სადათ ბუკარი თავისი ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი იყო
"სამტრედია" საკადრო პრობლემების მოგვარებას სეზონის მსვლელობისას ცდილობს. ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს გაძლიერება უდავოდ ესაჭიროება, რადგან საქართველო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა წარადგინოს.

როგორც ვწერდით, "სამტრედია" ამ ტურნირში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და აქვე შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძის გუნდი განუთესავთა შორის იქნება და 17 განთესილიდან ერთ-ერთს შეხვდება, ამათ შორის კი ძლიერი გუნდები არიან: "სელტიკი" (შოტლანდია), "კოპენჰაგენი" (დანია), "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), ბატე (ბელორუსი), "მარიბორი" (სლოვენია), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "მალმიო" (შვედეთი), "ასტანა" (ყაზახეთი), "რუსენბორგი" (ნორვეგია), "ჰაპოელ ბეერ-შევა" (ისრაელი)... ასევე, სლოვაკეთის, პოლონეთის, ავსტრიის, ხორვატიისა და სერბეთის ჩემპიონები (მათი ვინაობა ჯერ არ გარკვეულა)...

ცხადია, ასეთ გუნდებთან ღირსეულ დაპირისპირებას შესაბამისი კადრები დასჭირდება. ამ მიზნით ჩამოიყვანეს "სამტრედიაში" მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი, პერმის "ამკარის" დუბლშემადგენლობის ყოფილი კაპიტანი, 27 წლის მარჯვენა ნახევარმცველი კონსტანტინ ბელოვი, რომელიც უკვე გაგაცანით...

- "სამტრედიამ" 27 წლის რუსი ნახევარმცველი დაიმატა

მაგრამ საქართველოს ჩემპიონის საკადრო სიახლეები ამით არ დასრულებულა. შევიტყვეთ, რომ "სამტრედიაში" გუშინ განელი თავდამსხმელი სადათ ბუკარიც ჩაიყვანეს, რომელიც თავისი ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ.

თავის დროზე, ის ლონდონის "ვესტ ჰემის" ასაკობრივ გუნდში იყო, მერე - იერუსალიმის "ბეითარის" 18-წლამდელებში.

ამის შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა. ბუკარის ტრანსფერი ტუნისის "ეტუალ დუ საჰელმა" შეისყიდა. 2012 წლის ზაფხულში, სადათი უკვე რუმინულ "ასტრაში" გადავიდა, ბოლოს კი ლიმასოლის "არისში" ირიცხებოდა, მაგრამ ტრავმის გამო მხოლოდ ერთხელ ითამაშა. სწორედ ტრავმა გახდა კვიპროსული გუნდიდან მისი აბარგების მიზეზი.

2005 წელს, პერუში გამართულ 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ის განის ჭაბუკთა ნაკრების ღირსებას იცავდა. "ეტუალ დუ საჰელში" კი გახდა ტუნისის ვიცე-ჩემპიონი, აფრიკის სუპერთასისა და აფრიკის კონფედერაციის თასის მფლობელი. ქვეყნის თასის მფლობელი იყო ისრაელშიც (2010) და რუმინეთშიც (2014), ამას გარდა, იმავე წელს, რუმინეთის სუპერთასსაც დაეუფლა.

გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" განელი თავდამსხმელის პირობით სატრანსფერო ღირებულებად 1 მილიონ ევროს ასახელებს, რაც საქართველოს ჩემპიონატში რეკორდული მაჩვენებელია: საბურთალოელი გიორგი ხარაიშვილის ფასი 700 ათასი ევროა, ხოლო დინამოელი ოთარ კიტეიშვილის - 650 ათასი. თუმცა, კარიერის დასაწყისში, როდესაც სადათ ბუკარი 21 წლის იყო და აფრიკაში თამაშობდა, მისი ფასი 2 მილიონსაც აღწევდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

d;g
აბა სამტრედიაში მესი არ მოვა;
Guadua
გლახაობთ?1 წელი კაცს არ უთამაშია, ამან რა უნდა ჰქნას? ტრანსფერმარკეტის ფასებს უყურებთ?აგერაა მოედანი და ბურთი.ამათ ჩამოთრევას ზივზივაძე, შერგელაშვილი, არაბულის დატოვებაზე ეზრუნათ თავსი დროზე ის სჯობდა. მაგრამ აწი რაღა დროისაა.
torpedo daibogma samtredis legionerzee
es tu araa magari aba vinaa dolidze da sabanadzee
გოგი ქუთაისელი
ტორპედოს ძინავს.შემდეგი გაჩერება სადგური-ფიასკო!
jer sadaxart
pexburtelebi awi nazet .. samtredia pirveli gundi unda gaxdes.. ramodenime dgeshi naxet ra pexburtelebi chamovlen
data
xval datert mere gabalashi gadavida, samtrediashi ver shetanmdneno, ise araferi fexburteli eg ar unda ikos.
საჭირო დროს
სულ ხუთი ლეგიონერი ჩამოდის და ოთხი ძან მაგრებია.
gio
3-4, თუ 11? :)
Kluivert
ძალიან კარგი თავდამსხმელი ჩანს ვიდეოებიდან,ტექნიკური,სწრაფი,გამტანი,ესეთი 3-4 ლეგიონერი უნდა სამტრედიას და მართლა კარგი გუნდი იქნება ლიგისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
ისტორიული რეკორდი დამყარებულია - ქართველი ფეხბურთელების ფასი სულ უფრო იზრდება
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ქართველების გარეშე - "შტურმი" "ფენერბაჰჩესთან" ისევ დამარცხდა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
კიტეიშვილის საგოლე გადაცემა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგისკენ მიიწევს
ჩიხურა-სამტრედია 1:2 - "ჩიხურა" ხომ არ გინახავთ?.. [VIDEO]
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
კიტეიშვილის და გ. მამაგეიშვილის "შტურმი" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპის მესამე რაუნდში გავიდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
"სამტრედიის" დირექტორი: ჩემპიონთა ლიგამდე კიდევ 5 ლეგიონერი გვეყოლება!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
"სამტრედიამ" 27 წლის რუსი ნახევარმცველი დაიმატა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"სამტრედია": ბელოვი დაემატა, სუხომლინოვი წავიდა, აფრიკელები ჯერ არ ჩანან
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"სამტრედიის" გეგმები: გაძლიერება და თურქული შეკრება "ყარაბაღის" წინ