"ორენბურგის" ქართველმა თავდამსხმელმა რუსულ კლუბში გატანილი პირველი გოლის ემოციები გაგვიზიარა
ელგუჯა ლობჯანიძემ რუსეთის პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა. 27-ე ტურში ქართველი თავდამსხმელის "ორენბურგმა" "კრასნოდარს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელმა "ორენბურგს" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

- [ლეგიონის უქმეები] ცხრა გოლი, ჯანოს და ჯაბას ტიტულები [VIDEO]

ამ ტურამდე ის მოედანზე 5-ჯერ გამოჩნდა. ჯამში მას ერთ სრულ მატჩზე ნაკლები დრო გამოუვიდა - 71 წუთი. ლობჯანიძე პირველად ძირითადში 1-ელ მაისს, "კრილია სოვეტოვის" წინააღმდეგ გამოჩნდა, 7 მაისს კი შეუცვლელად ითამაშა და მატჩის გმირადაც მოგვევლინა...

მას ორენბურგში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩავწერეთ...

- გილოცავთ ახალ გუნდსა და ლიგაში პირველ გოლს! ეს ყოველთვის და ყველგან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით...

- რა თქმა უნდა! როცა გუნდში ლეგიონერი ხარ, უფრო მეტი მოგეთხოვება. პირველი გოლი კი გამორჩეულად აღსანიშნავი და სასიამოვნოა. თანაც, ახლა "ორენბურგისთვის" მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

- ამ მოგების მიუხედავად, გუნდი ჯერ კიდევ მე-13 ადგილზეა და ბოლო სამ ტურში მძიმე თამაშები გელით...

- ერთი კონკურენტი, "ტომი", უკვე ჩამოვიშორეთ. არადა, დარჩენილ ტურებში შეიძლება ათეულშიც დავწინაურდეთ და პირველ ლიგაშიც გავვარდეთ. ასე რომ, მოდუნების უფლება არ გვაქვს.

მთელი გუნდი მობილიზებულია იმისთვის, რომ გადამწყვეტ მატჩებში სასურველი შედეგები ვაჩვენოთ. რთული მეტოქეები გვეყოლება - "ლოკომოტივი", "უფა" და "როსტოვი". მაგრამ მაინც მოსაგებად უნდა ვითამაშოთ, სხვა გზა არ არის.

- ზედიზედ მეორე შეხვედრაა, ძირითადში თამაშობთ. ეტყობა, მწვრთნელის ნდობა დაიმსახურეთ, გარემოსა და მოთხოვნებსაც შეეგუეთ...

- თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ გუნდშიც კი შემთხვევით არავინ გათამაშებს. ჩვენი მწვრთნელის, რობერტ ევდოკიმოვის ნდობა ამიტომაც მახარებს. ყოველდღიურად მელაპარაკება, მამხნევებს და შეცდომებზე მიმანიშნებს. ის უბრალოდ შანსს კი არ მაძლევს, არამედ სამომავლო გეგმებსაც მიკავშირებს, შენიშვნებითა და რჩევებით კი ძალიან მეხმარება...

სხვათა შორის, წარმატება თანაგუნდელებმაც გულით მომილოცეს. იციან, რომ თავის დამკვიდრებას ვცდილობ და ისინიც მამხნევებენ.

- საერთოდ, რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ქართველი ნაკრებში მოხვედრაზეც ფიქრობს. თქვენი აზრით, ახლა ეს რეალურია?

- ეს ჩემი ოცნება და მიზანია, ამბიციაც მიჩნდება... მაგრამ რეალურია თუ არა ეს ამბიცია, მწვრთნელებმა უნდა გადაწყვიტონ. მე ასე ვიტყოდი - ამ ოცნებასთან ახლა უფრო ახლოს ვარ, ვიდრე პირველ ტურებში, როცა მხოლოდ შეცვლაზე, თანაც ცოტა ხნით მათამაშებდნენ. მთავარია, დარჩენილ ტურებშიც ასე გავაგრძელო. თუ კარგად ავთამაშდები, მერე რატომ არ გამომიძახებენ?

- გოლის შემდეგ ტრიბუნისკენ რომ გაქანდით, "გული" გულშემატკივრებისთვის გამოსახეთ?

- გულშემატკივრებისთვისაც, მაგრამ პირველ რიგში, ეს ჟესტი ჩემს მეუღლეს ეკუთვნოდა, რომელიც ახლა ფეხმძიმედაა და მინდოდა, გამეხარებინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]
ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]
ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის "დინამოს" ტოვებს