რა გაირკვევა ამ ევროუქმეებზე და რა ვერა
"ოლიმპიკოზე" სკუდეტოს ბედი წყდება, უფრო სწორად, სკუდეტოს მფლობელის ვინაობა, დიდი ალბათობით, ცნობილია, მაგრამ "იუვენტუსმა" ტიტული შეიძლება, სწორედ უშუალო კონკურენტ "რომასთან" ჯახში მოიპოვოს. "ბერნაბეუზე" "რეალი" ტიტულს ვერ გაინაღდებს, მაგრამ ლიგის კიდევ ერთი ფინალისტისა და "სევილიას" დაპირისპირებას მაინც ძალზე დიდი მნიშვნელობა და ინტერესი აქვს. ქვემოთ შევეცდებით, მოგითხროთ, თუ რა შეიძლება გაირკვეს ევროპის ტოპ-5 ლიგაში ამ უქმეებზე...

ხუთიდან ერთ პირველობაზე (ბუნდესლიგა) ჩემპიონის ვინაობა უკვე ცნობილია. დანარჩენი ოთხიდან სამში ამ უქმეებზე შეიძლება გაირკვეს ტიტულის მფლობელთა ვინაობა. მხოლოდ ესპანეთში შეუძლებელია გაფორმდეს ტიტულის ბედი. "ბარსელონამ" რომც წააგოს და მისმა კონკურენტმა "რეალმა" იმარჯვოს, კატალონიურ კლუბს თეორიული შანსი მაინც რჩება.

პრემიერლიგა: სამი ქულა ტიტულამდე

რა გადაწყდა: "ჩელსიმ" და "ტოტენჰემმა" უკვე მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგის საგზური. "ლივერპულს", "მანჩესტერ სიტის", "არსენალს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ევერტონს" განაღდებული აქვთ ევროსაგზური, მაგრამ მხოლოდ "ევერტონი" ითამაშებს დანამდვილებით ევროპალიგაზე, სხვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურის შანსი შერჩათ. "მიდლსბრო" და "სანდერლენდი" უკვე გავარდნილები არიან.

რა შეიძლება გადაწყდეს: "ჩელსის" ჩემპიონობამდე მხოლოდ გამარჯვება აკლია. პარასკევს ანტონიო კონტეს გუნდი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" ესტუმრება და თუ მოიგებს, ინგლისის ჩემპიონი გახდება. თუ "ჰალ სიტი" სტუმრად "კრისტალ პალასთან" დამარცხდება და "სუონსი" სტუმრად უკვე გავარდნილ "სანდერლენდს" მოუგებს, "ჰალი" გავარდნილია.

ტურის ცენტრალური მატჩი: "ტოტენჰემი" კვირას "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს. იმ მომენტისთვის შესაძლოა, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი უმოტივაციოდ იყოს დარჩენილი. "იუნაიტედს" ქულები ჰაერივით სჭირდება, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდს ერთობ დატვირთული ფინიში გამოუვიდა.

ლა ლიგა: ბერნაბეუზე

რა გადაწყდა: "ბარსელონას", "რეალს" და "ატლეტიკოს" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოპოვებული აქვთ. "სევილიას" გარანტირებული აქვს ევროთასებზე თამაში. "გრანადა" და "ოსასუნა" გავარდნილები არიან.

რა შეიძლება გადაწყდეს: "ატლეტიკოს" ქულაღა სჭირდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გაინაღდოს. "ატლეტიკო" "ბეტისს" ესტუმრება, რომელიც ახლახან უმწვრთნელოდ დარჩა. "დეპორტივოს" გადასარჩენად ქულაც ჰყოფნის სტუმრად "ვილიარეალთან".

ტურის ცენტრალური მატჩი: "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" "სევილიას" მასპინძლობს. ანდალუსიელებს ქულაც ჰყოფნით, რომ გაინაღდონ ლიგის საგზური, ზინედინ ზიდანის კრებულს კი ქულების დაკარგვა არაფრით აწყობს. "ბარსელონას" "რეალი" მხოლოდ დაკარგული ქულების წყალობით უსწრებს. საინტერესოა, რას გადაწყვეტს ამჯერად ზიდანი. აქამდე ფრანგი როტაციას არ უშინდებოდა, მაგრამ ახლა უკვე მართლაც ოქროს ფასი აქვს თითოეულ ქულას.

ბუნდესლიგა: ლიდერთა ჯახი

რა გადაწყდა: მიუნხენის "ბაიერნი" უკვე ჩემპიონია და ეს კარგა ხანია, რაც გადაწყდა. ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდების სიაც უკვე ცნობილია: "ბაიერნი", "ლაიპციგი", დორტმუნდი" და "ჰოფენჰაიმი". უკანასკნელმა ორმა უნდა გაარკვიოს, რომელი მათგანი აიცდენს საკვალიფიკაციო ბრძოლებს.

რა შეიძლება გადაწყდეს: თუ "ინგოლშტადტი" "ფრაიბურგთან" დამარცხდება, მისთვის ყველაფერი დასრულებულია, ამ გუნდს ფრეც შეიძლება არ ეყოს.

ტურის ცენტრალური მატჩი: "რედ ბულ არენაზე" სეზონის ნამდვილი გმირი "ლაიპციგი" "რეკორდმაისტერს" მასპინძლობს. ეს შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტს, "ლაიპციგი" მეორეა, "ბაიერნი" - პირველი, მაგრამ ამ გუნდების დაპირისპირება მაინც უდიდეს ინტერესს იწვევს. კარლო ანჩელოტის გუნდმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ დამსახურებულად იმარჯვა ჩემპიონატში.

სერია A: გადამწყვეტი მატჩი

რა გადაწყდა: "იუვენტუსმა" გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის საგზური. "რომამ", "ნაპოლიმ" და "ლაციომ" ევროთასების საგზური უკვე მოიპოვეს. "პალერმო" და "პესკარა" სერია B-ში ითამაშებენ.

რა შეიძლება გადაწყდეს: თუკი "იუვენტუსი" იმარჯვებს, მასიმილიანო ალეგრის გუნდი სკუდეტოს მოიგებს. "კროტონეს" მარცხისა და მისი ორ კონკურენტის გამარჯვების შემთხვევაში, "კროტონე" ელიტიდან გავარდება.

ტურის ცენტრალური მატჩი: ტური სრულდება "ოლიმპიკოზე", სადაც "იუვეს" უშუალო კონკურენტს ბოლო შანსი აქვს. "რომა"-"იუვენტუსი" ამ უქმეების მთავარი დაპირისპირებაა. მოგება ალეგრის გუნდისთვის ტიტულის მომტანია, თუმცა ეს ადრე თუ გვიან, ალბათ მაინც მოხდება.

ლიგა 1: სტუმრად მწვანეებთან

რა გადაწყდა: "მონაკომ", "პარი სენ-ჟერმენმა" და "ნიცამ" გაინაღდეს ლიგის საგზური, პირველმა ჯგუფური ეტაპიც.

რა შეიძლება გადაწყდეს: თუ პსჟ ვერ მოიგებს და "მონაკო" შინ "ლილს" დაამარცხებს, ლეონარდო ჟარდიმის გუნდი ჩემპიონი გახდება. ჯერ არც ერთი გუნდი არ გავარდნილა, თუმცა ეს შეიძლება ამ ტურში მოხდეს.

ტურის ცენტრალური მატჩი: ამ ტურში "სენტ ეტიენი" უნაი ემერის "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს და, ბუნებრივია, ეს არის ტურის მთავარი დაპირისპირება. როგორც გახსოვთ, სტუმრებს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ.

მიმდინარე სერიები

* გამარჯვებები (ტოპ-5): მონაკო - 9; ბარსელონა - 5.

* გამარჯვებები (ევროპაში): მონაკო - 9; ასტრა - 8; გიმარაეში - 7.

* დაუმარცხებელი (ტოპ-5): მონაკო - 17; იუვენტუსი - 16.

* დაუმარცხებელი (ევროპა): სელტიკი - 35; პორტუ - 29; კოპენჰაგენი - 26.

* ფრეები (ტოპ-5): -.

* ფრეები (ევროპა): დნიპრო - 5; ბოტოშანი, სუნსვალი - 4.

* მოუგებელი (ტოპ-5): გრანადა - 11; პესკარა - 10.

* მოუგებელი (ევროპა): გრანადა - 1; პესკარა, ვოლინი - 10.

* წაგებები (ტოპ-5): გრანადა - 6; სელტა, პესკარა - 4.

* წაგებები (ევროპა): ბორაცი - 8; გრანადა - 6.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXVII ტური

პარასკევი. 12 მაისი

ევერტონი-უოტფორდი 22:45

ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 23:00

შაბათი. 13 მაისი

სიტი-ლესტერი 15:30

ბორნმუთი-ბარნლი 18:00

მიდლსბრო-საუთჰემპტონი 18:00

სანდერლენდი-სუონსი 18:00

სტოკი-არსენალი 20:30

კვირა. 14 მაისი

კრ. პალასი-ჰალი 15:00

ვესტ ჰემი-ლივერპული 17:15

ტოტენჰემი-მანჩესტერი 19:30

ბომბარდირები: 24 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 21 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 20 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი); 18 - სერხიო აგუერო (სიტი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერი), დელე ალი (ტოტენჰემი); 15 - ედენ აზარი (ჩელსი), ჯოშუა კინგი (ბორნმუთი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXVII ტური

შაბათი. 13 მაისი

ესპანიოლი-ვალენსია 18:00

ოსასუნა-გრანადა 20:30

კვირა. 14 მაისი

ალავესი-სელტა 18:00

ბილბაო-ლეგანესი 22:00

ბეტისი-ატლეტიკო 22:00

ეიბარი-სპორტინგი 22:00

ლას პალმასი-ბარსელონა 22:00

ვილიარეალი-დეპორტივო 22:00

რეალი-სევილია 22:00

სოსიედადი-მალაგა 22:00

ბომბარდირები: 35 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 27 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - იაგო ასპასი (სელტა); 16 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 15 - არიც ადურისი (ბილბაო), ალვარო მორატა (რეალი).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXXIII ტური

შაბათი. 13 მაისი

ლევერკუზენი-კიოლნი 17:30

შალკე-ჰამბურგი 17:30

მაინცი-აინტრახტი 17:30

ვოლფსბურგი-გლადბახი 17:30

აუგსბურგი-დორტმუნდი 17:30

ვერდერი-ჰოფენჰაიმი 17:30

დარმშტადტი-ჰერტა 17:30

ფრაიბურგი-ინგოლშტადტი 17:30

ლაიპციგი-ბაიერნი 17:30

ბომბარდირები: 28 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 25 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 19 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 15 - მარიო გომესი (ვოლფსბურგი).

იტალია. სერია A. XXXVI ტური

შაბათი. 13 მაისი

ფიორენტინა-ლაციო 20:00

ატალანტა-მილანი 22:45

კვირა. 14 მაისი

ინტერი-სასუოლო 14:30

სამპდორია-კიევო 17:00

კალიარი-ემპოლი 17:00

პალერმო-ჯენოა 17:00

ტორინო-ნაპოლი 17:00

ბოლონია-პესკარა 17:00

კროტონე-უდინეზე 17:00

რომა-იუვენტუსი 22:45

ბომბარდირები: 27 - ანდრეა ბელოტი (ტორინო); 25 - ედინ ჯეკო (რომა); 24 - მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 22 - ჩირო იმობილე (ლაციო); 16 - მარკო ბორიელო (კალიარი); 15 - ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXVII ტური

კვირა. 14 მაისი

სტ. ეტიენი-პსჟ 23:00

ბორდო-მარსელი 23:00

მონპელიე-ლიონი 23:00

ნიცა-ანჟერი 23:00

ბასტია-ლორიანი 23:00

დიჟონი-ნანსი 23:00

მონაკო-ლილი 23:00

ნანტი-გენგამი 23:00

კაენი-რენი 23:00

მეცი-ტულუზი 23:00

ბომბარდირები: 33 - ედინსონ კავანი (პსჟ); 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 19 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 18 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი); 15 - ფლორიან ტოვენი (მარსელი), ივან სანტინი (კაენი), მარიო ბალოტელი (ნიცა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"ბარკოლა "ცრუ ცხრიანზე", "კვარა" მარცხენა ფლანგზე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] ეს საგანგაშოა - "ჩელსისთან" მატჩების წინ უნიათო პსჟ სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"ამას სუპერმარკეტში ვერ ვიყიდით!... არ მინდა გუნდის მიმართ ნდობა დავკარგო" - რა თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს