კიდევ რა პირადი რეკორდი შეიძლება დაამყაროს "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფის II რაუნდიც "მშრალი" სერიით მოიგო, 4:0 დაამარცხა "იუტა ჯაზი" და NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.

- ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" პლეი ოფის სერიაში "იუტა" გაანადგურეს [VIDEO]

ფინალში ქართველი ცენტრის გუნდის მეტოქე ჯერ არ გარკვეულა. ის შეიძლება იყოს "სან ანტონიო" ან "ჰიუსტონი", სერიაში 2:2-ია.

ეს უდიდესი მიღწევაა ზაზა ფაჩულიასთვის, რომელიც კონფერენციის ფინალში კარიერაში პირველად ითამაშებს.

თავის 14-წლიან ამერიკულ კარიერაში ფაჩულიამ 7 სეზონში ითამაშა პლეი ოფში. წინა 6 ასეთი სეზონიდან 3-ში ფაჩულიას გუნდმა ბრძოლა პირველ რაუნდში დაასრულა: 2008 წელს "ატლანტასთან" ერთად (7 თამაში), 2015 წელს "მილუოკისთან" ერთად (6) და 2016 წელს "დალასთან" ერთად (5).

სამჯერ, როცა ზაზა "ატლანტა ჰოქსის" ცენტრი იყო, მისი გუნდი მეორე რაუნდში გავიდა - ზედიზედ 2009, 2010 და 2011 წლებში. სამივე შემთხვევაში გუნდმა პლეი ოფში 11-11 თამაში ითამაშა.

"ქორები" მაშინ შესაბამისად, "კლივლენდმა", "ორლანდომ" და "ჩიკაგომ" გამოთიშეს.

ერთ სეზონში 11 მატჩი პლეი ოფში ზაზას კარიერის რეკორდია, რომელსაც ის აუცილებლად გააუმჯობესებს, რადგან უკვე 8 მატჩი ითამაშა და კონფერენციის ფინალი "გოლდენ სტეიტმა" "მშრალი" სერიითაც რომ წააგოს, ქართველს 12 თამაში დაუგროვდება.

"ჯაზთან" სერიაში ზაზამ კიდევ ერთი პირადი რეკორდი დაამყარა - მან სასტარტოში პლეი ოფის მატჩში უკვე 8 მატჩი ითამაშა, აქამდე კი ზაზას რეკორდი სეზონში 6 მატჩი იყო სასტარტო შემადგენლობაში (პლეი ოფში) - 2015 წელს "მილუოკისთან" ერთად.

ჯამში ფაჩულიამ პლეი ოფში 59 მატჩი ითამაშა, აქედან 19 სასტარტო შემადგენლობაში. მოედანზე გაატარა 1075 წუთი. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა 314 ქულა, 288 მოხსნა, 51 პასი, 29 ჩაჭრა და 18 დაფარება მიითვალა.

ზაზა პლეი ოფში ამ სეზონში საშუალოდ 5,8 ქულასა და 4,1 მოხსნას აკეთებს, კარიერაში კი - 5,3 ქულასა და 4,9 მოხსნას.

კიდევ რა პირადი რეკორდების გაუმჯობესება შეუძლია ფაჩულიას

* ამ სეზონში პლეი ოფში ფაჩულიას ანგარიშზე 46 ქულაა. მისი საუკეთესო შედეგი 76 ქულაა (2009 წ). რეკორდამდე მას 30 ქულა აკლია, რაც მინიმუმ 4 თამაშში არც ისე ძნელად მისაღწევი გვგონია.

* უფრო რთულადაა საქმე მოხსნებთან დაკავშირებით. ზაზას ანგარიშზე 33 მოხსნაა, მაშინ, როცა 2009 წელს 76 მოხსნა ჰქონდა. ზაზას 33 მოხსნა აკლია. ამ რეკორდის მოხსნაც შესაძლებელია.

* საუკეთესო შედეგამდე სეზონში ზაზას აკლია 11 პასი, 5 ჩაჭრა და 4 დაფარება. ყველა ამ რეკორდის მოხსნაც შესაძლებელია.

vili
რა გააღმერთეთ ეს კაცი ჩვეულებრივი საშუალო დონის კალათბურთელია იქ,რაა ფაჩულიას გარეშე არ მოუგია გოლდენს? სულელური ეპიზოდემიც მინახია ფაჩულიასი და თქვენ რეკორდებზე გაიძახით
საბონის-ს
ტოლო შენი ჭკუით შენი მხარდამჭერების და ფანების კლუბი შექმენი? ვაი რა დებილი უნდა იყოს აქ ვინმე რომ შენი ეს ნაჩალიჩარი დაიჯეროს. :)))))
საბონისს. სოსო
საბონის, შენი მჯერა
aba baba
მართალი ხარ საბონის: შენ თუ ვინმე რამეს დაგწამებს, ეგ, ამერიკანობა უფრო უნდა იყოს :)
vaxo
საბონის,აქ გასაკვირი არაფერია.სპორტალზე ბევრი სტატია იდება, მაგრამ ყველას 0 კომენტარი აქვს.მხოლოდ იმ სტატიებს აქვთ კომენტარები,რომლებიც ამბები.ჯის გვერდზე რომ სპორტალის სვეტია, იქ იდება.ანუ შედარებით მნიშვნელოვანი სპორტული ინფოები.იმ არაადეკვატურ კომენტარებსაც ის ტროლები აკეთებენ, პოლიტიკაზე რომ აქვთ ენა ალესილი.ასე რომ,პუტინის აგენტობასაც დაგაბრალებენ და ლენინის მკვლელობასაც. ბურთი საიდან იბერება ის არ იციან და ზაზა თუ შაკილ ონილი ჰგონიათ,ეგ რა გასაკვირია
sabonis
ზაზას ძალა თუნდაც იმაში ჩანს, რო სადაც ყველაძე ცოტა ითამაშა ის თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა გოლდენს.
ნათია
არ მიკვირს, მეც მაბრალებენ რაღაცეებს. რას იზამ არიან გენიოსები :))))
sabonis
ზაზა ჩვენი სიამაყეა, წინა სტატიაში,რღაც ვიხუმრე და ვიღაც ტიპებმა პუტინობა და ტროლობა თუ რაღაცეები დამაბრალეს მართლა ვერ გავიგე რას მერჩოდნენ. ზაზას დავიცავ ყველგან და ყოველთვის..
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს