MSN-ის 100 გოლი ზედიზედ მესამე სეზონში
როგორც იქნა, არსენ ვენგერმა "დაასველა" დუელის შედეგი ჟოზე მოურინიოსთან - პირველად შეძლო პორტუგალიელის დამარცხება. ეს მან მე-13 ცდაზე მოახერხა. როგორც იცით, ვენგერის მომავალი "არსენალში" დიდი კითხვის ნიშნითაა. ასე რომ, შესაძლოა, ეს გამარჯვება მათ დუელში ფრანგისთვის პირველი და უკანასკნელიც აღმოჩნდეს.

პრემიერლიგა: პირველი ალჟილერი ასიანთა კლუბში

* მანუელ ლანსინიმ (ვესტ ჰემი) 14 ლონდონურ დერბიში 9 გოლის გატანა შეძლო.

* ნ’გოლო კანტემ გასული სეზონის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტ ორთაბრძოლაში (289) მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მეტი პასის ჩაჭრა (235) მიითვალა.

* არსენ ვენგერმა (არსენალი) ჟოზე მოურინიოს (მანჩესტერი) პრემიერლიგაში მე-13 ცდაზე მოუგო.

* ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენს (არსენალი) ამ სეზონში 7 საგოლე პასი აქვს, იმდენი, რამდენიც ხუთ წინა სეზონში ერთად.

* დენი უელბეკმა (არსენალი) "მანჩესტერთან" ბოლო სამ დაპირისპირებაში გაიტანა.

* ჟოზე მოურინიოს აქამდე "არსენალის" წინააღმდეგ წაგება არ ჰქონდა სამწვრთნელო კარიერაში - 5 მოგება, 7 ფრე.

* "ლივერპულმა" ამ სეზონში 32-ჯერ დაარტყა "საუთჰემპტონის" კარისკენ და ერთი გოლიც ვერ გაიტანა.

* ჯეიმს მილნერმა (ლივერპული) 2009 წლის მერე პირველად ვერ გაიტანა პენალტი პრემიერლიგაში.

* იურგენ კლოპმა 65 მატჩში, რაც "ლივერპულს" წვრთნის, 33 მოიგო, 18 ფრედ დაასრულა და 14 წააგო, სულ კი 117 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მისი შედეგი ბრენდან როჯერსის შედეგის იდენტურია.

* კრეიგ შექსპირი (ლესტერი) პრემიერლიგაში მხოლოდ მე-4 მწვრთნელია, ვინც პირველი ხუთი საშინაო მატჩი მოიგო პელეგრინის, ერიქსენისა და ანჩელოტის შემდეგ.

* ჯეიმი ვარდიმ პრემიერლიგაში 60 გოლში მიიღო მონაწილეობა და ამ მხრივ "ლესტერში" პირველ ადგილზე გადავიდა, გაასწრო რა მაზი იზეტს.

* ჯერმეინ დეფომ (სანდერლენდი) პრემიერლიგაში 1 035-წუთიანი პაუზის მერე გაიტანა.

* "ვესტ ბრომვიჩის" ბოლო 8 გოლიდან 6 მცველებმა გაიტანეს.

* მამე დიუფმა (სტოკ სიტი) პრემიერლიგაში ზუსტად 365-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.

* სალომონ რონდონმა (ვესტ ბრომვიჩი) 19-ტურიანი პაუზის შემდეგ შეძლო გოლის გატანა.

* "სტოკ სიტიმ" პრემიერლიგაში გასვლაზე 629-წუთიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

* რიად მაჰრეზი გახდა პირველი ალჟილერი, ვინც პრემიერლიგაში 100 მატჩი ითამაშა.

* ნიკოლას ოტამენდის (მანჩესტერ სიტი) გოლი იყო მე-400 არგენტინული გოლი პრემიერლიგაში.

* კევინ დე ბრუინის 15 საგოლე პასი "სიტის" ფეხბურთელისთვის სეზონში რეკორდის გამეორებაა (დავიდ სილვა - 2011/12), თუმცა დე ბრუინს მისი დამხობისთვის კიდევ დარჩა დრო.

* დავიდ სილვას გოლი "სიტისთვის" უსწრაფესი პრემიერლიგური გოლია 2015 წლის თებერვლის (აგუერო) მერე.

ლა ლიგა: მესის 50

* პაბლო სარაბიამ (სევილია) ამ სეზონში უფრო მეტი გოლი გაიტანა (8), ვიდრე წინა ხუთ სეზონში ერთად.

* მიჩელის ხელმძღვანელობით "მალაგამ" ბოლო 7 ტურში 6 მატჩი მოიგო, ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა 29 ტურში.

* სანდრო რამირესმა უკვე 13 გოლი გაიტანა სეზონში. ეს საუკეთესო შედეგია "მალაგას" ფეხბურთელისთვის 2010/11 წლების სეზონის შემდეგ (რონდონი).

* ჟერარდ მორენომ (ესპანიოლი) ამ სეზონში 13 გოლი გაიტანა და ყველა საჯარიმოს ტერიტორიიდან.

* ლა ლიგაში მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს ახლა ორნიშნა ციფრი, როგორც გოლებში, ასევე საგოლე პასებში - ლუის სუარესს (27 და 12), ნეიმარსა (10/10) და პაბლო პიატის (10/10).

* ვორომ "მესტალიაზე" თამაშების 62,5% მოიგო.

* სიმონე ძაძამ (ვალენსია) სერია A-ში, პრემიერლიგასა და ლა ლიგაში პირველად მოახერხა ერთ თამაშში გოლის გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.

* ესეკიელ გარაი (ვალენსია) გახდა მესამე მცველი ლა ლიგაში, ვინც ამ სეზონში დუბლი შეასრულა. წინა ორი ჟერარდ პიკე და სერხიო რამოსი იყვნენ.

* ტეო ერნანდესმა (ალავესი) კარიერაში პირველი გოლი გაიტანა ლა ლიგაში.

* ტონი ადამსის "შედეგი" "გრანადას" თავკაცის პოსტზე - 5 თამაში, 5 წაგება, გოლები 1:13.

* ხამეს როდრიგესმა (რეალი) ამ სეზონში ნახევარმცველთა შორის ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა - 23.

* ლუის სუარესი (ბარსელონა) ლა ლიგაში გოლების რაოდენობით ჰრისტო სტოიჩკოვს გაუთანაბრდა, თუმცა ურუგვაელს 83 გოლის გასატანად 95 მატჩი ეყო, მაშინ, როცა ლეგენდარულ ბულგარელს 175 თამაშის ჩატარება დასჭირდა.

* "ბარსელონას" შემტევმა ტრიომ (მესი, სუარესი, ნეიმარი) ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) 100 გოლი გაიტანა.

* ლიონელ მესიმ (ბარსელონა) ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) პირველმა მიაღწია 50 გატანილ გოლს.

* "ატლეტიკოს" არასოდეს წაუგია, როცა საულ ნიგესს გოლი გააქვს ლა ლიგაში - 21 მატჩი (19 მოგება, 2 ფრე).

* საულ ნიგესის გოლი ამ სეზონში "ატლეტიკოსთვის" მე-100 იყო ყველა შეჯიბრებაში.

* ხიხონის "სპორტინგმა" "ელ მონინონზე" ამ სეზონში პირველად შეინახა კარი "მშრალად".

* კიკე სეტიენის ხელში პირველად მოხდა, რომ "ლას პალმასმა" ზედიზედ ორ ტურში გოლი ვერ გაიტანა.

ბუნდესლიგა: ლაიპციგის რეკორდი

* ბრემენის "ვერდერმა" ისტორიაში პირველად შეძლო ზედიზედ 8 ტურში სულ მცირე, ორი გოლის გატანა.

* "ჰამბურგთან" ფრე "მაინცისთვის" ბუნდესლიგის ისტორიაში მე-100 ფრე იყო.

* აარონ ჰანტმა (ჰამბურგი) "მაინცს" 14 დაპირისპირებაში 7 გოლი გაუტანა.

* "ლაიპციგი" არის პირველი დებიუტანტი კლუბი ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

* ტიმო ვერნერი (ლაიპციგი) გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი 21 წლამდე ასაკის, ვინც ერთ სეზონში 18 და მეტი გოლი გაიტანა, დიტერ მიულერის (1974/75 - 24 გოლი) შემდეგ.

* ჰალილ ალთინთოფი (დარმშტადტი) 139-ჯერ შეცვალეს ბუნდესლიგის მატჩებში, მან ჯერალდ ასამოას შედეგი გაიმეორა.

* სვენ ბენდერმა (დორტმუნდი) ბუნდესლიგაში მე-100 გამარჯვება იზეიმა.

* "დარმშტადტი" მეცხრედ შეხვდა ბუნდესლიგის ლიდერს და ვერც ერთხელ შეძლო გამარჯვება.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდი) 8 გოლი გაიტანა. ერთ სეზონში კლუბში მასზე მეტი მხოლოდ ლოთარ ემერიხს (1965/66 - 31 გოლი) აქვს გატანილი.

* "დარმშტადტთან" მატჩის I ტაიმში "ბაიერნის" ათივე მინდვრის მოთამაშემ შეძლო მეტოქის კარისკენ ერთხელ მაინც დარტყმა.

* ფრანკ რიბერის (ბაიერნი) ანგარიშზე 11 საგოლე პასია, რაც მისთვის წინა ორი სეზონის მონაცემს ერთად სჯობს.

სერია A: ინტერის კრიზისი

* "ლაციოს" 6 გოლი 6-მა ფეხბურთელმა გაიტანა. ბოლოს ასეთი რამ "უდინეზეს" ფეხბურთელებმა შეძლეს 2009 წელს.

* "ნაპოლისა" და "კალიარის" შეხვედრაში მხოლოდ 10-ჯერ დაირღვა თამაშის წესი, რაც ტურის რეკორდია.

* "რომამ" ჩემპიონატის ისტორიაში პირველად შეძლო ზედიზედ 6 საგარეო მატჩის მოგება.

* "რომამ" "მილანს" მისსავე მოედანზე 4 გოლი პირველად გაუტანა 1935 წლის შემდეგ.

* გაბრიელ პალეტა (მილანი) პირველი ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში 4 წითელი ბარათი მიიღო.

* ედინ ჯეკო "რომას" პირველი ფეხბურთელია ენრიკე გუაიტას შემდეგ (1934/35), ვინც ერთ სეზონში 27 გოლი გაიტანა.

* ჩემპიონატის ბოლო 7 ტურში მილანის "ინტერზე" ნაკლები ქულა (2) არავის მოუპოვებია.

* ტურინის "იუვენტუსმა" 591-დღიანი მოგებათა სერია შეწყვიტა ჩემპიონატში.

* "ნაპოლიმ" ამ სეზონში ყველა შეჯიბრებაში 100 გოლი გაიტანა.

ლიგა 1: გოლი 14 წლის შემდეგ

* "სენტ ეტიენს" ამ ეტაპისთვის 50 ქულა აქვს, რაც ამ კლუბისთვის 2010/11 წლების სეზონის შემდეგ უარესი შედეგია.

* მარიო ბალოტელიმ (ნიცა) უკვე 15 გოლი გაიტანა, რაც ერთ სეზონში მის საფეხბურთო კარიერაში რეკორდია.

* პატრის ევრამ (მარსელი) ლიგა 1-ში თავისი მესამე გოლი გაიტანა, პირველად 2003 წლის შემდეგ.

* დიმიტრი პაიემ ბაფეტიმბი გომისს გოლი 2008 წლის შემდეგ პირველად გაატანინა.

* "ლიონის" სასარგებლოდ ამ სეზონში ყველაზე მეტი, 14 პენალტი დაინიშნა.

* ედინსონ კავანის ახლა ლიგა 1-ში პსჟ-ის მაისურით 86 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მეორე ადგილზეა.

* მარკო ვერატის ხუთივე გოლი ლიგა 1-ში "პარკ დე პრენსზე" გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
ტიმო ვერნერი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვერნერმა შესაძლოა, კარიერა ლა ლიგის გრანდში განაგრძოს
37 წლის ედინსონ კავანიმ "ბოკა ხუნიორსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
კავანი: ჩემი შვილების კერპები კვარაცხელია და ოსიმენი არიან
ვერატის ევროპაში დაბრუნება სურს და პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან
ედინსონ კავანი "ვალენსიას" ტოვებს და კარიერას არგენტინულ გრანდში განაგრძობს
ვერატი: პსჟ სწორედ ამის გამო დავტოვე
ოფიციალურად: ედინ ჯეკო სერია A-ს დაუბრუნდა
"მას დიდ მოთამაშეებთან გამკლავება არ შეუძლია" - ობამეიანგი არტეტას შესახებ საუბრობს
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
"მანჩესტერ იუნაიტედი" ტიმო ვერნერით ინტერესდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
ვერნერი "ლაიფციგში" დაბრუნდა - გერმანელის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
"ატლეტიკოს" ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება
ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ბაქოში ლონდონური ფინალი იქნება [VIDEO]
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ენდრიუ რობერტსონი: "ლივერპულმა" ღირსეული შედეგი დადო, მაგრამ იცის, რომ უკეთესიც შეუძლია
ობამეიანგი: მხითარიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ ეს სირცხვილია
"ალ არაბი" მარკო ვერატის დამატებასთან ახლოსაა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"გულშემატკივრები გრიზმანს ამ ყველაფერს არ აპატიებენ..." - "ატლეტიკოს" პრეზიდენტი
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
ედინ ჯეკო სავარაუდოდ, კარიერას კვლავ სერია A-ში განაგრძობს
ედინ ჯეკოს მორიგი უარი - ბოსნიელს რუსეთში ჩასვლა არ სურს
"იუვენტუსი" ტრავმირებული პოგბას შემცვლელს იმატებს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
დიდებული მოთამაშეები ცუდ სიტუაციაში...
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ვერატი იანვარში შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მარკო ვერატიც საუდის არაბეთს მიაშურებს
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
კალაძესთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო - რა იცით ობამეიანგის ძმის შესახებ?!
"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან
მარკო ვერატი "ალ არაბიში" გადავიდა
სად წავა ვერნერი? - ტიმოს მსურველები არ აკლია
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ვაღიარებ, ასეთი რამ არასდროს გამომიცდია" - კავანიმ "ვალენსიას" რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
ობამეიანგმა "ბარსელონაში" გადასასვლელად საინტერესო არგუმენტს მიაგნო
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
"ატლეტიკოს" კაპიტანი: "რეალი" პენალტებსაც იმსახურებს და ჩემპიონობასაც
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
აქსელ ვიტსელი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობს