი მაინც
giorgi
რონალდოც და მესიც მაგრები არიან.მორჩით ამ შედარებებს.კრ7 აქვს რაღაც პლიუსები,რაც არა აქვს მესის და პირიქით,მესის ააქვს პლიუსები,რაც არააქს კრიშტის
manchesteri
ყველაზე ბოღმიანი გულშემატკივარი საქართველოში ბარსელონას ყავს, სასტავს არავინ და არაფერი არ მოსწონს მესის, ჩავის და ინიესტას გარდა:დ:დ მგრები იყვნენ და არიან რაზეა საუბარი, მაგრამ შეიძლება სხვა ყველა ნაგავი გეგონოთ?:დ
ზურიკო
გიორგი რომ ამბობ ორმეტრიან თამაშგარეს არ უთვლიანო ბაზარი არაა იყო თამაშგარე მაგრამ ერთს რომ ამბობ მეორეც თქვი რა ძმაო ატლეტიკოსთან ჰეთრიკი თამაშგარეებიდან იყო? მე მაგალითად ნაკრებიდან ვაფასებ ფეხბურთელს და მეორეც გემოვნებას ყველასას ვცემ პატივს და მე რონალდო მევასება.და შენ ბრმასავიათ ამბობ რონალდო არაფერია და მესი ყველაფერიო ეგ საუბარი რეალობასაა მოკლებული.მე კი მევასება რონალდო და მირცჰევნია მესისაც მაგრამ იმას რა მათქმევინებს მესი უძლიერესი არაა თქო...ვაღიარებ მესისაც მაგრამ მირჩევნია რონალდოოო!!!!
sabonis
რაც არ უნდა რეკორდები ამყაროს, რონალდი ისე ვერ აჯობებს მესი, როგორც ლებრონი ჯორდანს.DDD
ქუთაისელი
მესი დიდი ფეხბურთელია,მაგრამ მისი აქილევსის ქუსლი არგენტინის ნაკრებია,სადაც მას არაფერი გამოდის,რონალდომ კი დიდი წვლილი შეიტანა პორტუგალიის ნაკრების გაჩემპიონებაში,მესი გადამწყვეტი ფიგურა არ არის არგენტინის ნაკრებში,რიგითი ფეხბურთელივით თამაშობს,ამიტომ იყო,რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ,როგორც ეტყობა თავისივე თამაშით უკმაყოფილომ ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა,ასე რომ არგენტინის ნაკრებში მისი არც თუ ისე წარმატებული თამაში მის დიდ ფეხბურთელობას მომავალში ცოტა ჩრდილს მიაყენებს და დარჩება ფეხბურთის ისტორიაში,საკლუბო ფეხბურთის დიდ ფეხბურთელად.
მაგარი კაცი სახელად კრისტიანო
რონალდო ყველაფერში წინ არის მესიზე.განსაკუთრებით ნაკრებში/71 ბურთი/ და ჩემპიონთა ლიგაზე/103 ბურთი აქედან 52 პლეიოფებში/.რატომ არიან ლეგენდები პელე,მარადონა,გარინჩა,კიჭა,ზიდანი,როსი და სხვა,იმიტომ რომ მათ თავიანთ ნაკრებებს ტიტულები მოაგებინეს.მათ რიგებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რონალდოც დაემატა.ამ დროს მესი ნაკრებში ნულია..პსჟ-სთან და იუვენტუსთან სამარცხვინო თამაშების შემდეგ მესიზე სხვა განზომილებაზე ლაპარაკი სასაცილოა.
ქუთაისელი
მესი დიდი ფეხბურთელია,მაგრამ მისი აქილევსის ქუსლი არგენტინის ნაკრებია,სადაც მას არაფერი გამოდის,რონალდომ კი დიდი წვლილი შეიტანა პორტუგალიის ნაკრების გაჩემპიონებაში,მესი გადამწყვეტი ფიგურა არ არის არგენტინის ნაკრებში,რიგითი ფეხბურთელივით თამაშობს,ამიტომ იყო,რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ,როგორც ეტყობა თავისივე თამაშით უკმაყოფილომ ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა,ასე რომ არგენტინის ნაკრებში მისი არც თუ ისე წარმატებული თამაში მის დიდ ფეხბურთელობას მომავალში ცოტა ჩრდილს მიაყენებს და დარჩება ფეხბურთის ისტორიაში,საკლუბო ფეხბურთის დიდ ფეხბურთელად.
sake
ძალიან მაგარია,დიდი ფეხბურთელია,მაგრამ მესი უდიდესი ფეხბურთელია,უბრალოდ ის სხვა განზომილებაა.
მიშა
ფანტასტიკური ფეხბურთელია და კარგი პიროვნება. ასეთი ქველმომქმედი არცერთი ფეხბურთელია და არც ყოფილა.
giorgi
2 მეტრიან თამაშგარეებს არ უფიქსირებენ და მასე მეც კი გავიტან გოლებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
საქმეში პირადად პერესი ჩაერთო - რას გადაწყვეტს ვინისიუსი და დასჭირდება თუ არა "რეალს" ახალი ვინგერი
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება