ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ვინ ითამაშებს ევროპაზე? მსოფლიოზე? - ექსკლუზიური ინტერვიუ ილიას ზუროსთან

ვინ ითამაშებს ევროპაზე? მსოფლიოზე? - ექსკლუზიური ინტერვიუ ილიას ზუროსთან

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მთავარი მწვრთნელი შემადგენლობის გამოცხადება არ ეჩქარება
შარშან ამ დროს, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალებს ესწრებოდა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი. იგი ამჯერად საბერძნეთიდან ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ჩამოსვლას ვერ ახერხებს. რატომ? - ეს ერთი შეკითხვა.

ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ გვითხრა: საქართველოს ნაკრებში მომავალ წელს ახალ სახეებს უნდა ელოდეთო. ვის? - ეს მეორე შეკითხვა.

ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას გუნდი თვე-ნახევარში შეუდგება. მოსამზადებელი გეგმაც მოხაზულია. კმაყოფილია? - ეს მესამე შეკითხვა.

მეოთხე კითხვა ცხელ-ცხელია - 7 მაისს დასრულებულმა წილისყრამ მსოფლიოს თასის შესარჩევზე ქართველებს სერბეთი, გერმანია და საკვალიფიკაციომოვლილი გუნდი გვარგუნა. რას უნდა ველოდეთ?

მოკლედ, შეკითხვები საკმარისადაა. პასუხს კი მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსზე უკეთ ვერავინ გაგვცემს. მას საბერძნეთში დავუკავშირდით, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

ინტერვიუ კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ.

- ახლა უკვე კარგად ვარ. ბარძაყის ძვლის ანთება მქონდა, სერიოზულად მაწუხებდა. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, ოპერაცია გამეკეთებინა. სხვა გამოსავალი არ იყო. ამიტომაც მომიწია სეზონის დასრულებამდე მონტენეგროს "ბუდუჩნოსტის" დატოვებამ.

- ოპერაცია სად გაიკეთეთ?

- საბერძნეთში, აქაურ კლინიკაში. კარგი ექიმი მყავს, აღდგენით კურსსაც მისი მითითებით გავდივარ. მკურნალობა გეგმურად მიმდინარეობს.

- როდისთვის ვარაუდობენ სრულად გამოჯანმრთელებას?

- დიდი დრო აღარ დარჩა. საქართველოს ნაკრების ოფიციალური შეკრების დაწყებამდე მწყობრში ვიქნები.

- ევრობასკეტი 2017-ისთვის შემადგენლობას როდის დაასახელებთ?

- თვალს ვადევნებ ქართველი ლეგიონერების თამაშს, გარკვეული მონახაზი მაქვს, თუმცა აჩქარებას არ ვაპირებ. შარშან საქართველოში რამდენიმეჯერ ჩამოვედი და სუპერლიგის მატჩებს დავესწარი. წლეულს, სამწუხაროდ, ამას ვერ მოვახერხებ, რადგან ოპერაციის შემდეგ ექიმები თვითმფრინავში ასვლისა და ფრენის უფლებას არ მაძლევენ. თუმცა სუპერლიგას რეგულარულად ვადევნებ თვალს, ინტერნეტის დახმარებით ვცდილობ ყველა მოვლენის საქმის კურსში ვიყო და არ გამომრჩეს სანაკრებოდ საინტერესო კალათბურთელების თითოეული ნაბიჯი.

შემადგენლობის დასახელებამდე კონსულტაციებს გავივლი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან, რომლებიც საქართველოში მუშაობენ. ასევე დავეკითხები სხვადასხვა გუნდის მწვრთნელებს.

სწორედ ასე მოვიქეცი შარშანაც. რაც შეეხება შეკითხვას, გაფართოებულ შემადგენლობას სუპერლიგის პლეი ოფის დასრულების შემდეგ გამოვაცხადებთ.

- ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი გეგმით რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით?

- ფედერაციის წარმომადგენლები ბევრს მუშაობდნენ, რომ სრულყოფილი გეგმა შეგვემუშავებინა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად მოიხაზა. ბევრი რამ იქამდე გაირკვა, ვიდრე ევრობასკეტის წილისყრა ჩატარდებოდა. ამიტომ, გარკვეული კორექტივები ახლაც ხორციელდება. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. მთავარია, რომ გუნდს ყველა პირობა ექნება ევრობასკეტისთვის სრულფასოვნად მოსამზადებლად. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კალათბურთელთა ჯანმრთელობა, ვინ როგორ შეხვდება მოსამზადებელ ეტაპს.

- მანუჩარ მარკოიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის შესახებაც გექნებათ ინფორმაცია.

- რა თქმა უნდა. ოპერაციის შემდეგ ორივემ განაახლა ვარჯიში და ყველას იმედი გვაქვს, რომ შეკრების დაწყებამდე სრულ მზადყოფნაში იქნებიან.

- ახლახან დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა. რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით?

- მართალია, ჯერ არ ვიცით მეოთხე გუნდის ვინაობა, მაგრამ უნდა ითქვას, ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. სერბეთი და გერმანია სერიოზული გუნდებია. თუმცა, საინტერესოა, როგორ იმოქმედებს ნაკრებებზე მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ახალი სისტემა.

მატჩები ნოემბერში, თებერვალსა და ივნისში გაიმართება. შუა სეზონში გამოუშვებენ კალათბურთელებს NBA-ს გუნდები? ამის გამო ევრობასკეტის შემდეგ ნაკრებები შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს. მაგალითისთვის სერბეთი ავიღოთ: ლაპარაკია ტეოდოშიჩისა და ბოგდანოვიჩის NBA-ში გადასვლაზე. თუ ასე მოხდა, ვინ შეცვლის მათ?

- მსგავსი შეკითხვა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების მიმართაც დაისვას, რადგან გაჩნდა ინფორმაცია თორნიკე შენგელიას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნებასთან დაკავშირებით...

- სერბეთის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ არ მინდოდა, საქართველოს ნაკრებზე მელაპარაკა. სადღეისოდ ამ თემაზე მსჯელობა ნაადრევია. მანამდე ევრობასკეტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• qutaiseli

ვინ უნდა გამოსცადოს და სერბეთში როა ბიწაძე და რა თქმაუნდა ყველა ის ახალგაზრდა რომელსაც ფედერაცია სახელმწიფო პროგრამით აფინანსებს უცხოეთში აგერ უკვე სამი წელია.უნდა დამთავრდეს ნაკრებში ტურისტების ყოფნა ეგარი რეალობა და ვისაც ესეთი მიდგომა არ მოწონს ეს მისი პირადული პრობლემაა და მეტი არაფელი.თუ კაცი მთელი თამაშის განმავლობაში ორქულასაც ვერ აგროებს ის რა სარგებლობას მოუტანს გუნდს არანაირს გადახედეტ დღევანდელ თანამედროვე კალათბურთს და დაინახავთ რომ ყველა წამყვან ქვეყნებს მეორე ხუთეული ნორმალური ყავს თუ ვარსკვლავური არა უკალათო კალათბურთი მე არ გამიგონია მარტო ბურთის ბაკუნით თამაშს დღეს არავინ იგებს.და თუ ამ პროგრამით ნაკრები შევსებას ვერ იღებს ისუნდა შეწყდეს ან უნდა გადაიხედოს.

• kn

შოთა გუგეშაშვილო ნეტა შენ კალათბურთის რა გაგეგება. როდისმე თუ გითამაშიაკალათბურთი.

• შოთა გუგეშაშვილი

მეც გამიგია მამუკელასვილსე მაგრამ მგონი ქარტული პასპორტი არ აქვს

• გიო

სანდრო მამუკელაშვილს ზუროსი შარშანაც აკვირდებოდა. მისი მატჩების ვიდეოჩანაწერებს უგზავნიდნენ. არცევანი დიდი ნამდვილად არ არის. თუ ვინმე გამოჩნდა, ყველას გასინჯავენ. რაც შეეხება ანატოლი ბოისას, ის ბრწყინვალედ ასრულებს მწვრთნელის დავალებებს. ბოისა არის მცველი, შეტევების ჩამშლელი და მისი ფუნქცია ქულების დაგროვება არ არის. ზაქრაძესა და ბექაურზე უკეთესები თუ გამოჩნდნენ, აუცილებლად აიყვანენ, მაგრამ სად არიან? ერთიც მინდა ვთქვა. საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე დასწრება უფასოა, მიუხედავად ამისა, თბილისში, სადაც მატჩების 80% ტარდება, მაყურებელი საერთოდ არ დადის. დიახ, დარბაზი სრულიად ცარიელია. არ ვიცი, ეს რაზე მეტყველებს. მით უმეტეს, ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატი, როგორიც ბოლო 2-3 წლის განმავლობაშია, არ გვქონია. პირობებიც კარგია, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე მაყურებლისთვის.

• niko

ყველას სჯობს სანდრო მამუკელაშვილი დაამატონ, სიმაღლეც აქვს, ცაციაა, კარგი დრიბლინგიც აქვს და 3 ქულიანებსაც კარგად ყრის. უდიდესი ტალანტია რომელიც ალბათ კოლეჯის 2 წლის მერე ნბა-ში გადავა თუ რამე ტრამვა არ შეემთხვა. სეტონ ჰოლი აირჩია კოლეჯად.

• შოთა გუგეშაშვილი

ახალი სახე კარგია მაგრამ ბექაური და ზაქრაზის ნაირები არ სეიზლება ბოისაც ტყუილა აცდენს ადგილს ნაკრებსი

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი

ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა

საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა

საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!

"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა

ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას