თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა, მე-17 ტურის დარჩენილ შეხვედრებს უმასპინძლა
5 მაისს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა, მე-17 ტურის დარჩენილ შეხვედრებს უმასპინძლა.

მიუხედავად იმისა, რომ პლეი-ოფში გამსვლელთა ვინაობა წრიული ეტაპის მიწურულს, ბოლომდე ისევ არაა გარკვეული, თბილისურმა სათამაშო დღემ განსაკუთრებული მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. ბოლო, მე-18 ტურის წინ "საუკეთესო ოთხეულში" მხოლოდ ერთი "ვაკანსია" რჩება, რომელზეც პრეტენზიას ერთბაშად სამი გუნდი აცხადებს.

ამ ტურამდე ცნობილი იყო, რომ გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი "სტუ-თელასი" რეგულარულ სეზონში ასპარეზობას მეორე ადგილზე დაასრულებდა. მიუხედავად სატურნირო მოტივაციის უქონლობისა, "ენერგეტიკოსებმა" ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ აღარ ისურვეს მორიგი დაუგეგმავი ქულების დაკარგვა და აუტსაიდერ იბსუ-ს დამაჯერებლად, 9:2 სძლიეს.

რეგულარული სეზონის გამარჯვებულის სტატუსით და მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით შეხვდა მე-17 ტურს მფკ "ტატიშვილი", რომლის მეტოქეც პლეი-ოფში გასვლისთვის მებრძოლი მფკ "თბილისი" იყო. პირველი წრის მსგავსად, ამ გუნდების დაპირისპირება ამჯერადაც დაძაბული და საინტერესო გამოდგა და ისევე, როგორც წინა წრეში, "მედიკოსების" კლასის და გამოცდილების ხარჯზე მოპოვებული გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

მეტოქისგან განსხვავებით, ბოლო ტურში აუცილებელი სამი ქულისთვის მოუწევს ბრძოლა მფკ "თბილისს", რომელსაც იბსუ-სთან გასამართი მატჩის გარდა, ერთი გამოტოვებული შეხვედრაც დარჩება "თბილისი ვარიორსთან", რომლის საკითხიც სფფ-ის აღმასკომზეა გადაცემული და მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ბედი ელის ამ დაპირისპირებას ("თბილისის" გარდა, "ვარიორსთან" შეხვედრა გამოტოვეს "თელასმა", "აგორამ" და "აფხაზეთმა"), თუმცა, ამ ორ შეხვედრაში 6 ქულის მოპოვების მიუხედავად, "დედაქალაქელების" საპლეიოფო მომავალი მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული.

"თბილისის" მთავარი კონკურენტი მფკ "მგლებია", რომელიც ამ ტურში მფკ "აგორას" დაუპირისპირდა და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრ "პირველ ფინალში" 4:7 დამარცხდა. "აგორამ" კი ამ გამარჯვებით პლეი-ოფში თამაში გაინაღდა და მესამე ადგილის დასაკავებლად ერთი ქულაც კმარა, რომლის მოპოვებასაც ის ბოლო ტურში "დინამო ბათუმის" წინააღმდეგ შეხვედრაში შეეცდება, რომელიც თავის მხრივ, ასევე ინარჩუნებს მომდევნო ეტაპზე თამაშის შანსს და ამისთვის, გამარჯვების გარდა, უშუალო კონკურენტების შედეგებსაც უნდა დაელოდოს.

რაც შეეხება მფკ "მგლებს", ბოლო ტურში "სტუ-თელასის" წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში, საუკეთესო მეოთხე გუნდი სწორედ ის გახდება და "თბილისურ-ბათუმურ" იმედებს ცივ წყალსაც გადაასხამს, თუმცა მისია თავისთავად არ იქნება იოლი შესასრულებელი.

05.05.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XVII ტური

მფკ იბსუ - მფკ სტუ-თელასი 2:9 (1:3)

გოლები: 04:41’ წვერავა (0:1), 10:32’ ლეჟავა (0:2), 13:03’ ესებუა (1:2), 17:58’ ჭუმბურიძე (1:3), 21:01’ ჩიმაკაძე (2:3), 25:16’ ლეჟავა (2:4), 26:43’ ესებუა ს.კ(2:5), 28:02’ მაისაია (2:6), 29:08’ წვერავა (2:7), 34:13’ კურბანოვი (2:8), 37:28’ ჭუმბურიძე (2:9)

გაფრთხილება: 38:49’ ჭუმბურიძე (თელ)

მფკ ტატიშვილი - მფკ თბილისი 4:2 (2:0)

გოლები: 06:23’ მურცხვალაძე (1:0), 11:24’ კეკელია (2:0), 25:34’ თურმანიძე (2:1), 36:44’ სილაგავა (3:1), 38:20’ მარუაშვილი 6მ(3:2), 39:46’ სიგუნავა (4:2)

გაფრთხილება: 18:53’ , 38:20’ ჭანუყვაძე (ტატ), 23:25’ სიგუნავა (ტატ)

გაძევება: 38:20’ ჭანუყვაძე (ტატ)

მფკ მგლები - მფკ აგორა 4:7 (2:3)

გოლები: 04:54’ ნინოშვილი (0:3), 05:52’ ჭიაბერაშვილი (0:2), 06:21’ დაჩანიძე (0:3), 11:08’ მაჭარაშვილი (1:3), 17:44’ ძაგანია (2:3), 21:21’ ალავიძე (2:4), 21:58’ ალავიძე (2:5), 23:30’ ძაგანია (3:5), 30:02’ კვალიაშვილი (3:6), 36:38’ გოგიშვილი (3:7), 38:20’ მაჭარაშვილი 10მ (4:7)

გაფრთხილება: 13:34’ გიორგობიანი (მგლ), 18:49’ ნინოშვილი (აგო), 20:18’ კვანტალიანი (მგლ), 34:49’ გოგიშვილი (აგო), 38:07’ ჭელიძე (აგო)

ბომბარდირები:

სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 33, ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 30, არმენ გალოიანი (დინამო) - 25, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი) - 22

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ფუტსალის ლიგა 2016/17: 12 ივნისს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა!
ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!
ფუტსალის ლიგა 2016/17: "სტუ-თელასი" საქართველოს ჩემპიონია! [PHOTO]
ფუტსალის ლიგა 2016/17: ფავორიტები სერიაში დაწინაურდნენ!
ფუტსალის ლიგა 2016/17: დღეს ფინალური სერია იწყება!
9 ივნისს, ფუტსალის ლიგის ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართება [VIDEO]