ავსტრალიური "დეილი ტელეგრაფი" "ბორჯღალოსნებით" დაინტერესდა
2019 წლის მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნები" D ჯგუფში ავსტრალიას დაუპირისპირდებიან. ეს ისტორიაში პირველი შეხვედრა იქნება "ვოლაბებთან". კენჭისყრის შემდეგ ავსტრალიური მედიის დაინტერესება ქართული რაგბით ერთიორად გაიზარდა.

ავსტრალიური "დეილი ტელეგრაფი" საქართველოს ნაკრების ფორვარდთა მწვრთნელს, რიჩარდ გრემს დაუკავშირდა, რომელიც ავსტრალიელია.

"საქართველოს ნაკრების მთავარი სიძლიერე მათი ფორვარდთა ჯგუფია. როცა იაპონიას შევხვდით, მათმა მწვრთნელმა ჯიმი ჯოზეფმა თქვა, რომ საქართველოს ნაკრებს უძლიერესი შერკინება ჰყავს მსოფლიოში. მას მერე, რაც ნაკრებში ვმუშაობ, ჩვენმა შერკინებამ დაარბია ყველა გუნდის შერკინება, ვისაც კი შეხვდა - სამოა, ფიჯი, ტონგა, შოტლანდია...

ქართველი ფორვარდები ბუნებრივად ძალიან ძლიერები არიან. ეს მათი ნატურაა. ავსტრალიასთან დაპირისპირება გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. ასეა, როცა ნაკრები მსოფლიოში საუკეთესოებს ხვდება.

მინდა გითხრათ, რომ ქართველები კი არ უშინდებიან პირველი დონის ქვეყნებთან თამაშს, არამედ აღტაცებულნი არიან ამ შესაძლებლობებით. შერკინების ყველა კომპონენტში საქართველო ძლიერია. სწორედ ეს იქნება ის უპირატესობა, რომლის გამოყენებასაც გუნდი შეეცდება "ვოლაბებთან" თამაშში.

თუმცა საქართველოში კარგად იციან, რომ რაგბის თამაში მხოლოდ შერკინება არ არის. ვიცით, რომ ავსტრალია ძალიან ძლიერია და თუ მას ბურთი ექნა, ძალიან სახიფათო იქნება.

იმისთვის, რომ თანასწორად ეთამაშოს ავსტრალიას, 2019 წლამდე გაცილებით უკეთესი უნდა გახდეს რაგბის სხვა ნიუანსებშიც. საქართველოს ნაკრები სტაბილურად თამაშობს მსოფლიოს თასებზე, რამაც ამ გუნდს თვითრწმენა განუმტკიცა. მორიგი მსოფლიოს თასი მათთვის ახალი შესაძლებლობაა", - განაცხადა გრემმა.

კერძო აზრი
ნამდვილად არ ვიცი ვინ ათამაშა ჩვენი ნაკრები კუნძულებზე, მაგრამ ფაქტია რომ ნაკრებმა სწორი ტაქტიკით ითამაშა და შედეგი დაიდო! მაგის მერე არცერთი თამაში არ ყოფილა ტაქტიკურარ სწორად წარმართული!!! იაპონია მოსაგები წავაგეთ რომ არ ჩავხურეთ თამაში, სამოასთან გაგვიმართლა, შოტლანდიასთან რატომ დავთმეთ ბურთი პირველ ტაიმში დღემდე გაუგებარია...რაც შეეხეა ერთა თასისი თამაშებს: ესპანეთი, რუსეთი და რუმინეთი ერთმქნეთზე საზიზღრად ვითამაშეთ, მადლობელი დაგრჩებით თუ თვალს ამიხელთ და ამოხსნის ვინმე რაში ვცდები, გულწრფელად წინასწარ მადლობა
Irakliy-ს
შენ იყავი კუნძულებზე? იცი ვინ ტურისტად იყო და ვინ ოკეანეში ბანაობდა? რო იწერება რიჩის დამსახურებააო, ალბათ ისეთი წერს ვინც იქ იყო და იცის. ასე რომ ბიჭებს დაიჯერეთ , ვინც თვითონ ქმნის გუნდს, თქვენი მხარდაჭერა სტადიონზე ბატონებო, ტაშით და შეძახილით
Geo-ს
მილტონი გასშვებია კი ბატონო, მაგრამ ახალგაზრდებს ძალიან კარგი ქართველი მწვრთნელები ყავთ, რომლებიც დღედაღამე ბაზაზე ცხოვრობენ და სხვათაშორის ეროვნულ ნაკრებზე უკეთეს შედეგს დებენ. ასე რომ მილტონს მადლობა და .... ქართველების დაფასებაც ვისწავლოთ
geo
ვეთანხმები გამოთქმულ აზრს, მადლობა ვუთხრათ ჰეიგს და დროზე გადაიყვანეთ ახალგაზრდებში. რაგბს ახალი მწვრთნელი ჭირდება, წაინააღმდეგ შემთხვევაში არავითარი წარმატების შანსი არ გვენება.
NUKRI
მართალია
Irakliy
ჰო, ეგრეა. კუნძულებზე მელიტონს არაფერი გაუკეთებია. უბრალოდ ტურისტად იყო წასული, ოკეანეში ბანაობდა
რაგბი
ისე რიჩარდს თუ გადავაბარებთ მთავარ მწვრთნელობას უკეთესი იქნება. კუნძულებზე წარმატება მისი დამსახურებაა. მილტონის დონე ამოწურულია. მოკლედ ახალი მწვრთნელი გვჭირდება
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბში ორი ავსტრალიელი მწვრთნელი იმუშავებს
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო